ცხოვრებისეული საკითხები, კანონიკურ ჭრილში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ცხოვრებისეული საკითხები, კანონიკურ ჭრილში |
კანონისტი |
Oct 20 2006, 05:17 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ხშირად არის შემთხვევები, რომ წამოიჭრება ესა თუ ის საკითხი, რომელიც ერთი შეხედვით საყოფაცხოვრებოა, თუმცა მას თავისი წესი აქვს განსაზღვრული საეკლესიო კანონებით
აქ ასეთები განვიხილოთ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Nov 15 2006, 11:55 AM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
KAIROS
კარგად ვერ გამიგეთ თქვენი მონათხრობი, რომ მღვდელმსახური ტაძრის საკურთხეველში შეასვენებს ხატს და ემთხვევა, რაც იმას ნიშნავს რომ ის კანონიკურია, მართალია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის სიწმინდეა. ქართული "კურთხევა" შეიძლევა ვერ გამოხატავს ზუსტად მღვდელმოქმედებას, ბერძნულ-სლავურად კი მას განწმენდა ჰქვია. არ შეიძლება ცოდვილი ადამიანის მიერ დახატული ფიცარი გახდეს სიწმინდე მღვდელმოქმედებისა და საღმრთო მადლის დადასტურების გარეშე. როდესაც მოძღვარი კურთხვის ლოცვას ჰკითხულბს, იგი ანგელოზს გამოითხოვს უფლისაგან, რომელიც ხატზე დაემკვიდრება, "რათა ყოველნი, რომელნი ევედრებოდეს, მსწრაფლ აღუსრულდებოდეს". მაშინ, როდესაც არსებობს კურთხევა სახლისა, ვენახისა, პურის ყანისა და თვით ურემისაც, როგორ წარმოგიდგენიათ რომ ხატის კურთხევა არ არსებობდეს? ის არგუმენტი, რომ ბერძნები არ კითხულობენ, შენდობა მომითხოვია თქვენგანაც და ბერძნებისგანაც, მაგრამ ჩემთვის არგუმენტი არ არის. ბერძნები მწუხრ-ცისკარსაც ძალიან შემოკლებულად კითხულობენ, ხოლო როგორც ბოროტ ენებს მოაქვთ ჩემთვის ელლადიდან ინფორმაცია ზოგან საერთოდაც აღარ კითხულობენ, და საერთოდ, "ხატმებრძოლობაც" მაგათი მოგონილია. ხოლო ნათესავი ჩვენი არა გარდადრეკილა არცა მარცხულ არცა მარჯულ, არამედ ვიდოდა გზასა სამეუფოსა, და ბერძნებმაც რომ ისწავლონ რაიმე ჩვენგან არაფერი დააკლდებათ (თუ არ მოემატებათ) ვერანაირ არგუმენტად ვერ გამოდგება წინა პოსტში მოყვანილი მოსაზრება, რომ "ხატები კურთხევას აქეთ იძლევიან". ეგრე ყოველი სიწმინდე, დაწყებული წმინდა ძღვენიდან დამთავრებული ნაკურთხი წყლით, "აქეთ იძლევიან" კურთხევას და იქნება მაგათი კურთხევაც გაგვეუქმებინა? თავად ისაა გამოსაკვლევი, როდის მერე აღარ აკურთხებენ ბერძნები ხატებს? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
KAIROS |
Nov 16 2006, 05:52 PM
პოსტი
#3
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
კანონისტ, იმ ყველაფრის მერე რაც მოხდა, მართალი გითხრა, არანაერი სურვილი მქონდა, შენთან საუბრისა, მაგრამ რადგან ამ თემით სხვებიც არიან დაინიტერესებულნი და რადგან მაინც მშვიდობისაკენ გადავდგი ნაბიჯი, ამიტომ ისევ გაგცემ პასუხებს, ოღონდ იმ პირობით, რომ შემდეგში, გაითვალისწინებ და ცოტა უფრო დემოკრატიული იქნები...
KAIROS კანონიკურია, მართალია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის სიწმინდეა. ახლა ეგ საოცრებაა, კანონიკურია ხატი, ზედ მაცხოვარია და შენთვის სიწმინდე არაა? ე.ი. შეიძლება იყოს "წმიდა " და " არაწმინდა" კანონიკური ხატები? აბსრუდია! ციტატა ქართული "კურთხევა" შეიძლევა ვერ გამოხატავს ზუსტად მღვდელმოქმედებას, ბერძნულ-სლავურად კი მას განწმენდა ჰქვია. საღმრთო მადლის დადასტურების გარეშე. ბერძნულად არც არაფერი ქვია, რადგან როგორც გითხარი არ არსებობს ასეთI "განწმედა-კურთხევა", სლავურად რომაა, ეს მეც ვთქვი და ისიც რატომაა, და ეს " საღმრთო მადლის დადასტურება" რაა მაინც ვერ გავიგე, ძალიან დიდ საიდუმლოებით დატვირთვას ნუ მიცემ ახლა ხატების კურთხევას.... ციტატა მაშინ, როდესაც არსებობს კურთხევა სახლისა, ვენახისა, პურის ყანისა და თვით ურემისაც, როგორ წარმოგიდგენიათ რომ ხატის კურთხევა არ არსებობდეს? ახლა იმედია, ისევ არ გამაფრთხილებ, თუ გეტყვი, რომ ეს შედარება ძალიან სუსტია, პურის ყანა და ურემი, შეიძლება კაცმა ხატს შეადარო? მე გეუბნები, რომ კანონიკური ხატი, როდესაც მღვდელიც დაადასტურებს, რომ კანონიკურია, არის წმინდა და ურემი არ არის წმინდა ციტატა ის არგუმენტი, რომ ბერძნები არ კითხულობენ, შენდობა მომითხოვია თქვენგანაც და ბერძნებისგანაც, მაგრამ ჩემთვის არგუმენტი არ არის. ბერძნები მწუხრ-ცისკარსაც ძალიან შემოკლებულად კითხულობენ, ხოლო როგორც ბოროტ ენებს მოაქვთ ჩემთვის ელლადიდან ინფორმაცია ზოგან საერთოდაც აღარ კითხულობენ, და საერთოდ, "ხატმებრძოლობაც" მაგათი მოგონილია. ხოლო ნათესავი ჩვენი არა გარდადრეკილა არცა მარცხულ არცა მარჯულ, არამედ ვიდოდა გზასა სამეუფოსა, და ბერძნებმაც რომ ისწავლონ რაიმე ჩვენგან არაფერი დააკლდებათ (თუ არ მოემატებათ) ბერძნებს თავისი გაჭირვება ეყოფათ და ჩვენ ჩვენი, ამიტომ "ბოროტ ენებს" ნუ უსმენ ისწავლონ მერე ჩვენგან, რაცაა სასწავლი, მაგრამ ეს "ხატების კურთხევა", რომ არაა ჩვენი, და საერრთოდ რუსების მოსვლამდე, რომ ქართულ ტრადიციაში, არ ყოფილა, ეს დაგავიწყდა? ციტატა ვერანაირ არგუმენტად ვერ გამოდგება წინა პოსტში მოყვანილი მოსაზრება, რომ "ხატები კურთხევას აქეთ იძლევიან". ეგრე ყოველი სიწმინდე, დაწყებული წმინდა ძღვენიდან დამთავრებული ნაკურთხი წყლით, "აქეთ იძლევიან" კურთხევას და იქნება მაგათი კურთხევაც გაგვეუქმებინა? აუფ, ეს კიდევ ერთი მიზანსაცილებული შედარებაა, როგორ შეიძლება ურემის მერე წმინდა ძღვენს შეადარო ხატი? ხატი, ხატია, მისი დაწერის და მოძღვრის მიერ კანონიკურობს აღიარების შემდეგ, არსობრივად არის "ფაბჯარა ზეცაში", და წმინდა ძღვენი, კი მანამ არის პური და ღვინო სანამ საიდუმლო არ აღესრულება ზედ! ხატებზე კი არანაერი საიდუმლო არ აღესრულება და აქედან გამომდინარე ეგ შედარება არაფერ შუაშია. ციტატა თავად ისაა გამოსაკვლევი, როდის მერე აღარ აკურთხებენ ბერძნები ხატებს? აკი, მოგწერე კიდეც რომ საერთოდ არ არსებობს ეგ ტრადიცია მათთან! მოკლედ, ისევ ვაყალიბებ ჩემს აზრს, მე ხატების კურთხევის წინააღმდეგ კი არა მაქვს რამე პრეტენზია, ღმერთმა დამიფაროს, ეს არის ჩვენი ეკლესიის მიერ მიღებული ტრადიცია, უბრალოდ დავწერე, რომ ძველ ეკლესიაში ადრე და ახლანდელ ბევრ ეკლესიაში, სადაც რუსული გავლენა არ არის, ხატების " კურთხევა" არ არსებობს. ახლა ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ რომელიმე ცდება ან კანონს არღვევს ( ეგ ხშირად გვეშლება, ზოგჯერ გვგონია, რომ თუკი ვინმე განსხვავებული ტრადიცია აქვს, მაგ : წვერის ტარება; მაშინ ის მცდარია, ტრადიცია, ტრადიციაა და დოგმატიკა-დოგმატიკა), უბრალოდ იქ ასეა, აქ ასე და ამის გარდა,სხვა იმდენი საკითხია საკამათო, რომ ვფიქრობ, აქ უნდა გავჩერდეთ. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 03:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი