გიორგი სააკაძე, გმირი თუ არა გმირი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გიორგი სააკაძე, გმირი თუ არა გმირი? |
ბოლქვაძე |
Apr 17 2007, 12:15 AM
პოსტი
#161
|
ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე ჯგუფი: Members პოსტები: 639 რეგისტრ.: 11-March 07 მდებარ.: თბილისი -|- ხილიანი წევრი № 1,340 |
გამარჯობა!
მე მაინტერესებს ის თუ რატომ "ლანძღავს" ხალხი გიორგი სააკაძეს და რატომ მიიჩნევს მოღალატედ მომიტევეთ მაგრამ ეს ცილისწამებაა. ადამიანმა შვილი გაწირა მხოლოდ იმისთვის რომ მას დაეტოვებინა სახელი მოღალატე? არამგონია მან ეს ყველაფერი საქართველოს გულისთვის გააკეთა მართალია ამას უამრავი ქართველი შეეწირა მაგრამ ომი უსისხლოდ ვის გაუგია გამარჯვება არც მოფრინდება და არც მიფრინდება. გამარჯვება შენ თვითონ უნდა მოიპოვო. ეს სახელი გიორგი სააკაძისთვის არაბებს რომ შეერქვათ გასაგებია რადგან იმ მომენტში ფაქტიურად "ჯაშუში" იყო გიორგი სააკაძე და რავიცი აბა მე რაც თვალით არ მინახავს იმას ვერ დავიჯერებ მითუმეტეს ასეთი გმირის. (ეხლა როგორც თომა მოციქული აკეთებს ამას ისე ნუ მიიღებთ მაგრამ ეს ჩემი აზრია (კვირაცხოვლობაზე ვამბობ იმედია მიხვდით)) ეხლა კი თქვენი აზრი თუ შეიძლება -------------------- რაც არ იწვის არ ანათებს!
|
Misha_kartveli |
Oct 28 2007, 01:41 PM
პოსტი
#162
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 69 რეგისტრ.: 23-September 07 წევრი № 2,821 |
როგორც წავიკითხე, ფორუმელების უდიდესი ნაწილი პატივისცემით მოიხსენიებს გიორგი სააკაძეს, მე საგანგებოდ შევისწავლე გიორგი სააკაძის პიროვნება და მივედი იმ დასკვნამდე, რომ იგი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეულად დადებითი პიროვნება და პროგრესულად მოაზროვნე პოლიტიკური მოღვაწე იყო.
ციტატა სააკაძეების და მგონი სააკაშვილების გვარის წარმომავლობის შესახებ რაც შეეხება, ამ საკითხს სააკაძის შთამომავლებმა გვარი თარხნიშვილებად და თარხანმოურავებად გადაიკეთეს. (იხ. გივი ჯამბურია, გიორგი სააკაძე, თბ., 1964, გვ.264). ძალიან საეჭვოა, რომ ვინმეს შთამომავლობიდან გაებედა სააკ-ფუძის აღება, რადგან, როგორც გაირკვა იოსებ ტფილელი, რომელიც ავტორია ცნობილი პოემა "დიდმოურავიანის" სწორედ სააკაძის გვარისა იყო, მაგრამ იძულებული გახდა გვარი დაემალა. (იხ. დერმიშა გოგოლაძე, სააკაძეთა გვარის ერთი უცნობი წარმომადგენელი, ჟურნ. "მეცნიერება და ტექნიკა", 1959, #3, გვ.32-36). ისე გვარი სააკაშვილი ქართულ წყაროებში პირველად სწორედ ამ პერიოდში ფიქსირდება,საყოველთაოდ ცნობილია გმირობა სომეხი მღვდლისა სააკაშვილისა. ციტატა არაა ეგრე იოლად საქმე. კარგად გადაიკითხეთ საქართველოს ისტორიის ეგ პერიოდი... ზუსტად მაგ პერიოდს და იმ დროს შექმნილი ვითარებიდან უნდა დავასკვნათ, რომ გიორგი სააკაძე თავისი ეპოქის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო, რომელიც იღწვოდა ქვეყნის საკეთილდღეოდ. -------------------- წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ქტისტიანობის კვლევების სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი http://christianresearches.wordpress.com/
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 03:13 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი