გურამ დოჩანაშვილი, ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გურამ დოჩანაშვილი, ... |
მატასი |
Oct 23 2007, 02:12 PM
პოსტი
#1
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
ძალინ მინდოდა ამ ინტერვიუს დადება ფორუმზე... და შესაფერისი თემა ვერ ვნახე..
ხოდა, იყოს ეს თემა, ბატონ გურამზე ვისაუბროთ ხოლმე... გენიოსია ეს ადამიანი... ესეც ინტერვიუ: -საშინლად ორპირი ვარ, როცა ვერდს ვუსმენ, ის მირჩევნია როსინს, როცა როსინს ვუსმენ, მაშინ როსინი მირჩევია ვერდის. -და უფრო დიდი მაინც ვინ არის? -ბახი და მოცარტი, რომელიც ისეთია, საცეკვაო მოედანზე რომ ხულიგნები შემოცვივდებიან... -ასე თუ გავაგრძელებთ, ორპირი კი არა, `მრავალპირი~ აღმოჩნდებით. -ასე გამოვა ალბათ თუ კი ყველას ჩამოვთვლი. მაგრამ გინდათ, დიდი საიდუმლო გაგანდოთ? იცით, რომ შემოქმედი არ არსებობს? ისინი ყველანი მეორადები არიან, შავი მუშები, გადამწერები. ხელოვნება სულიმინდაა. სულიწმინდის მადლი, ღმერთი ქმნის მათი ხელით. იბლიიდან მოდიან ბახიც და მიქელანჯელოც. რუსთაველის ყველა აფორიზმი ბიბლიურია და, საერთოდ, შემოქმედის დანიშნულებაა, ბიბლია უბიბლიოდ მოიტანოს ადამიანებამდე. ბიბლიიდან მოდიან შოთაც, ილიაც, აკაკიც, ნიკო ლორთქიფანიძე – ჩვენი სინდისი და პატიოსნება. ოცით, დავით გურამიშვილი მიყვარს განსაკუთრებით. ერთი შეხედვით აკადემიურია და თითქოს უცნაურია, მე რომ მომწონს, მაგრამ წარმოიდგინეთ, დღეს რომ ასეთი კაცი გვყავდეს... -თანამედროვე ქართულ მწერლობაზე რას იტყვით? -ოთხი მოთხრობა მიყვარს: რეზო ინანიშვილის `თოვლი~, გიორგი ლეონიძის `ღვინჯუა~, რჩეულიშვილის `შაშას რევოლუცია~ და ჯ. ქარჩხაძის `იგი~. -თქვენი უამრავი გმირიდან ყველაზე გამორჩეულად ვინ გიყვართ? -ყველა კარგი ბიჭია. ხომ კარგი ბიჭები არიან კადუნოსელები? ლუკა რა კარგი ვინმეა, არა? განსაკუთრებით მიყვარს დილის ქალი – როსა. გახსოვთ? ის თვით დიდ ქალზე – ტერეზაზეც კი ძლიერია... -ანა-მარია? რატომ კლავთ ამ მშვენიერებას ასე უცებ და საზარლად? -სხვათა შორის, ადრეც მკითხეს და იცით რა ვუპასუხე? განა შეიძლება ბედნიერება დიდხანს აგრძელდეს-მეთი? ჩემი ირაკლის წასვლის შემდეგ გამახსენდა და ვინანე – ეს რამ მათქმევინა-მეთქი. ეტყობა, ბედნიერება მართლა ძალიან ხანმიკლეა... იცით რა ბიჭი იყო ირაკლი? კეთილი, ლამაზი, ჭკვიანი. უკეთ ვინ მიცნობდა. იცოდა ჩემი პანიკიორი ხასიათი და სულ მამშვიდებდა ხოლმე. იცით რა კარგი ბიჭი მყავდა? არა, კი არ მყავდა, მყავს... არა, ათი წელი მაინც უნდა ვიცხოვრო, თინათინს (შვილიშვილს) რომ დავამახსოვრდე. ისე არ წავალ... -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
kato_Bato |
Oct 28 2007, 05:29 PM
პოსტი
#2
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
"სამოსელი პირველი: ძნელიაო და "ლოდი ნასაყდრალი" თუ გაქვთ წაკითხული, ეგ ადვილია?...
მაგხელა ემოციური დატვირთვა, ძნელად თუ მიმიღია რომელიმე ნაწარმოებიდან... -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
ქეთუ |
Oct 28 2007, 05:48 PM
პოსტი
#3
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
"სამოსელი პირველი: ძნელიაო და "ლოდი ნასაყდრალი" თუ გაქვთ წაკითხული, ეგ ადვილია?... მაგხელა ემოციური დატვირთვა, ძნელად თუ მიმიღია რომელიმე ნაწარმოებიდან... "სამოსელი პირველი" ძნელი არაა, უბრალოდ ერთხელ წაკითხვით ვერ ჩაწვდები სრულად იმას რასაც ეს შედევრი იტევს : ) "გეთანხმები "ლოდი ნასაყდრალი" მართლა უძლიერესია... -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი