გურამ დოჩანაშვილი, ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გურამ დოჩანაშვილი, ... |
მატასი |
Oct 23 2007, 02:12 PM
პოსტი
#1
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
ძალინ მინდოდა ამ ინტერვიუს დადება ფორუმზე... და შესაფერისი თემა ვერ ვნახე..
ხოდა, იყოს ეს თემა, ბატონ გურამზე ვისაუბროთ ხოლმე... გენიოსია ეს ადამიანი... ესეც ინტერვიუ: -საშინლად ორპირი ვარ, როცა ვერდს ვუსმენ, ის მირჩევნია როსინს, როცა როსინს ვუსმენ, მაშინ როსინი მირჩევია ვერდის. -და უფრო დიდი მაინც ვინ არის? -ბახი და მოცარტი, რომელიც ისეთია, საცეკვაო მოედანზე რომ ხულიგნები შემოცვივდებიან... -ასე თუ გავაგრძელებთ, ორპირი კი არა, `მრავალპირი~ აღმოჩნდებით. -ასე გამოვა ალბათ თუ კი ყველას ჩამოვთვლი. მაგრამ გინდათ, დიდი საიდუმლო გაგანდოთ? იცით, რომ შემოქმედი არ არსებობს? ისინი ყველანი მეორადები არიან, შავი მუშები, გადამწერები. ხელოვნება სულიმინდაა. სულიწმინდის მადლი, ღმერთი ქმნის მათი ხელით. იბლიიდან მოდიან ბახიც და მიქელანჯელოც. რუსთაველის ყველა აფორიზმი ბიბლიურია და, საერთოდ, შემოქმედის დანიშნულებაა, ბიბლია უბიბლიოდ მოიტანოს ადამიანებამდე. ბიბლიიდან მოდიან შოთაც, ილიაც, აკაკიც, ნიკო ლორთქიფანიძე – ჩვენი სინდისი და პატიოსნება. ოცით, დავით გურამიშვილი მიყვარს განსაკუთრებით. ერთი შეხედვით აკადემიურია და თითქოს უცნაურია, მე რომ მომწონს, მაგრამ წარმოიდგინეთ, დღეს რომ ასეთი კაცი გვყავდეს... -თანამედროვე ქართულ მწერლობაზე რას იტყვით? -ოთხი მოთხრობა მიყვარს: რეზო ინანიშვილის `თოვლი~, გიორგი ლეონიძის `ღვინჯუა~, რჩეულიშვილის `შაშას რევოლუცია~ და ჯ. ქარჩხაძის `იგი~. -თქვენი უამრავი გმირიდან ყველაზე გამორჩეულად ვინ გიყვართ? -ყველა კარგი ბიჭია. ხომ კარგი ბიჭები არიან კადუნოსელები? ლუკა რა კარგი ვინმეა, არა? განსაკუთრებით მიყვარს დილის ქალი – როსა. გახსოვთ? ის თვით დიდ ქალზე – ტერეზაზეც კი ძლიერია... -ანა-მარია? რატომ კლავთ ამ მშვენიერებას ასე უცებ და საზარლად? -სხვათა შორის, ადრეც მკითხეს და იცით რა ვუპასუხე? განა შეიძლება ბედნიერება დიდხანს აგრძელდეს-მეთი? ჩემი ირაკლის წასვლის შემდეგ გამახსენდა და ვინანე – ეს რამ მათქმევინა-მეთქი. ეტყობა, ბედნიერება მართლა ძალიან ხანმიკლეა... იცით რა ბიჭი იყო ირაკლი? კეთილი, ლამაზი, ჭკვიანი. უკეთ ვინ მიცნობდა. იცოდა ჩემი პანიკიორი ხასიათი და სულ მამშვიდებდა ხოლმე. იცით რა კარგი ბიჭი მყავდა? არა, კი არ მყავდა, მყავს... არა, ათი წელი მაინც უნდა ვიცხოვრო, თინათინს (შვილიშვილს) რომ დავამახსოვრდე. ისე არ წავალ... -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
xornabujeli |
Oct 27 2007, 05:09 AM
პოსტი
#2
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 |
-მეც ძალიან მიყვარს ბატონი გურამი როგორც მწერალი და როგორც უბრალოდ ქართველი კაცი.ამას წინათ სიონში იყო, შაბათს ,მიცვალებულების წირვაზე,სადაც ჩემმა მეგობარმა გამაცნო და სამახსოვრო სურათებიც გადავიღეთ,ისე შემოვიდა კონტაქტში თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვყოფილიყავით,მადლობა ღმერთს რომ მისი ახლოს გაცნობის საშუალება მომეცა.მართლაც ჩვენი დროის დიდი ადამიანია,ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს!
-------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
ქეთუ |
Oct 27 2007, 06:09 AM
პოსტი
#3
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
-მეც ძალიან მიყვარს ბატონი გურამი როგორც მწერალი და როგორც უბრალოდ ქართველი კაცი.ამას წინათ სიონში იყო, შაბათს ,მიცვალებულების წირვაზე,სადაც ჩემმა მეგობარმა გამაცნო და სამახსოვრო სურათებიც გადავიღეთ,ისე შემოვიდა კონტაქტში თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვყოფილიყავით,მადლობა ღმერთს რომ მისი ახლოს გაცნობის საშუალება მომეცა.მართლაც ჩვენი დროის დიდი ადამიანია,ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს! გეთანხმები, ძალიან უშუალო ადამიანია მეც ვამაყობ რომ მქონდა ბედნიერება ამ გენიოსის გაცნობის და მასთან გასაუბრების ... ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ციტატა მაგრამ გინდათ, დიდი საიდუმლო გაგანდოთ? იცით, რომ შემოქმედი არ არსებობს? ისინი ყველანი მეორადები არიან, შავი მუშები, გადამწერები. ხელოვნება სულიმინდაა. სულიწმინდის მადლი, ღმერთი ქმნის მათი ხელით. იბლიიდან მოდიან ბახიც და მიქელანჯელოც. რუსთაველის ყველა აფორიზმი ბიბლიურია და, საერთოდ, შემოქმედის დანიშნულებაა, ბიბლია უბიბლიოდ მოიტანოს ადამიანებამდე. ბიბლიიდან მოდიან შოთაც, ილიაც, აკაკიც, ნიკო ლორთქიფანიძე – ჩვენი სინდისი და პატიოსნება. ამაზე ამბობს ზუსტად : ) „მწერალი არ არსებობს, არის გადამწერი, არ არსებობს მხატვარი, არის გადამხატავი, სულიწმინდა უბიძგებს ყველა ხელოვანს. “ -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 03:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი