გიორგი სააკაძე, გმირი თუ არა გმირი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გიორგი სააკაძე, გმირი თუ არა გმირი? |
ბოლქვაძე |
Apr 17 2007, 12:15 AM
პოსტი
#1
|
ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე ჯგუფი: Members პოსტები: 639 რეგისტრ.: 11-March 07 მდებარ.: თბილისი -|- ხილიანი წევრი № 1,340 |
გამარჯობა!
მე მაინტერესებს ის თუ რატომ "ლანძღავს" ხალხი გიორგი სააკაძეს და რატომ მიიჩნევს მოღალატედ მომიტევეთ მაგრამ ეს ცილისწამებაა. ადამიანმა შვილი გაწირა მხოლოდ იმისთვის რომ მას დაეტოვებინა სახელი მოღალატე? არამგონია მან ეს ყველაფერი საქართველოს გულისთვის გააკეთა მართალია ამას უამრავი ქართველი შეეწირა მაგრამ ომი უსისხლოდ ვის გაუგია გამარჯვება არც მოფრინდება და არც მიფრინდება. გამარჯვება შენ თვითონ უნდა მოიპოვო. ეს სახელი გიორგი სააკაძისთვის არაბებს რომ შეერქვათ გასაგებია რადგან იმ მომენტში ფაქტიურად "ჯაშუში" იყო გიორგი სააკაძე და რავიცი აბა მე რაც თვალით არ მინახავს იმას ვერ დავიჯერებ მითუმეტეს ასეთი გმირის. (ეხლა როგორც თომა მოციქული აკეთებს ამას ისე ნუ მიიღებთ მაგრამ ეს ჩემი აზრია (კვირაცხოვლობაზე ვამბობ იმედია მიხვდით)) ეხლა კი თქვენი აზრი თუ შეიძლება -------------------- რაც არ იწვის არ ანათებს!
|
ბოლქვაძე |
Oct 29 2007, 04:09 PM
პოსტი
#2
|
ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე ჯგუფი: Members პოსტები: 639 რეგისტრ.: 11-March 07 მდებარ.: თბილისი -|- ხილიანი წევრი № 1,340 |
ციტატა გაწირა შვილი და საბოლოოდ სამშობლოც იქნებ დაასაბუთო რომ მან ნამდვილად გაეირა თავისი სამშობლო და თანაც სამუდამოდ! შაჰ აბას თუ ახლდა საქართველოში გამოდის რომ მას გაუწირია საქართველო და მე როგორც მახსოვს ქართველებს "ჯაშუშობა" გაუწია სპარსელების მიმართ 1621-1623 წლებში იგი ირანელთა ერთ-ერთი წამყვანი მთავარსარდალი იყო ოსმალეთის წინააღმდეგ ომში. მალე სიტუაცია შეიცვალა, სააკაძე მიხვდა საკუთარი პოლიტიკის დამღუპველობას საქართველოს მიმართ. 1625 წელს იგი შეეთქვა ზურაბ არაგვის ერისთავს და კახეთის მეფე თეიმურაზ I-ს. აპრილში დაიწყო ქართველთა დიდი აჯანყება, 7 აპრილს მარტყოფის ბრძოლაში სააკაძის და ზურაბ ერისთავის ლაშქარმა სასტიკად დაამარცხა შაჰის მიერ ქართლის ასაოხრებლად გამოგზავნილი ირანელთა ჯარი. ამ ფაქტით განრისხებულმა შაჰ-აბასმა ბრძანა სიკვდილით დაესაჯათ ისფაჰანში მძევლად დატოვებული გიორგის უმცროსი ძე პაატა სააკაძე. 1 ივლისს მარაბდის გმირულ ბრძოლაში ქართველები, მართალია, დამარცხდნენ, მაგრამ ეს დროებითი მარცხი იყო. 1625 წლის ბოლოს გიორგი სააკაძის ბრწყინვალე სარდლობით მთელი ქართლ-კახეთი (თბილისის გარდა) ყიზილბაშთაგან გაწმენდილი იყო. ერთიანი ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ I გახდა. ირანმაც თავისი მარცხი სცნო და საქართველოს ''გათათრებაზე'' ხელი აიღო მან ფაქტიურად მეორე შვილიც გასწირა! 1626 წლის ნოემბერში ბაზალეთთან მომხდარ ბრძოლაში თეიმურაზ I-მა და მისმა მომხრეებმა დაამარცხეს სააკაძის და მისი მომხრეების ჯარი. გიორგი სააკაძე ამჯერად ოსმალეთში გაიქცა და სულთნის სამსახურში ჩადგა. აქ მისი კარიერა წარუმატებლად განვითარდა - გიორგი სააკაძეს მისი მოშურნე ხუსრევ ფაშას დასმენით ღალატში დასდეს ბრალი და 1629 წლის 3 ოქტომბერს ქ.ალეპოში სიკვდილით დასაჯეს უფროს ვაჟთან ავთანდილთან და რამდენიმე მომხრესთან ერთად. გიორგი სააკაძე იყო დიდი სარდალი, მოხერხებული პოლიტიკოსი და ჭეშმარიტი გმირი, თუმცა მისი როლი საქართველოს ისტორიაში წინააღმდეგობრივია. სამწუხაროდ, მას ხშირად სძლევდა ამბიციები, რომელთა გამოც სამშობლოს საკეთილდღეო საქმეები ბოლომდე ვერ მიჰყავდა. -------------------- რაც არ იწვის არ ანათებს!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 11:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი