![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#221
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
მსურს ვისაუბროთ რამდენიმე საკითხზე თანალოცვასა და არამართლმადიდებლურ დენომინაციებთან დაკავშირებით;
1. როდესაც თანალოცვის აკრძალვის შესახებ წმიდა მამები კანონს/ებს იღებდნენ, რა ედო საფუძვლად კანონის მიღებას? რა მოვლენების ან ეპოქალური ქმედებების შედეგია ის? (გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული კანონი - კონკრეტულ - დროში მომხდარ ფაქტზე იქმნებოდა) 2. რა კრიტერიუმებით დგინდება - არის თუ არა, რომელიმე იერარქის ან მართლმორწმუნის ქმედება თანალოცვაა?... ანუ მაგალითად - ერთად რომელიმე ლოცვის წარმოთქმა ორ ხმაში შეიძლება თუ არა მივიჩნიოთ თანალოცვად და მეორე, მონაცვლეობით წარმოთქმა - არა? არის თუ არა თანალოცვა - მწვალბლებთან თანაზიარება... 3. მწვალებელთა შესაკრებელში შესვლისას, რა უნდა გაითვალისწინოს მართლმორწმუნემ? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#222
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
Misha Songulashvili
ციტატა თუ ჩემი აზრი გაინტერესებს მწვალებლებთან დაკავშირებით ისაა რომ მწვალებლები მართმადიდებლურში, კათოლიკურში და პროტესტანტულშიც არიან. და მწვალებლობა არ არის რომელიმე კონკრეტული ეკლესიის დასახელება. მართლმადიდებლური, ოღონდ ![]() ეს ეტყობა რაღაც ახალი განმარტებაა მწვალებლობის ხშირად გავიგონებთ ეკუმენისტური იდეების მომხრეთაგან, განა არამართლმადიდებელი ქრისტიანებიც ქრისტეს არ მიმართავენ? განა ისინიც არ ადიდებენ წმინდა სამებას? მათ თავად უფალივე უპასუხებს: "არა ყოველმან, რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათაისა" (მათე 7,21) "რაისა მეტყვით მე: „უფალო, უფალო! და არა ჰყოფთ, რომელსა მე გეტყვი თქვენ?" (ლუკა 6,46) -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ზებედე |
![]()
პოსტი
#223
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ხშირად გავიგონებთ ეკუმენისტური იდეების მომხრეთაგან, განა არამართლმადიდებელი ქრისტიანებიც ქრისტეს არ მიმართავენ? განა ისინიც არ ადიდებენ წმინდა სამებას? მათ თავად უფალივე უპასუხებს: "არა ყოველმან, რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათაისა" (მათე 7,21) "რაისა მეტყვით მე: „უფალო, უფალო! და არა ჰყოფთ, რომელსა მე გეტყვი თქვენ?" (ლუკა 6,46) რაღაც ვერაა ეს კარგი არგუმენტი...ეს სახარების ციტატა მართლმადიდებელსაც მოეთხოვება, რომელიც არ ასრულებს ღვთის ნებას ![]() ![]() -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th June 2024 - 06:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი