კითხვა-პასუხი, საქართველოს ისტორიის საკითხებზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კითხვა-პასუხი, საქართველოს ისტორიის საკითხებზე |
Lenus |
Oct 9 2007, 03:02 PM
პოსტი
#1
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
ყველა შეკითხვაზე რომ ახალი თემა არ გაიხსნას, ვხსნით ერთ მიჭიკარტებულ თემას.
გინდათ ზოგადი ისტორიული შეკითხვებისთვის გამოვიყენოთ და გნებავთ ისტორიული ვიქტორინასავით განვავითაროთ. ერთი სიტყვით, ყველა შეკითხვა ამ თემაში. გთხოვთ გადაიკითხოთ ხოლმე წინა გვერდები სანამ ახალ შეკითხვებს დასვამდეთ. -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
.ნინო |
Oct 27 2007, 03:03 PM
პოსტი
#2
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
მგონი სწორედ ის პიროვნებაა, ვინც თქვენ გაინტერესებდათ წმიდა ტბელი აბუსერიძე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII ს-ში. წმიდანის მამა ივანე ზემო აჭარის ერისთავთ-ერისთავი თურქებთან ბრძოლაში დაიღუპა. დაქვრივების შემდეგ წმიდა ტბელის დედა მონაზვნად აღიკვეცა ეკატერინეს სახელით. წმიდა ტბელს ორი ძმა ჰყავდა აბუსერი და ვარდანი, რომელნიც მისი დროის ცნობილი მოღვაწენი იყვნენ. წმიდა ტბელმა მისი გვარის შესაბამისად შესანიშნავი განათლება მიიღო. მან როგორც ჰიმნოგრაფმა, პროზაიკოსმა, ასტრონომმა, საეკლესიო მუსიკათმცოდნემ და საერთოდ ღრმა მეცნიერული აზროვნებით გარჩეულმა მწიგნობარმა წარუშლელი კვალი დაამჩნია ქართული კულტურის ისტორიას. როგორც წმიდანის ნაწერებიდან ჩანს, მან ზემო აჭარაში სოფელ ხიხანში ააშენა წმიდა გიორგის ეკლესია. ვარაუდობენ, რომ წმიდა ტბელი იქ მოღვაწეობდა როგორც სასულიერო პირი და იქ შექმნა მისი თხზულებების უმეტესი ნაწილი. წმიდა ტბელს ჰყოლია შვიდი შვილი და როგორც თავის საგვარეულო მატიანეში წერს, თუ კიდევ გაუჩნდებოდა შვილი მათი სახელებიც უნდა შეეტანათ მატიანეში. წმიდა ტბელს ინტენსიური კულტურული ურთიერთობა ჰქონდა გელათის აკადემიასთან, ვარაუდობენ, რომ მან იქ მიიღო ისეთი მრავალმხრივი განათლება, რომელიც მას საშუალებას აძლევდა ერთამანეთისაგან განსხვავებულ ჟანრებში ეთქვა თავისი ბრძნული და წმიდა სიტყვა. წმიდა ტბელის ჰიმნოგრაფიულ კრებულში „გალობანი წმიდისა იოანე ნათლისმცემლისანი, წმიდისა იოანე მახარებლისა და წმიდისა იოანე ოქროპირისანი“ - კარგად ჩანს ავტორის, როგორც უდიდესი ღვთისმეტყველი მწერლისა და წმიდანის სახე. გალობანის ღრმა საღვთისმეტყველო აზრები, მეტაფორები, მოვლენების სიმბოლური და მისტიკური გააზრება „ცნობა ხილულთა“ და „უხილავთა მეცნიერჰყოფა“ წმიდა ტბელს წარმოაჩენს როგორც მსოფლიო დონის მეცნიერსა და ღვთისმეტყველს. წმიდა ტბელი დაინტერესებული ყოფილა წელთაღრიცხვის პრობლემებით და შეუდგენია „ქრონიკონი სრული საუწყებელითა და განგებითა“, რომელშიც ასტრონომიისა და ისტორიის ცოდნასთან ერთად გადმოცემულია კალენდრის კოსმიური გააზრება და ქრისტიანული ესქატოლოგია. ცნობილია წმიდა ტბელ აბუსერიძის ჰაგიოგრაფიული ჟანრის თხზულება „ახალნი სასწაულნი წმიდისა მთავარმოწამისა გიორგისანი“, რომელიც მნიშვნელოვანია მისი ისტორიული ღირებულებითაც, იგი გვაწვდის ცნობებს ფეოდალური ეპოქის საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი საგვარეულოს აბუსერიძეთა მოღვაწეობის და მათი კულტურულ-აღმშენებლობითი საქმიანობის შესახებ. გარდა ლიტერატურული და მეცნიერული მოღვაწეობისა, რომელიც სათანადოდ არის დაფასებული ქართველი მეცნიერების მიერ, წმიდა ტბელი ცნობილია როგორც წმიდა და ღმერთშემოსილი მამა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მიერ წმიდა ტბელის კანონიზაციით სამუდამოდ დაკანონდა მისი, როგორც წმიდა მამის პატივისცემა და შესაბამისად დაფასდა ის ღვაწლი, რითაც მან სამართლიანად მოიპოვა ქართველი ხალხის სიყვარული. „ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ. -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:39 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი