საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
ნათია |
Sep 5 2007, 05:34 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
დიდი ქართველი მეფეები:
P.S. თანმიმდევრულად განვიხილოთ ზემოთჩამოთვლილ მეფეთა ბიოგრაფიები, ბრძოლები და ისტორიკოსთა შეფასებები... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
marine |
Oct 26 2007, 04:42 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ხსეფარნუგი
ქართლის (იბერიის) მეფე II ს-ის 60-იან წწ-ში. მას მოიხსენიებს არმაზისხევის ნეკროპოლში აღმოჩენილი ხსეფარნუგის ეზოსმოძღვრის უდროოდ გარდაცვლილი მეუღლის სერაფიტის საფლავის ქვის წარწერა. მასში ნათქვამია, რომ იოდმანგმანის (ეზოსმოძღვარი) მამა ფარსმან მეფის ეზოსმოძღვარი იყო, სერაფიტის მამა კი - ფარსმან მეფის პიტიახში. ე. ი. ხსეფარნუგის წინამორბედი ფარსმან II იყო. წარწერაში ყველა პიროვნების მამის სახელია მოხსენიებული, გარდა ხსეფარნუგ მეფისა. ლეონტი მროველის მიხედვით ფარსმან II ქველი მოწამლულ იქნა. ამის გამო გ. მელიქიშვილი ფიქრობს, რომ შეიძლება ფარსმან II მართლაც შეთქმულების მსხვერპლი გახდა და ტახტი მისმა უშუალო მემკვიდრემ კი არ დაიკავა, არამედ ხსეფარნუგმა. წარწერაში იოდმანგანი იწოდება "ძლევამოსილად და მრავალი გამარჯვების მომპოვებლად". ე. ი. ამ დროს იბერია წარმატებით აწარმოებდა საგარეო ომებს. ხსეფარნუგი არც ლენოტი მროველთან და არც "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს ფარნავაზიან წარმართ მეფეთა სიაში შესული არ არის. ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი; გ. წერეთელი, არმაზის ბილინგვა, ენიმკის მოამბე, 1942, ტ. 13; ღადამი ქართლის იბერიის მეფე II ს-ის დასასრულს. მას "მოქცევაჲ ქართლისაჲ" უწოდებს ღადამს, "მეფეთა ცხოვრება" - ადამს. ლეონტი მროველის მიხედვით ღადამი მეფობის მესამე წელიწადს გარადაიცვალა და დარჩა 1 წლის მემკვიდრე - ფარსმანი. მისი ყრმობის პერიოდში ქართლში მეფობდა ღადამის მეუღლე და ფარსმანის დედა ღადანა. პ. ინგორყვა კონკრეტულ თარიღს გვთავაზობს ღადამისა და ღადანას მეფობის შესახებ. მისი აზრით, პირველი მეფობდა 161-164 წწ-ში, ხოლო მეორე - 164-180 წწ-ში. ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 01:15 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი