IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ნატვრები, ყოველკვირეულად განახლდება I პოსტი
ნათია
პოსტი Sep 14 2007, 04:24 PM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



#41
მიშიკო მჭედლიძე, 14 წლის. თბილისი, ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალი, მე-19 კორპ. ბინა#4 ტელ: 32 53 42

ჩემი დიდი ნატვრაა, მქონდეს მობილური ტელეფონი, რომელიც ჩემს კლასში ყველას აქვს. ჩემი მშობლები ასაკოვნები და უმუშევრები არიან და ტელეფონის ყიდვის საშუალება არ აქვთ. ძალიან გთხოვთ, ამისრულეთ ეს ნატვრა. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.




ელენე ლეჟავა, 4 წლის. თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის პირველი კვარტალი. მე-5 კორპ. ბინა#3 ტელ: 74 94 58

ჩემი ნატვრაა დიდი და ლამაზი ბარბის სახლი, რომლითაც ვითამაშებ ჩემს პატარა დაიკოსთან ერთად. Gგთხოვთ, ამისრულეთ ნატვრა.




ზია შუბლაძე, 44 წლის. წყალტუბო, გ.ტაბიძის 1ა/5 ტელ: L2 45 46

ჩემი ნატვრაა, მქონდეს ფეხის საკერავი მანქანა. M მადლობელი ვიქნები, თუ ამ ნატვრას ამისრულებთ.



ნინო შაფაქიძე, 15 წლის. ოზურგეთის რაიონი სოფ. ვაკიჯვარი. ტელ: 898 62 90 47

ჩემი ნატვრაა, მქონდეს მობილური ტელეფონი. ვარ ობოლი, მზრდიან ბიძა და ბიცოლა. მალე 16 წელი შემისრულდება. არასოდეს არ მიმიღია საჩუქარი. როგორც ყველა მოზარდს, მეც მინდა მქონდეს ტელეფონი, რომელიც დღემდე ჩემი აუსრულებელი ნატვრაა. თუ ვინმე ტელეფონს მაჩუქებს, ჩემი ცხოვრების მანძილზე მისი მადლობელი ვიქნები.




ილია ბუხრაძე, 12 წლის. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, 34ბ. ტელ: L77 15 74

ძალიან, ძალიან გთხოვთ მობილურ ტელეფონს ჩემი ძმისთვის, რომელსაც 8 აგვისტოს 14 წელი უსრულდება. ღმერთი გაგახარებთ ჩვენი გახარებისთვის. Gგულისფანცქალით ველოდებით ტელეფონის ზარს. Gმადლობთ რომ არსებობთ.




ნაუმი ლიპარტელიანი, 61 წლის. რუსთავი. Mმე-17 მ/რ. მე-8 კორპ. Bბინა #44 ტელ: 18 36 39

ვარ მეორე I ჯგუფის ინვალიდი. Mმყავს სამი შვილი. Eერთი ბავშობიდან ინვალიდია. 21- ე საუკუნეში ოჯახში არავითარი ტექნიკური საშუალება არ გვაქვს. აAრც ტელევიზორი, არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა... თუ დაგვეხმარებით, მადლობლები ვიქნებით.. ღმერთი იყოს თქვენი და ჩვენი მფარველი.





--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
ნათია
პოსტი Oct 27 2007, 04:00 PM
პოსტი #2


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



გიორგი ბუგიანაშვილი 14 წლის, გორი შინდისის გზ, 16 7-81-02

ვარ მე-10 კლასის მოსწავლე. სექტემბრიდან სწავლას ვაგრძელებ თბილისში, სკოლა-პანსიონ "კომაროვში". უნდა ვიცხოვრო ოჯახისგან შორს, პანსიონში. აუცილებლად მჭირდება მობილური ტელეფონი, რომ საჭიროების შემთხვევაში დავურეკო დედას და ახლობლებს. ვარ ლტოლვილი ოჯახის შვილი, იმედი მაქვს, ნატვრას ამისრულებთ. ჩემს ოჯახს ყიდვის საშუალება არ აქვს. სხვაც ბევრი რამ მჭირდება. წინასწარ მადლობას გიხდით. მეც ვეცდები, სულ კეთილი საქმე ვაკეთო.


ლევან კუპრეიშვილი, 10 წლის, ხობი, ჭალადიდი 895-55-07-63

ჩემი ნატვრაა დიდი ხნის, მქონდეს ველოსიპედი. ჩემი ძმები რამდენი ხანია ამ ნატვრის ასრულებაზე წერენ. იმედი მაქვს, თქვენი დახმარებით ახლა მაინც იქნებ ახდეს. წინასწარ დიდ მადლობას გიხდით.


ნინო ისაკაძე, 7 წლის, ქუთაისი, ხუნდაძის 51 ა 8-55-46-11-69

ჩემი ნატვრაა, მქონდეს დივიდი ფლეიერი, ძალიან მინდა ვუყურო მულტფილმებს პრინცებზე და პრინცესებზე. არ მომწონს რობოტა მულტფილმები, ქართულ მულტფილმებს კი არ აჩვენებენ. მე თქვენი მჯერა. დიდი მადლობა.


თინათინ ცირეკიძე, 22 წლის, ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა 50

ჩემი ლევანი წლინახევრისაა, თანაც მოძრავი და ცელქია, ამიტომ ძალიან მინდა მქონდეს სარეცხი მანქანა. სამწუხაროდ, ჩემი პატარა ოჯახის მცირე ფინანსები ამ ფუფუნების საშუალებას არ მაძლევს. იქნებ თქვენი თანადგომით ეს ნატვრა ამისრულდეს. დიდი იმედით ველი თქვენს გამოხმაურებას.


თამარ ზზექალაშვილი, 8 წლის, ხაშური, რუსთაველის ქუჩა 4, 4-21-93

ჩემი ნატვრაა, გვქონდეს ფერადი ტელევიზორი, რომ ვუყუროთ საბავშვო გადაცემებს. ჩემი ოჯახი 5 სულისგან შედგება. 4 და-ძმა ვართ. აქედან ყველა არასრულწლოვანია. მამა ჩვენთან არ ცხოვრობს. გეხვეწებით, გამომიგზავნოთ ტელევიზორი, ამით დიდ სიკეთეს გააკეთებთ.


ციტატა
ასრულებულია ჩვენი ფორუმელის მიერ!

გიული ეკალაძე, 46 წლის, ქარელი, 899-56-71-91

ჩემი ნატვრაა, მქონდეს სახარება. ძალიან მადლობელი ვიქნები, თუ ვინმე ჩემს თხოვნას გულთან მიიტანს. მთელ საქართველოს ფარავდეს ღმერთი.


ფრიდონ შენგელია, თბილისი, მოსკოვის გამზირი, ბინა 30. tel 70-74-10

ჩემი მეუღლე იმედის თვალით შეჰყურებს თქვენი გაზეთის ამ გვერდს. უკვე დიდი ხანია. მისი ნატვრაა მტვერსასრუტი უმამო შვილიშვილისთვის, რომელსაც აქვს მტვრის ალერგია. რომ შეგვეძლოს ყიდვა, ნამდვილად არ ვითხოვდით.


თინათინ და სალომე ჯორბენაძეები, 15 და 16 წლის, თბილისი, ფალიაშვილის 78 ა. 23-50-03

მამიკო გვპირდებოდა ა. ბაქრაძის თორმეტტომეულს, მაგრამ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა 5 აგვისტოს. ძალიან გთხოვთ, იქნებ თქვენ შეძლოთ მამის დანაპირების ასრულება. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.


ნათია მაღლაკელიძე, 13 წლის, ვანი ჭანტურიას ჩიხი 2. 898-58-80-79

ჩემი ნატვრაა, რომ მქონდეს ციფრული ფოტოაპარატი. ძალიან მიყვარს ფოტოგრაფია და მინდა ფოტოგრაფი გამოვიდე და იმისათვის მესაჭიროება ციფრული ფოტოაპარატი. გთხოვთ გამიკვალოთ მომავალი. ეს თქვენ შეგიძლიათ.


ნატო მენაბდე, 33 წლის, ოზურგეთი, შრომა. 893-101-886

ძალიან გთხოვთ, შემისრულეთ ნატვრა და ინვალიდის სავარძელი გამომიგზავნეთ. ჩემი გამიფუჭდა და ბავშვი რომ სკოლაში გავუშვა, ვერ მოვამზადებ. ჯერ პატარა არის და საუზმეს ვერ გაიმზადებს და სკოლაში მშიერი უნდა წავიდეს. თქვენც ხომ გყავთ შვილები. აბა, დაფიქრდით, მშიერი ბავშვი გაკვეთილს როგორ მოუსმენს. დიდი მადლობა ყველას, ვინც თანამიგრძნობს.



ციალა ციხისელი, 70 წლის, თბილისი, (ჟღენტის) 110ა. 66-26-77

ჩემი ნატვრაა, მქონდეს მაჯის წნევის საზომი აპარატი, რადგან ხშირად მაწუხებს მაღალი წნევა. სიდუხჭირის გამო ვერ ვახერხებ მის შეძენას. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გულისხმიერ ადამიანებს, ყველას, ვინც დამეხმარება ან ვერ დამეხმარება, რადგან ეს თანადგომა დიდ სულიერ ძალას მმატებს.




ჯემალ რაზმაძე, 12 წლის, თბილისი, 893-41-20-49

ჩემი ნატვრაა, ყველას ავუსრულო ნატვრა. მალე ჩემი დაბადების დღეა, არასოდეს გადაუხდიათ ჩემთვის დაბადების დღე. არც საჩუქრებით ვარ განებივრებული. ის კი არა, დედა დარდობს, სახელმძღვანელოები როგორ გვიყიდოს მე და ჩემს ძმას. მე მე-7 კლასში გადავედი და კომაროვში ჩავირიცხე, ჩემი ძმა მე-5 კლასშია და ისიც ხუთოსანია. გთხოვთ, დაგვეხმარეთ სახელმძღვანელოების შეძენაში. გთხოვთ, ამისრულოთ ნატვრა. ღმერთი გფარავდეთ.


ნადია კარელიძე, 74 წლის, თბილისი, კოსტავას 24. 7-55-29

გამარჯობათ, თქვენზე ძალიან ბევრი სიკეთე წამიკითხავს, რომ გაჭირვებულს ეხმარებით. მე რამდენჯერმე გამოგიგზავნეთ ნატვრის ბარათი. ამჯერად კიდევ გთხოვთ. ეგებ ახლა მაინც გამიღიმოს ბედმა. გული მტკივა, რომ ჩემს შვილიშვილს, 13 წლის ბექას ენატრება, ჰქონდეს ველოსიპედი. თავის ტოლები რომ დაქრიან, ის დგას და საცოდავად შესცქერის კარებიდან. წარმოიდგინეთ, რა დღეში ვარ ავადმყოფი ქალი. გთხოვთ, დამეხმაროთ ნატვრის ახდენაში. თქვენ ღმერთმა დაგლოცოთ.


ალექსი კიკალიშვილი, 57 წლის, თბილისი, ნუცუბიძის IVმ/რ 10ბ კორპუსი ბინა 27, 21-74-42

ოჯახში ოთხნი ვართ. მეუღლე, სტუდენტი ქალიშვილი, მოსწავლე ვაჟი და მე. მუშაობს მხოლოდ მეუღლე და ისვენებს მხოლოდ კვირაობით. მე შვიდი წელია უმუშევარი ვარ. მთელი კვირის გადაღლილი კვირას დილიდანვე სარეცხის რეცხვით იწყებს, რა თქმა უნდა, ხელით რეცხავს, ჩვენი ოჯახის ნატვრაა სარეცხი მანქანა, იქნებ ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ მეუღლეს ცხოვრება.


შორენა ჟღენტი, 38 წლის, თბილისი, ბერიძის 6, 893-11-28-69

გაიხარეთ ისე, როგორც სხვებს ახარებთ! უფალი იყოს თქვენი შემწე!!!
ახლახან ძალიან ახალგაზრდა და გარდამეცვალა, დამრჩა ორი ობოლი ბავშვი მისგან, იზრდებიან ჩემთან, მაგრამ ნატრობენ ტელევიზორს და ველოსიპედს. ბავშვები 14-13 წლისანი არიან, მე უმუშევარი ვარ, იქნებ ვინმემ ამ ობლებს მათი ნატვრაც აუსრულოს? უფლის იმედით!.. იხარეთ!!!


სოფიკო მჭედლიშვილი, 14 წლის, თბილისი ,გლდანის VII მ/რ კორ 20-67, 893-25-08-70

ჩვენი ოჯახი მრავალშვილიანია, ეკონომიკურად გვიჭირს. ჩემი ოცნება იყო მევლო გალობაზე ან ხალხური სიმღერის წრეზე. მაგრამ რადგან ეკონომიკურად გვიჭირდა, ეს ვერ მოვახერხე. ჩემი სურვილია, მქონდეს მუსიკალური ცენტრი, რომ მოვუსმინო მაინც ჩემთვის სასურველ მუსიკას. ველი თქვენს თანადგომას.



მაიკო ელიზბარაშვილი, 10 წლის, სიღნაღი, სოფ. ნუკრიანი, 8-255-3-23-24

ჩემი მამიკო და ბებო არიან დიაბეტით დაავადებულები. არ აქვთ შაქრის საზომი აპარატი, რომელიც ძალიან სჭირდებათ. არ გვაქვს ყიდვის საშუალება. იქნებ ვინმემ ეს ნატვრა ამისრულოს. სულ ამას ვფიქრობ. გმადლობთ.


დათუნა მარსაგიშვილი, 10 წლის, თბილისი წინამძღვრიშვილის 90ბ. 95-23-08

ნეტავი ნატვრა მანატრა, ეს ნატვრა ამიხდინაო,
მქონოდა გამძლე ზურგჩანთა, ბოლომდე გამაწვდინაო,
შიგნით ახალი წიგნები მეზობლად არ ვირბინაო,
ხარისხიანი რვეული კალამი მაიხდინაო,
სპორტული ფორმა და ბოტასი ღვთის ნებით გამიჩინაო,
არც მე დაგრჩებით ვალშია, თუ ბედმა გამიღიმაო.
მე-5 კლასის მოსწავლე


იურიკო სსაჯაია, 11 წლის, ლანჩხუთი, ნინოშვილის 42, 899-15-86-67

ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა, მაღაზიაში ვნახე ნ. დუმბაძის ოთხტომეული, მაგრამ დედამ ვერ შეძლო მისი ყიდვა. არადა, ძალიან მინდა, რომ მქონდეს. იქნებ ნატვრისთვალმა ამისრულოს ოცნება! რა იქნება, ჩემი ნატვრაც ახდეს!!!


ეკა ჭანტურიძე, 25 წლის, ხაშური. 899-92-12-91

მინდა მქონდეს სარეცხი მანქანა. ვიცი, ბევრს დაეხმარეთ და ნატვრა აუსრულეთ, იქნებ მეც ამისრულოთ. ღმერთი შეგეწევათ.


როზა ბოლქვაძე, 80 წლის, თბილისი, გლდანის 6 მ/რ 23 კორ ბსარ, 171 ბინა, 67-79-98

ძალიან გულით მინდა, მქონდეს აპარატი, რომლითაც შევძლებ გავიზომო სისხლში შაქრის რაოდენობა, ვინაიდან ვარ დიაბეტიანი, ვარ ფეხებით ავადმყოფი, ძლივს ოთახში დავდივარ, გთხოვთ, შემისრულოთ ეს თხოვნა, ღმერთი გფარავდეთ, დიდი მადლობა.


ციური კალანდაძე, 63 წლის, ქუთაისი. ჯავახიშვილის 73/13, 7-19-30

გამარჯობა, ჩემო კეთილო ხალხო. ჩემი დიდი ხნის ნატვრაა ფერადი ტელევიზორი. მე და ჩემს მეუღლეს ნატვრის ამსრულებელი არავინ გვყავს (მარტოხელა ვართ). იმედი მაქვს, ჩემი ნატვრაც ახდება. გეხვევით და გეფერებით. გმადლობთ. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.


ციური კაკაბაძე, 73 წლის, თბილისი, მაჩაბლის 4, 98-30-18

ჩემი ნატვრაა, მქონდეს მტვერსასრუტი. თუ ვინმეს შეუძლია და გაიღებს, დიდად მადლიერი და კმაყოფილი დაგრჩებით. ასეთ სიკეთეს უფალი ერთი ათად გადაგიხდით. გულისხმიერებისთვის კი წინდაწინ გიხდით მადლობას.


ელენე ჯიშკარიანი, 31 წლის, თბილისი კრწანისის 31, II კორ, ბინა 4, 75-37-64

ნატვრის ბარათის დახმარებით ბევრს აუხდა ოცნებები. დიდი მადლობა ყველას, ვინც ხელმოკლე ოჯახებს ეხმარება. მინდა, ჩემი ნატვრაც გაგანდოთ. მყავს 8 წლის გოგონა, რომელსაც ძალიან უყვარს მუსიკა და ცეკვა. მინდა ოცნება ავუხდინო და დაბადების დღეზე მუსიკალური ცენტრი ვაჩუქო. დამეხმარეთ, ჩემი გოგონას გული გავახარო.


ცისანა მოსიაშვილი, 59 წლის, თბილისი ბაგები, წყნეზთის გზატკეცილი 34ა, 29-11-55

ჩემი ნატვრაა, ახლა მაინც ამისრულოს ჩემი საოცნებო სარეცხი მანქანა ჩემმა საყვარელმა მკითხველმა. მე მაქვს გაკეთებული რთული ოპერაცია თავში. ძალიან მჭირდება საოჯახო საქმიანობაში, შვილების პატრონი ვარ და უარავი საქმე მიჭირს საკეთებლად და სარეცხად, მიჭირს მძიმის აწევა, თავის დახრა, მძიმე სარეცხის გაწურვა. იმედი მაქვს, 60 წელი მისრულდება წელს და აუცილებლად ბედი გამიღიმებს.


ანზორ ხონელიძე, 68 წლის, თბილისი, ვარკეთილი 3, 27-59-32

გამარჯობათ. არ მჯეროდა ნატვრის ასრულების. ახლა მჯერა და ჩემი დიდი ხნის ნატვრას გიმხელთ. ვარ პენსიონერი, 68 წლის კაცი, ჩემს მეუღლეს მოძრაობა ძალიან უჭირს სახსრების გამო. მისი გამრთობი პატარა შავ-თეთრი ტელევიზორი იყო, ისიც მწყობრიდან გამოვიდა _ ეკრანი გარბის. თქვენი და მკითხველის გულისხმიერებით იქნებ მეუღლე გავახარო. გფარავდეთ უფალი.


ენდი ნნიკოლაიშვილი, 72 წლის, ოზურგეთი, სოფელი მაკვანეთი. 899-32-98-07

ჩემი ნატვრაა სმენის აპარატი, მაქვს სმენა დაქვეითებული. ძალიან გთხოვთ, ამისრულეთ ეს ნატვრა და გამხადეთ სიტყვის გაგონების ღირსი. კეთილო ადამიანებო, გთხოვთ, დამეხმაროთ და სიკვდილამდე თქვენი მლოცველი ვიქნები. ღმერთი გფარავდეთ ყველა კეთილისმყოფელს.


ნინო ბახტაძე, 32 წლის, თბილისი ვ/ფ 3 კვ. 24 კორ. 893-21-20-14

ჩემი ნატვრაა, ჩემს პატარა გოგონას, დეიკოს, აუხდეს ოცნება და შეიძინოს ახალი მეგობარი, ოქროსფერი ლაბრადორის ლეკვის სახით. ადრე წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ აზრი შევიცვალე... დეიკოს მთელი გულით უნდა ეს ლეკვი.


თამარ ჩაკვეტაძე, 60 წლის, თბილისი, ლიბანის 5, I სად, 62-25-75

ვარ პროვიზორი, მჭირდება აუცილებლად წიგნი "პრაქტიკული ფარმაკოთერაპია". გთხოვთ, ამისრულოთ ეს ნატვრა. წინასწარ გიხდით უღრმეს მადლობას.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნათია   ნატვრები   Sep 14 2007, 04:24 PM
ნათია   #19 მაია ღაღაშვილი...   Sep 20 2007, 08:40 PM
ნათია   ეკატერინე თევდორა...   Sep 27 2007, 06:38 PM
ნათია   ნინა ბირკაია, 86 ...   Oct 4 2007, 05:47 PM
ნათია   გიორგი ახალკაცი, 6 წ...   Oct 12 2007, 02:50 PM
ნათია   ავთო გაგუა 11 წლის, ქ....   Oct 18 2007, 03:35 PM
ნათია   გიორგი ბუგიანაშვი...   Oct 27 2007, 04:00 PM
ნათია   ვახტანგ მკერვალიშ...   Nov 1 2007, 07:45 PM
ნათია   ელენე ხარაძე, 53 წლი...   Nov 9 2007, 12:01 AM
ნათია   ლაშა შენგელია, 16 წლ...   Nov 16 2007, 10:27 PM
ნათია   ლედი მენაბდე, 8 წლის...   Nov 23 2007, 12:29 AM
ნათია   თინანო და თეკლა ძა...   Dec 4 2007, 11:16 PM
ნათია   ლელა კავლელიშვილი,...   Dec 5 2007, 11:41 PM
ნათია   ირმა გელაშვილი, 35 წ...   Dec 12 2007, 10:12 PM
ნათია   დავით ღუზარაული, 8 წ...   Dec 21 2007, 12:26 PM
ნათია   გვანცა მარტიაშვილ...   Dec 27 2007, 09:10 PM
ნათია   დარეჯან მურადაშვ...   Jan 3 2008, 03:38 PM
ნათია   ლაშა და გიორგი ტალ...   Jan 16 2008, 01:53 PM
ნათია   #18 ჟუჟუნა ხუხუა, 70 წლ...   Jan 30 2008, 04:52 PM
ნათია   მაია, 42 წლის. თბილის...   Feb 19 2008, 10:19 PM
ნათია   #21 ელენე იმედაძე 41 წ...   Feb 26 2008, 04:58 PM
ნათია   #22 ნუცა მიქიაშვილი,...   Mar 4 2008, 01:22 PM
ნათია   #23 ბაჩანა ცალუღელა...   Mar 12 2008, 01:09 PM
ნათია   #24 სალომე ზვიადაძე,...   Mar 18 2008, 10:36 PM
ნათია   #25 შალვა კამლაძე, 19 წ...   Mar 25 2008, 07:14 PM
ნათია   #26 ლევან მაისურაძე,...   Apr 1 2008, 08:50 PM
ნათია   #27 ადამია ალექსანდ...   Apr 9 2008, 11:46 AM
ნათია   #28 მზია კვარაცხელი...   Apr 15 2008, 09:36 PM
ნათია   #29 ნიკოლოზ გიორგაძე...   Apr 22 2008, 10:23 PM
ნათია   # 30 დათო რევაზიშვილ...   Apr 29 2008, 04:00 PM
ნათია   #31 ნატო ტალიაშვილი, ...   May 7 2008, 11:05 AM
ნათია   #32 დათო მაზიაშვილი...   May 13 2008, 05:48 PM
ნათია   #33 თამარ ბექაური, 18 წ...   May 20 2008, 03:13 PM
ნათია   #34 თამარ წერეთელი, 9 ...   May 27 2008, 11:16 PM
ნათია   #35 მარინა გოგობერი...   Jun 10 2008, 11:37 PM
ნათია   #36 გიორგი კეთილაძე, ...   Jun 18 2008, 09:57 PM
ნათია   #37 ქეთი მუხაძე, 11 წლი...   Jun 27 2008, 11:37 PM
ნათია   #38 ნანი ლომიძე, 71 წლ...   Jul 5 2008, 06:33 PM
ნათია   #39 გვანცა ბროლაშვი...   Jul 8 2008, 04:50 PM
ნათია   #40 თიკა ფონჯავიძე, 10...   Jul 15 2008, 02:38 PM
ნათია   PM მომივიდა ამ თემიდ...   Mar 18 2010, 10:20 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th May 2024 - 02:38 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი