ქართული ნუმიზმატიკა, ქართველი მეფეებისა და დამყრობლების საქართველოში მოჭრილი მონეტები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ნუმიზმატიკა, ქართველი მეფეებისა და დამყრობლების საქართველოში მოჭრილი მონეტები |
Lenus |
Apr 30 2007, 07:36 PM
პოსტი
#41
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
-------------
-------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
catherina_10 |
Oct 25 2007, 03:57 PM
პოსტი
#42
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 847 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,816 |
სტატერი. ოქრო. ლისიმაქე (ძვ. წ. 306-282 წწ.). თრაკია-მაკედონიის მეფე. 8,52 გრ. 20 მმ. შუბლი: ალექსანდრე მაკედონელის პორტრეტი დიადემითა და ამონის რქით. სტატერი. ოქრო. ლისიმაქე (ძვ. წ. 306-282 წწ.). თრაკია-მაკედონიის მეფე. 8,52 გრ. 20 მმ. ზურგი: ათენა პალადა. მარცხენა ხელში შუბი უჭირავს და ეყრდნობა ფარს. გაწვდილ მარჯვენა ხელზე დგას ქალღმერთი ნიკე. ნიკეს ქვემოთ ფრინველია. ბერძნული ზედწერილი: „მეფე ლისიმაქესი“. ალექსანდრე მაკედონელის ტიპის სტატერის მინაბაძი. ოქრო. 2,58 გრ. 17 მმ. შუბლი: ადამიანის უკიდურესად სქემატური პროფილი. ალექსანდრე მაკედონელის ტიპის სტატერის მინაბაძი. ოქრო. 2,58 გრ. 17 მმ. ზურგი: ღვთაება ნიკეს სქემატური გამოსახულება. იბერიის სამეფოს სამონეტო ბაზარი. ძვ. წ. III-ახ. წ. IV საუკუნეები ქართლის სამეფოში, ანუ იბერიაში სამონეტო საქმის დასაწყისად უნდა ჩაითვალოს კლარჯეთის მამასახლისის ბაგრატ ბივრატის ძის (ძვ. წ. III საუკუნის შუახანები) ვერცხლის ფული არამეული წარწერებით. აქ ძვ. წ. II საუკუნემდე, კოლხეთისაგან განსხვავებით, სამონეტო მიმოქცევა შედარებით სუსტად იყო განვითარებული – აღმოსავლეთ საქართველოში კოლხური თეთრის, ალექსანდრე მაკედონელისა და ლისიმაქეს სტატერების მხოლოდ ერთეული ცალებია აღმოჩენილი. ძვ. წ. II-ახ. წ. III საუკუნეებში კი ქართლის სამეფოს ფულადი მიმოქცევის საფუძველი, ძირითადად, რომაული და პართული მონეტები იყო. იბერიის სამონეტო ბაზარზე პართული ვერცხლის ფულის ნიშნების – დრაქმების შემოსვლა ძვ. წ. II საუკუნიდან დაიწყო და განსაკუთრებით ინტენსიური ძვ. წ. I საუკუნეში გახდა. ამავე პერიოდიდან ჩაერთო მიმოქცევაში რომაული რესპუბლიკური დენარებიც. ახ. წ. I საუკუნიდან კი იბერიის ფულად მიმოქცევაში წამყვან ადგილს ოქტავიანე ავგუსტეს (ძვ. წ. 27-ახ. წ. 14 წწ.) ძვ. წ. 2-ახ. წ. 4 წლებში მოჭრილი ვერცხლის დენარი იკავებს, რომელიც პართიის მეფის გოტარზეს (40/41-51 წწ.) დრაქმებთან ერთად ახ. წ. III საუკუნის ჩათვლით ბრუნავს. სავარაუდოდ, განსაკუთრებული პოპულარობით სწორედ ეს მონეტები სარგებლობდა, თუმცა, საქართველოში ასევე დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი I-III საუკუნეების რომის თითქმის ყველა იმპერატორის სახელით მოჭრილი საფასეები. I საუკუნის მეორე ნახევრიდან იბერიის სამონეტო ბაზარზე მიმოიქცევა რომაული ოქროს ფული – აურეუსი, რომელიც II საუკუნესა და III საუკუნის პირველ ნახევარში ქართლში მსხვილი სავაჭრო გარიგებების დროს ანგარიშსწორების ძირითად საშუალებად იქცა. III საუკუნის მეორე ნახევრიდან რომის იმპერია ძლიერმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა, რის შედეგადაც შეიზღუდა ქართლში რომაული საფასეების, კერძოდ კი აურეუსების შემოსვლა. იბერიის სამონეტო ბაზარზე ფულის ნიშნების დეფიციტმა და სოციალურ-ეკონომიკურმა კრიზისმა რომაული მონეტების ადგილობრივი მინაბაძების გაჩენა გამოიწვია. III საუკუნის იბერიაში იჭრებოდა როგორც ვერცხლის დენარების, ისე ოქროს აურეუსების მინაბაძები. ვარაუდობენ, რომ ემისიას სისტემური ხასიათი უნდა ჰქონოდა. III საუკუნეში წინა აზიის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა პართიაზე ბევრად უფრო მძლავრი ახალი ირანული სახელმწიფო – სასანიანთა სპარსეთი, რომელმაც კავკასიის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეცვალა. ვერცხლის მაღალხარისხოვანმა სასანურმა მონეტამ თანდათანობით დაიპყრო აღმოსავლეთ საქართველოს სამონეტო ბაზარი. წიგნიდან „ფული საქართველოში“, საქართველოს ეროვნული ბანკის II გამოცემა, 2003 წ. მეორე გადამუშავებული გამოცემის ავტორები: თედო დუნდუა, გიორგი დუნდუა, ნიკო ჯავახიშვილი, ანა ერისთავი. ავტორები: იულონ გაგოშიძე, მერი ანთაძე, ციალა ღვაბერიძე, მედეა წოწელია, თინათინ ქუთელია, მედეა შეროზია დრაქმა. ვერცხლი. ოროდ II (ძვ. წ. 57-38/37 წწ.). პართიის მეფე. 3,15 გრ. 21 მმ. შუბლი: ოროდ II დიადემით. დრაქმა. ვერცხლი. ოროდ II (ძვ. წ. 57-38/37 წწ.). პართიის მეფე. 3,15 გრ. 21 მმ.ზურგი: ტახტზე მჯდომი არშაკ I, ხელში მშვილდით. მშვილდის ქვემოთ მონოგრამა. დამახინჯებული ბერძნული ზედწერილი: „მეფეთა მეფის არშაკისა, კეთილმოქმედისა, სამართლიანისა, დამხმარისა, ბერძენთა მოყვარულისა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი