![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მოკლედ ახლა წამოიჭრა ერთ ფორუმელთან გარკვეული კითხვა, არის თუ არა ღვთის მადლი არა მართლმადიდებელ თემებში, თი ისინი საერთოდ მოკლებულნი არიან ყოველგვარ მადლს.
მე როგორც წარმომიდგენია, ეს არ არის ასე მარტივად გადასაწყვეტი, რადგან როდესაც ვიღებთ სხვადასხვა თემის არამართლმადიდებლებს, გათვალისწინებით კონკრეტული თემისა, მიღების წესიც სხვადასხვაა, მაგალითად კათოლიკებს იგივე რუსეთის ეკლესია არ იღებს არც ნათლობით, არც მირონცხებით და თუ მღვდელლია ქიროტონიის გარეშე. ჩვენთანაც იგივე წესია, თავად ვარ ერთი ყოფილი კათოლიკეს ნათლია...მისი გადმოსვლლის რიტუალი იყო მხოლოდ ლოცვების კრებული, არანაირი ნათლობა და სხვა საიდუმლო. თუ მართალია ის, რომ იქ არანაირი ნათლობა არ არის, მაშინ როგორც კვიპრიანე კართაგენელი ამბობდა მათეული ნათლობა სიბინძურით განბანა არისო, მაშინ ბუნებრივია რომ გადმოსვლის დროს უნდა მოინათლნენ, რასაც თავად წმ. კვიპრიანე აკეთებდა, მაგრამ საქმე იმაშია რომ ეკლესიამ ეს წესი არ მიიღო ზოგად საყოველთაო წესად...ზემოთ მოვიყვანე ერთი მცირე მაგალითი ამისა. ე.ი. გამოდის რომ, როდესაც არ ვნათლავტ და არანაირ წესს არ ვუტარებთ გადმოსვლისას ადამიანს-ვაღიარებთ იმ თემში შესაბამისი საიდუმლოს არსებობას. ჯერ ეს იყოს იმედია ანათემაზე გადაცემები და მსგავსი რამე არ დამემუქრება ![]() მნათე რას იჭყიტები...ანათემის ტექსტს თუ ადგენ ჩემზე, მე უკვე მაქვს, მოგაწვდი ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ვაგრძელებ ჩემს აქ საუბარს, გადავწყვიტე, კანონისტის სიხისტის და უსამართლობის მიუხედავად ფორუმი არ დამეტოვებინა, ამიტომ ისევ შემოვდივარ კამათში!
ციტატა კათოლიკურ ეკლესიაზე ახლოს არცერთი ეკლესია არ დგას მართლმადიდებლურთან. კათოლიკეთა მიღებაც ნათლობით ხდება (ბოლო პერიოდზე ვსაუბრობთ). ეს არ ნიშნავს იმას რომ მათთან მადლი არ არის, მაგრამ მათი ნათლობა არ არის ჭეშმარიტი და მაცხოვნებელი. დათიკო, სწორად აზროვნებ, ესაა რასაც აქამდე ვატმკიცებდი, ერთადერთი აქ შეიძლებოდა უფრო დაკონკრეტება :" ციტატა კონკრეტულად კი გაეხსენებინა ის მომენტი, როდესაც საბოლოოდ გადაწყდა კათოლიკეთა მონათვლა. რის საფუძველზე მოხდა ამის დაკანონება საქმეც მაგაშია, რომ ეგ არ გადაწვეტილა, ძირითადად ადგილობრივი საეკლესიო კრებათა გადაწვეტილებით სარგებლობენ ხოლმე, თუმცა გამონაკლისიც ვნახეთ, აგერ კანუდოსელს სიონში კათოლიკეს მოქცევისას უნათლავი წესი უხილავს!ასე რომ ეს კანონი ერთიანი ჯერ არ არის, იმედია მსგავსი და სხვა ძალიან ბევრი გაურკვეველი საკითხი, მსოფლიო კრებაზე გადაწყდება, რისი მოწვევაც ასეა საჭირო! კათოლიკებზე კი შეიძლება საშუალო გადაწვეტილებამდე მივიდეთ, იყო სქიზმა და მიიღო ერესის სახე... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th July 2025 - 06:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი