გურამ დოჩანაშვილი, ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გურამ დოჩანაშვილი, ... |
მატასი |
Oct 23 2007, 02:12 PM
პოსტი
#1
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
ძალინ მინდოდა ამ ინტერვიუს დადება ფორუმზე... და შესაფერისი თემა ვერ ვნახე..
ხოდა, იყოს ეს თემა, ბატონ გურამზე ვისაუბროთ ხოლმე... გენიოსია ეს ადამიანი... ესეც ინტერვიუ: -საშინლად ორპირი ვარ, როცა ვერდს ვუსმენ, ის მირჩევნია როსინს, როცა როსინს ვუსმენ, მაშინ როსინი მირჩევია ვერდის. -და უფრო დიდი მაინც ვინ არის? -ბახი და მოცარტი, რომელიც ისეთია, საცეკვაო მოედანზე რომ ხულიგნები შემოცვივდებიან... -ასე თუ გავაგრძელებთ, ორპირი კი არა, `მრავალპირი~ აღმოჩნდებით. -ასე გამოვა ალბათ თუ კი ყველას ჩამოვთვლი. მაგრამ გინდათ, დიდი საიდუმლო გაგანდოთ? იცით, რომ შემოქმედი არ არსებობს? ისინი ყველანი მეორადები არიან, შავი მუშები, გადამწერები. ხელოვნება სულიმინდაა. სულიწმინდის მადლი, ღმერთი ქმნის მათი ხელით. იბლიიდან მოდიან ბახიც და მიქელანჯელოც. რუსთაველის ყველა აფორიზმი ბიბლიურია და, საერთოდ, შემოქმედის დანიშნულებაა, ბიბლია უბიბლიოდ მოიტანოს ადამიანებამდე. ბიბლიიდან მოდიან შოთაც, ილიაც, აკაკიც, ნიკო ლორთქიფანიძე – ჩვენი სინდისი და პატიოსნება. ოცით, დავით გურამიშვილი მიყვარს განსაკუთრებით. ერთი შეხედვით აკადემიურია და თითქოს უცნაურია, მე რომ მომწონს, მაგრამ წარმოიდგინეთ, დღეს რომ ასეთი კაცი გვყავდეს... -თანამედროვე ქართულ მწერლობაზე რას იტყვით? -ოთხი მოთხრობა მიყვარს: რეზო ინანიშვილის `თოვლი~, გიორგი ლეონიძის `ღვინჯუა~, რჩეულიშვილის `შაშას რევოლუცია~ და ჯ. ქარჩხაძის `იგი~. -თქვენი უამრავი გმირიდან ყველაზე გამორჩეულად ვინ გიყვართ? -ყველა კარგი ბიჭია. ხომ კარგი ბიჭები არიან კადუნოსელები? ლუკა რა კარგი ვინმეა, არა? განსაკუთრებით მიყვარს დილის ქალი – როსა. გახსოვთ? ის თვით დიდ ქალზე – ტერეზაზეც კი ძლიერია... -ანა-მარია? რატომ კლავთ ამ მშვენიერებას ასე უცებ და საზარლად? -სხვათა შორის, ადრეც მკითხეს და იცით რა ვუპასუხე? განა შეიძლება ბედნიერება დიდხანს აგრძელდეს-მეთი? ჩემი ირაკლის წასვლის შემდეგ გამახსენდა და ვინანე – ეს რამ მათქმევინა-მეთქი. ეტყობა, ბედნიერება მართლა ძალიან ხანმიკლეა... იცით რა ბიჭი იყო ირაკლი? კეთილი, ლამაზი, ჭკვიანი. უკეთ ვინ მიცნობდა. იცოდა ჩემი პანიკიორი ხასიათი და სულ მამშვიდებდა ხოლმე. იცით რა კარგი ბიჭი მყავდა? არა, კი არ მყავდა, მყავს... არა, ათი წელი მაინც უნდა ვიცხოვრო, თინათინს (შვილიშვილს) რომ დავამახსოვრდე. ისე არ წავალ... -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
ქეთუ |
Oct 27 2007, 01:42 AM
პოსტი
#2
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
ოო თემა გადასარევია და უდიდეს გენიოსსაც ეძღვნება...
ძალიან მიყვარს გურამ დოჩანაშვილი, ძალიან... გენიოსია ეს კაცი, მეამაყება ჩვენს ეპოქაში რომ ცხოვრობს და მოღვაწეობს ეს გენიოსი. იცი რომ ჩაუფიქრდები ადამიანი და აღმოაჩენ რომ ოთარ ჭილაძე, გურამ დოჩანაშვილი და კიდევ რამოდენიმე გენიოსი დღევანდელი ქართული საზოგადოების ნაწილია, თითქოს რაღაც იმედის ნაპერწკალი ჩნდება და ფიქრობ რომ მთლად წყალწაღებულნიც არ ვყოფილვართ და ჯერ კიდევ იქმნება საქართველოში მსოფლიო დონის შედევრები... "სამოსელი პირველი", ეს დიდებული რომანი არა მარტო ქართული მწერლობის, არამედ მე-20 საუკუნის მშოფლიო ლიტერატურის შედევრია , უამრავი წიგნი მაქვს წაკითხული მაგრამ ამდენი რამ არსაიდან მისწავლია, ეს წიგნი ცხოვრებას გასწავლის და იმას თუ როგორ უნდა იცხოვრო ადამიანად! თამარი_ცქნაფო თამო ეს ნახე გურამ დოჩანაშვილი -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
თამარი_ცქნაფო |
Oct 27 2007, 01:21 PM
პოსტი
#3
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ოო თემა გადასარევია და უდიდეს გენიოსსაც ეძღვნება... ძალიან მიყვარს გურამ დოჩანაშვილი, ძალიან... გენიოსია ეს კაცი, მეამაყება ჩვენს ეპოქაში რომ ცხოვრობს და მოღვაწეობს ეს გენიოსი. იცი რომ ჩაუფიქრდები ადამიანი და აღმოაჩენ რომ ოთარ ჭილაძე, გურამ დოჩანაშვილი და კიდევ რამოდენიმე გენიოსი დღევანდელი ქართული საზოგადოების ნაწილია, თითქოს რაღაც იმედის ნაპერწკალი ჩნდება და ფიქრობ რომ მთლად წყალწაღებულნიც არ ვყოფილვართ და ჯერ კიდევ იქმნება საქართველოში მსოფლიო დონის შედევრები... "სამოსელი პირველი", ეს დიდებული რომანი არა მარტო ქართული მწერლობის, არამედ მე-20 საუკუნის მშოფლიო ლიტერატურის შედევრია , უამრავი წიგნი მაქვს წაკითხული მაგრამ ამდენი რამ არსაიდან მისწავლია, ეს წიგნი ცხოვრებას გასწავლის და იმას თუ როგორ უნდა იცხოვრო ადამიანად! თამარი_ცქნაფო თამო ეს ნახე გურამ დოჩანაშვილი ქეთიიიიი, მიყვარხარ! მგონი ბოლომდე არაა, მაგრამ ეგ არაფერი, ესეც საკმარისია ჩემი მსოწავლეებისთვის ჯერ მოთხრობებიც რომ დევს, მთლად გადასარევია -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ქეთუ |
Oct 27 2007, 07:49 PM
პოსტი
#4
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
ქეთიიიიი, მიყვარხარ! მგონი ბოლომდე არაა, მაგრამ ეგ არაფერი, ესეც საკმარისია ჩემი მსოწავლეებისთვის ჯერ მოთხრობებიც რომ დევს, მთლად გადასარევია თამუ მეც თამო მუშაობენ და დაასრულებენ მალე... ყველა მის ნაწარმოებს დადებენ მაგ საიტე : ) დოჩანაშვილი რომ გაიაზროს ნებისმიერმა ადამიანმა არც ისე ადვილია : ) მე მაგალითად პირველად რომ წავიკითხე "სამოსელი პირველი" მართლა ვერ ჩავწვდი მის აზრს ბოლომდე... ახლა დაახლოებით 5ჯერ ან უფრო მეტჯერ მაქვს წაკითხული და თავისუფალ დროს ისევ უდიდესი სიამოვნებით ვკითხულობ .... გუჯა მუსიკოსი არ არსებობს? და არსებობს გადამუსიკებული, სხვათაშორის აქვს ასეთი მოთხრობა : ) "მუსიკოსი". წაიკითხე ვფიქრობ მოგეწონება... -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
Ismail |
Oct 28 2007, 02:21 PM
პოსტი
#5
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
[b]დოჩანაშვილი რომ გაიაზროს ნებისმიერმა ადამიანმა არც ისე ადვილია : ) მე მაგალითად პირველად რომ წავიკითხე "სამოსელი პირველი" მართლა ვერ ჩავწვდი მის აზრს ბოლომდე... ახლა დაახლოებით 5ჯერ ან უფრო მეტჯერ მაქვს წაკითხული და თავისუფალ დროს ისევ უდიდესი სიამოვნებით ვკითხულობ .... დოჩანაშვილი ჩემი საყვარელი მწერალია, "სამოსელი პირველი" კი ჩემი საყვარელი ნაწარმოები, მაგრამ მის აზრს ვერც მე ჩავწვდი მგონი ბოლომდე... -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი