სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Lenus |
Apr 30 2007, 07:36 PM
პოსტი
#1
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
-------------
-------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
![]() ![]() |
| catherina_10 |
Oct 25 2007, 03:57 PM
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 847 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,816 |
![]() სტატერი. ოქრო. ლისიმაქე (ძვ. წ. 306-282 წწ.). თრაკია-მაკედონიის მეფე. 8,52 გრ. 20 მმ. შუბლი: ალექსანდრე მაკედონელის პორტრეტი დიადემითა და ამონის რქით. ![]() სტატერი. ოქრო. ლისიმაქე (ძვ. წ. 306-282 წწ.). თრაკია-მაკედონიის მეფე. 8,52 გრ. 20 მმ. ზურგი: ათენა პალადა. მარცხენა ხელში შუბი უჭირავს და ეყრდნობა ფარს. გაწვდილ მარჯვენა ხელზე დგას ქალღმერთი ნიკე. ნიკეს ქვემოთ ფრინველია. ბერძნული ზედწერილი: „მეფე ლისიმაქესი“. ![]() ალექსანდრე მაკედონელის ტიპის სტატერის მინაბაძი. ოქრო. 2,58 გრ. 17 მმ. შუბლი: ადამიანის უკიდურესად სქემატური პროფილი. ![]() ალექსანდრე მაკედონელის ტიპის სტატერის მინაბაძი. ოქრო. 2,58 გრ. 17 მმ. ზურგი: ღვთაება ნიკეს სქემატური გამოსახულება. იბერიის სამეფოს სამონეტო ბაზარი. ძვ. წ. III-ახ. წ. IV საუკუნეები ქართლის სამეფოში, ანუ იბერიაში სამონეტო საქმის დასაწყისად უნდა ჩაითვალოს კლარჯეთის მამასახლისის ბაგრატ ბივრატის ძის (ძვ. წ. III საუკუნის შუახანები) ვერცხლის ფული არამეული წარწერებით. აქ ძვ. წ. II საუკუნემდე, კოლხეთისაგან განსხვავებით, სამონეტო მიმოქცევა შედარებით სუსტად იყო განვითარებული – აღმოსავლეთ საქართველოში კოლხური თეთრის, ალექსანდრე მაკედონელისა და ლისიმაქეს სტატერების მხოლოდ ერთეული ცალებია აღმოჩენილი. ძვ. წ. II-ახ. წ. III საუკუნეებში კი ქართლის სამეფოს ფულადი მიმოქცევის საფუძველი, ძირითადად, რომაული და პართული მონეტები იყო. იბერიის სამონეტო ბაზარზე პართული ვერცხლის ფულის ნიშნების – დრაქმების შემოსვლა ძვ. წ. II საუკუნიდან დაიწყო და განსაკუთრებით ინტენსიური ძვ. წ. I საუკუნეში გახდა. ამავე პერიოდიდან ჩაერთო მიმოქცევაში რომაული რესპუბლიკური დენარებიც. ახ. წ. I საუკუნიდან კი იბერიის ფულად მიმოქცევაში წამყვან ადგილს ოქტავიანე ავგუსტეს (ძვ. წ. 27-ახ. წ. 14 წწ.) ძვ. წ. 2-ახ. წ. 4 წლებში მოჭრილი ვერცხლის დენარი იკავებს, რომელიც პართიის მეფის გოტარზეს (40/41-51 წწ.) დრაქმებთან ერთად ახ. წ. III საუკუნის ჩათვლით ბრუნავს. სავარაუდოდ, განსაკუთრებული პოპულარობით სწორედ ეს მონეტები სარგებლობდა, თუმცა, საქართველოში ასევე დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი I-III საუკუნეების რომის თითქმის ყველა იმპერატორის სახელით მოჭრილი საფასეები. I საუკუნის მეორე ნახევრიდან იბერიის სამონეტო ბაზარზე მიმოიქცევა რომაული ოქროს ფული – აურეუსი, რომელიც II საუკუნესა და III საუკუნის პირველ ნახევარში ქართლში მსხვილი სავაჭრო გარიგებების დროს ანგარიშსწორების ძირითად საშუალებად იქცა. III საუკუნის მეორე ნახევრიდან რომის იმპერია ძლიერმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა, რის შედეგადაც შეიზღუდა ქართლში რომაული საფასეების, კერძოდ კი აურეუსების შემოსვლა. იბერიის სამონეტო ბაზარზე ფულის ნიშნების დეფიციტმა და სოციალურ-ეკონომიკურმა კრიზისმა რომაული მონეტების ადგილობრივი მინაბაძების გაჩენა გამოიწვია. III საუკუნის იბერიაში იჭრებოდა როგორც ვერცხლის დენარების, ისე ოქროს აურეუსების მინაბაძები. ვარაუდობენ, რომ ემისიას სისტემური ხასიათი უნდა ჰქონოდა. III საუკუნეში წინა აზიის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა პართიაზე ბევრად უფრო მძლავრი ახალი ირანული სახელმწიფო – სასანიანთა სპარსეთი, რომელმაც კავკასიის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეცვალა. ვერცხლის მაღალხარისხოვანმა სასანურმა მონეტამ თანდათანობით დაიპყრო აღმოსავლეთ საქართველოს სამონეტო ბაზარი. წიგნიდან „ფული საქართველოში“, საქართველოს ეროვნული ბანკის II გამოცემა, 2003 წ. მეორე გადამუშავებული გამოცემის ავტორები: თედო დუნდუა, გიორგი დუნდუა, ნიკო ჯავახიშვილი, ანა ერისთავი. ავტორები: იულონ გაგოშიძე, მერი ანთაძე, ციალა ღვაბერიძე, მედეა წოწელია, თინათინ ქუთელია, მედეა შეროზია ![]() დრაქმა. ვერცხლი. ოროდ II (ძვ. წ. 57-38/37 წწ.). პართიის მეფე. 3,15 გრ. 21 მმ. შუბლი: ოროდ II დიადემით. ![]() დრაქმა. ვერცხლი. ოროდ II (ძვ. წ. 57-38/37 წწ.). პართიის მეფე. 3,15 გრ. 21 მმ.ზურგი: ტახტზე მჯდომი არშაკ I, ხელში მშვილდით. მშვილდის ქვემოთ მონოგრამა. დამახინჯებული ბერძნული ზედწერილი: „მეფეთა მეფის არშაკისა, კეთილმოქმედისა, სამართლიანისა, დამხმარისა, ბერძენთა მოყვარულისა |
Lenus ქართული ნუმიზმატიკა Apr 30 2007, 07:36 PM
Lenus ------------- Apr 30 2007, 07:57 PM
დათიკო Lenus
სადმე უნდა ატვი... Apr 30 2007, 11:45 PM
Lenus ------------- May 1 2007, 09:15 AM
death ერეკლე II
http://images.ge/uploads/f3... May 1 2007, 01:06 PM
shakuna_ :D May 1 2007, 08:32 PM
Lenus ------------- May 2 2007, 01:23 PM
shakuna_
shakuna_
რატომ იცინი?
მ... May 2 2007, 01:24 PM
ქავთარაძე ვაი რა მაგრებია, თა... May 2 2007, 01:51 PM
Lenus ------------- May 3 2007, 01:39 PM
catherina_10 რუსუდანის დროინდე... Jul 11 2007, 04:00 PM
marine ეროვნული ვალუტა
ქ... Jul 30 2007, 10:40 AM
meleqse და ორას ლარიან კუპ... Jul 30 2007, 07:53 PM
კოლხი
ქაქუცა ჩოლოყაშვი... Jul 30 2007, 10:38 PM
meleqse
ქაქუცა ჩოლოყაშვილ... Jul 31 2007, 12:02 AM
Lenus
კოლხი,
დავცხებთ-ა... Jul 31 2007, 08:10 AM
Lenus
კი ეგაა. აი ნიმუშე... Jul 31 2007, 08:27 AM
marine 10 000 მანეთი, 1922 წ.
http://img32... Aug 3 2007, 02:52 PM
Lenus http://www.old-stocks-bonds.com/tiflis-24.jpg
ს... Aug 6 2007, 07:25 AM
komisia ბოლო სურათები მაგა... Aug 6 2007, 03:17 PM
marine 1829 წელი, ნიკოლოზ I-ის ... Aug 6 2007, 03:59 PM
LOVEGAME Lenus
ზემოთ სულ პირვე... Aug 7 2007, 02:36 AM
Lenus ------------- Aug 7 2007, 07:57 AM
marine გიორგი XII-ის დროს მო... Aug 8 2007, 10:00 AM
marine კოლექცია 1898 წლიდან 1... Aug 9 2007, 10:33 AM
catherina_10 საქართველო, კერძოდ... Oct 24 2007, 05:05 PM
catherina_10 კოლხეთი ელინისტურ ... Oct 25 2007, 02:49 PM
marine catherina_10
დიდი მადლობა, ... Oct 25 2007, 02:50 PM
catherina_10 http://img340.imageshack.us/img340/4732/makedoneli... Oct 25 2007, 03:11 PM
მარიამი ცნობისთვის შემიძლ... Oct 25 2007, 03:59 PM
catherina_10 http://img502.imageshack.us/img502/1609/partiawp9.... Oct 25 2007, 04:02 PM
ნათია ნუმიზმატიკური ცნო... Oct 25 2007, 04:03 PM
catherina_10 მარიამი
ზუსტად ერო... Oct 25 2007, 04:08 PM
catherina_10 http://www.nbg.gov.ge/NbgCentralNavigation...a-GE... Oct 25 2007, 05:26 PM
marine "დამპყრობელი არა... Nov 4 2020, 10:28 PM
marine "გურგენი საკმაოდ ... Feb 26 2022, 09:33 PM
marine "როცა არაბთა ბატო... Feb 28 2022, 05:25 PM
marine "ჩვენ გვაქვს უაღრ... Mar 7 2022, 12:45 PM
marine "XIII-XV საუკუნეებში ... Jun 8 2022, 09:34 PM
marine "ვანო ქიქოძის [წმ... Jul 6 2022, 12:22 PM
marine "აღსანიშნავია, რო... Sep 15 2022, 04:22 PM
marine "გიორგი ბრწყინვა... Jun 16 2023, 08:19 PM
marine "ბრიტანეთის მუზე... Apr 9 2026, 12:32 PM
marine "დავით აღმაშენებ... Apr 9 2026, 12:48 PM
marine "დღემდე მოღწეული... Apr 10 2026, 04:34 PM
marine "თამარ მეფე დავით... Apr 21 2026, 04:58 PM
marine "თამარ მეფის პერი... Apr 22 2026, 08:53 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th May 2026 - 03:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი