მართლმადიდებელი ქალი მღვდელი ვერ გახდება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მართლმადიდებელი ქალი მღვდელი ვერ გახდება |
ზებედე |
Feb 19 2007, 08:38 PM
პოსტი
#1
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
მართლმადიდებელი ქალი მღვდელი ვერ გახდება შესაძლებელია თუ არა მართლმადიდებელ ეკლესიაში მღვდელი-ქალი? ეს კითხვა ერთ-ერთი უმთავრესი იყო ბრატისლავაში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე: “ქალის როლი თანამედროვე მსოფლიოში – მართლმადიდებლური ხედვა”. სლოვაკეთისა და ჩეხეთის მიწების მიტროპოლიტ ქრისტეფორეს აზრით, ქალი მართლმადიდებელი მღვდელი ვერასდროს გახდება. “ჩვენთან მღვდლის ტიპოლოგია არსებობს. მოძღვარი იესო ქრისტეს მსგავსი უნდა იყოს: მის მსახურებაში კი გრძელდება ქრისტეს მსახურება, იესო ქრისტე კი კაცი იყო”, - შენიშნა მიტროპოლიტმა ქრისტეფორემ. ქალებს კი, მისი თქმით, ღვთისმშობლის ტიპოლოგია შეესაბამება. ქალის როლი ეკლესიაში, კაცის როლთან შედარებით, ისტორიულად ნაკლებ მნიშვნელოვანი და ღირსეული არ ყოფილა. (?!. რედ.) მიუხედავად ამისა, ლიტურგიულ ფუნქციას მოციქულთა მემკვიდრეობით ყოველთვის ასრულებდნენ და ასრულებენ კაცები. “ამიტომ ქალის სასულიერო ხარისხში აყვანის საკითხი მართლმადიდებლურ ეკლესიაში არ დამდგარა”, - დასკვნის სახით განაცხადა მიტროპოლიტმა და დაამატა, რომ ამ პოზიციას მსოფლიოს 15 ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია იზიარებს. კონფერენციაზე განსხვავებული მოსაზრებით გამოვიდა ლიტვის პარლამენტის დეპუტატი, მართლმადიდებელთა პარლამენტთაშორისი ასამბლეის წევრი ვლადიმერ ორეხოვი. მისი აზრით, არავის აქვს უფლება აუკრძალოს ქალებს კაცებთან ერთად ემსახუროს ღმერთს. “თუ ღმერთმა დააჯილდოვა წინასწარმეტყველების, შორსმჭვრეტელობის ნიჭით, მდიდარი სამეტყველო შესაძლებლობით, რატომ არ უნდა გადავხედოთ ჩვენს შეხედულებას ქალის შესაძლებლობის შესახებ იყოს მოძღვარი, გაავრცელოს ღვთის სიტყვა, იქადაგოს, მიიღოს აღსარება”, - განაცხადა ორეხოვმა. კონფერენციის მონაწილეთა უმრავლესობა არ ეთანხმება წინადადებას ქალის მღვდლის ხარისხში აყვანის შესახებ, ამის მიზეზი კი რიგი ფიზიოლოგიური და საღვთისმეტყველო საკითხებია. ეს იდეა ეწინააღმდეგება ქრისტიანულ ტრადიციებს, - აღნიშნავდნენ კონფერენციის მონაწილეები. კონფერენცია ორგანიზებული იყო მართლმადიდებელი ხალხების ერთიანობის საერთაშორისო ფონდისა და სლოვაკეთისა და ჩეხეთის მიწების მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. საქართველოდან მას არავინ დასწრებია. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მიწვევა არ მიუღია. -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მხევალი ნინო |
Oct 26 2007, 02:35 PM
პოსტი
#2
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
lamasvani
ციტატა რომ ქალის მღვდლობა დასაშვებია ასე, რომ პასუხი ამაზე ერთმნიშვნელოვანია ქალებს უნდა ჰქონდეთ მღვდლობის უფლება და ეს ასეა!!! თუ ჩვენს უფლებებზეა საუბარი ჩვენც შეგვეკითხეთ ხოლმე ვააა არა რა ეს კაცები როგორ ხართ მიჩვეული ჩვენს ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებაზე. იცით რა ქალის მღვდლობა, რომ ყოფილიყო დაშვებული დარწმუნებული ვარ, ღვთისმშობელს ეპისკოპოსობას მიანიჭებდნენ . თან გავითვალისწინოთ ისიც, რომ არც მოციქულთა სწორ ნინოს არ ჰქონდა მღვდლობაზე პრეტენზია, ანუ ამაში რაღაც იმალება) -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 10:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი