საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
ნათია |
Sep 5 2007, 05:34 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
დიდი ქართველი მეფეები:
P.S. თანმიმდევრულად განვიხილოთ ზემოთჩამოთვლილ მეფეთა ბიოგრაფიები, ბრძოლები და ისტორიკოსთა შეფასებები... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
marine |
Oct 29 2007, 03:52 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ფარსმან III
ქართლის (იბერიის) მეფე III ს-ის დასაწყისში. ლეონტი მროველის მიხედვით მეფე ღადამის ძე. მამის გარდაცვალებისას იგი 1 წლის იყო და, ფაქტიურად, ქვეყნის გამგებელი გახდა მისი დედა ღადანა. სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ფარსმანი გამეფდა და ეყოლა ძე ამაზასპი. ლიტ.: იხ. სტატიასტან საურმაგი ამაზასპი ქართლის (იბერიის) მეფე III ს-ის 40-იან წწ-ში. მას ქართული წყაროების გარდა იხსენიებს შაბურ I-ის (242-272 წწ.) ქააბა-ი-ზარდოშტის დიდი წარწერა, როგორც მეფეს, რომელმაც ძალაუფლება მიიღო შაბურის დროს; ე. ი. ამაზასპი არის შაბურ I-ის თანამედროვე. წარწერის მიხედვით ამაზასპი არის არა იარაღით დამორჩილებული მმართველი, არამედ ირანის მბრძნებლის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავლენიანი მოკავშირე. ამაზასპის ირანულ ორიენტაციაზე საუბრობს ლეონტი მროველიც. რომლის მიხედვით ამაზასპმა "შეიყვარა სპარსელები." თავისი მეფობის დასასრულს იგი ქართველთა და მათ დასახმარებლად მოსული სპარსელების ლაშქრით ებრძვის რომაელებს და ბრძოლაში იღუპება. ამაზასპის დროს ქართლი ძლიერი სახელმწიფო იყო. ქართლის ცხოვრებაში ვრცლად არის მოთხრობილი ქართლში შემოჭრილ ოსებთან (ალანებთან) მისი ბრძოლის ამბავი. ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი რევი I ქართლის (იბერიის) მეფე III ს-ის II ნახ-ში. ლეონტი მროველის მიხედვით რევი მფარველობდა ქრისტიანობას. მან აკრძალა ზოგიერთი წარმართული ჩვეულება. განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც ადამიანთა მსხვერპლშეწირვას გულისხმობდა. ამის გამო მას "რევი მართალი" უწოდეს. ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 05:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი