უნიკალური ფოტო მასალა და ფოტოზე ასახული ჩვენი ისტორია.. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
უნიკალური ფოტო მასალა და ფოტოზე ასახული ჩვენი ისტორია.. |
marine |
Oct 12 2007, 04:35 PM
პოსტი
#41
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჩემო ძვირფასო ფორუმელებო, ამ თემაში განვათავსოთ ფოტო მასალები.
შეიძლება თქვენს ფოტო არქივში მოიძებნება საინტერესო მოვლენების ან თქვენი წინაპრების ამსახველი სურათები, რაც საშუალებას მოგვცემს ვიხილოთ ის ეპოქა, წინაპართა ჩაცმულობა, მათი გარეგნობა და ა. შ. ამ ფოტოებზე ჩვენი სამშობლოს ისტორიაა დაფიქსირებული, ასე რომ მოხარული ვიქნები თუკი შემოგვიერთდებით გლეხების განთავისუფლების მანიფესტის წაკითხვა სიღნაღში. კახეთი, 1864 წ. მეფის ნაცვლის მიხეილ ვორონცოვის ძეგლის კურთხევა, 1867 წ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Georgia-O-Keefe |
Oct 25 2007, 04:38 PM
პოსტი
#42
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 24-October 07 წევრი № 3,041 |
გურამ თიკანაძის ფოტოები ხომ არ მოგეპოვებათ?
-------------------- არ მიყვარს ცუდი ხასიათის ადამიანები - ჩემი უხასიათობაც მყოფნის...
|
marine |
Oct 26 2007, 10:48 AM
პოსტი
#43
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
გურამ თიკანაძის ფოტოები ხომ არ მოგეპოვებათ? გურამ თიკანაძის ფოტოები: http://www.photomuseum.org.ge/tikanadze/photos_ge.htm მისი მოკლე ბიოგრაფია: http://www.photomuseum.org.ge/tikanadze/index_ge.htm გურამ თიკანაძე 1933-1963 ფოტოგრაფი და ალპინისტი, ტრაგიკულად დაიღუპა 1963 წელს სვანეთში შხარადან დაშვების დროს. 30 წლის ასაკში მან ბევრის გაკეთება მოასწრო. მისი წარმატებები საყვარელ სფეროში აღმავალი ხაზით მიდიოდა. ფოტოგრაფიას ხელი მოჰკიდა მეშვიდე კლასიდან პიონერთა სასახვლეში ცნობილი ფოტოგრაფების ნიკო საღარაძისა და სერგო ახვლედიანის ხელმძღვანელობით. უნივერსიტეტში გაიტაცა ალპინიზმმა. 1959 წელს დაიწყო მუშაობა ჟურნალ “დროშის” ფოტოკორესპონდენტად. 1962 წელს გახდა საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის თბილისის ორგანიზაციის ფოტოსექციის თავმჯდომარე. თავის შემოქმედებაში ათავსებდა პუბლიცისტურობას პოეტურ აზროვნებასთან. იბეჭდებოდა პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, გერმანიაში. მონაწილეობდა საერთაშორისო ფოტოგამოფენებში. გურამ თიკანაძის ნაადრევმა სიკვდილმა საზოგადოებას გამოაცალა შემოქმედებითი სიმწიფის პერიოდში შემავალი ფოტოგრაფი, რომლის გემოვნება და ოსტატობა საყოველთაოდ იყო მიღებული. გურამის ფოტოებიდან ყველაზე მეტად ჩემთვის ესაა შთამბეჭდავი: საინგილო, ქურმუხის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც სამწუხაროდ ახლა აჭედილია მორწმუნეთათვის -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 02:41 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი