სამეცნიერო ლექციები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამეცნიერო ლექციები |
d.p |
Oct 5 2007, 10:21 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,115 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 763 |
მოკლედ აქ დაიდოს საინტერესო ლექციები საბუნებისმეტყველი მეცნიერებაში (არაჰუმანიტარულში ანუ) და მსჯელობა შეიძლება ვისაც აინტერესებს ვინ როგორ გაიგო და რამე ნუ მოკლედ მიხვდიღ ალბათ. ნუ ვიწყებ ნიმა არკანი-ჰამედის ლექციით, რომელიც არის ჰარვარდის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა პროფესორი, ერთ-ერთი უჭკვიანესი ადამიანი დღესდღეობით ალბათ და უძლიერესი მასწავლებელი ასაკის მიუხედავად. მისგან ხშირად გაიგებთ გამოთქმებს როგორიცაა:
"The fastest speed-metal bands don't resolve time scales much smaller than ten to the minus 5 seconds... And they're not worth listening to anyway", მოკლედ ხუმარა ბიჭია რა.... ხოდა ძალიან პოპულარულ დონეზე ყვება აქ და ვისაც google ვიდეოს საშუალება გაქვთ ნახეთ : "Fundamental Physics in 2010". http://video.google.com/videoplay?docid=85...earch&plindex=2 |
გიორგი |
Oct 30 2007, 04:07 PM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
კანუდოსელი
ციტატა ეს ყოველივე იმიტომ ვთქვი, რომ "დროის მანქანის" და სინათლეზე დიდი სიჩქარით მოძრავი "ნაწილაკების" საკითხი ურთიერთ დაკავშირებულია ნამდვილად ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი დოქტორ რონალდ მოლეტი-ს შესახებ, რომელიც პენსილვანიის უნივერსიტეტში მოღვაწეობს ქვანტური გრავიტაციის, კოსმოლოგიის და ფარდობითი ასტრო-ფიზიკის სფეროებში. თქვენი აზრით მისი ჰიპოთეზები თეორიულად განხორციელებადია თუ აბსოლუტური უტოპიაა? 1.იდეა, რომ სინათლის სხივის სიჩქარით მოძრაობა უკვე ნიშნავს დროში მოგზაურობას. ვიზუალიზირებულია ორი წარმოსახვითი კოსმოსური ხომალდი, ერთი ალბერტის (აინშტაინი) და მეორე მისი ტყუპი ძმის ბერტრანის. დაშვებულია, რომ ხომალდებს შეუძლიათ სინათლის სხივის სიჩქარით მოძრაობა, ხომალდები აღჭურვილია უძლიერესი სინათლის სხივის პროჟექტორებით და სინათლის სარკული საათებით, სადაც სინათლის ანარეკლის ერთი სრული მოძრაობა "იჭერს" დროის მუდმივ პერიოდს, პირობითად საათის ერთ დარტყმას. თეორია ასე ვითარდება: ალბერტი რთავს უძლიერეს სინათლის სხივის პროჟექტორს და სინათლე ვრცელდება ალბერტის კოსმოსური ხომალდის ათვლის სისტემის მიმართ c სიჩქარით. ბერტრანი საკუთარი კოსმოსური ხომალდით იწყებს მოძრაობას სინათლის სხივის გასწვრივ c/2 სიჩქარით ალბერტის კოსმოსური ხომალდისგან, გარკვეული დროის შემდეგ მას ცხადია ეწევა ალბერტის კოსმოსური ხომალდიდან გამოსხივებული სინათლე, მაგრამ როგორც ცნობილია გასწრების მომენტში სინათლის სიჩქარე c/2 სიჩქარით მოძრავი ბერტრანის კოსმოსური ხომალდის მიმართ მაინც იქნება c (არ ხდება გამოკლება). თუ ბერტრანი მოატრიალებს თავის კოსმოსურ ხომალდს და განაგრძობს მოძრაობას ალბერტის კოსმოსური ხომალდისკენ c/2 სიჩქარით, მისი ათვლის სისტემის მიმართ სინათლის სხივის სიჩქარე იქბება კვლავ c (არ ხდება შეკრება). სინათლის სხივის სიჩქარის მუდმივობა ნებისმიერი ათვლის სისტემის მიმართ გამყარებულია მრავალი ექსპერიმენტით. ორივე ძმა სინათლის სიჩქარეს თანაბრად აღიქვამს და ამ ფენომენს ხსნის იმით, რომ მათთვის დრო სხვადასხვანაირად გადის, დროის სხვადასხვანაირად გასვლა ორი ხომალდისთვის ნაჩვენებია სინათლის საათებით, რაც უფრო მატულობს ბერტრანის ხომალდის სიჩქარე კოსმოსში მით უფრო ნელდება სინათლის საათი, რადგან სინათლის ანარეკლს უწევს ზიგზაგური მოძრაობა, დიდი მანძილის გავლა კი პირობითი დროის ერთ სრულ პერიოდს სულ უფრო დიდს ხდის. ბერტრანისთვის გასული ერთი საათი პირობითად შეიძლება იყოს ალბერტისთვის გასული 100 წელიწადი ანუ დოქტორ რონალდ მოლეტის აზრით ეს უკვე დროში მოგზაურობას ნიშნავს. სიმულაციაში ნაჩვენები აღარ არის, მაგრამ თუ ბერტრანის კოსმოსური ხომალდის სიჩქარე გახდებოდა c ცხადია სინათლის საათის ანარეკლი რხევას შეწყვეტდა და დრო გაჩერდებოდა. როგორც მე გავიგე ეს მეცნიერი იმ მოვლენას, რომ სხვადასხვა ათვლის სისტემებში დრო სხვანაირად გადის პირდაპირ უკავშირებს დროში მოგზაურობას ანუ ადამიანი წავიდა კოსმოსში იმოგზაურა ერთი საათი, მობრუნდა უკან და 100 წელი დახვდა გასული... იხილეთ ვიდეო ვიზუალიზაცია ამ ლინკზე საინტერესოა, შეიძლება თუ არა ეს ჩაითვალოს დროში მოგზაურობად? თუ ჩაითვლება მაგ შემთხვევაშიც ეს იქნება მხოლოდ მოგზაურობა მომავალში, რადგან ჩვენ "თავს ვაფარებთ" ათვლის ისეთ სისტემას, სადაც დრო ნელა გადის (ან გაჩერებულია) და ამით მომავლის "მალე" დადგომას უწყობთ ხელს ჩვენს მიმართ დაკავშირებულ ათვლის სისტემის მიმართ, მაგრამ ცხადია დრო უარყოფითი არ ხდება ანუ ჩვენ წარსულში ვერ წავალთ... და კიდევ მეორე მომენტი... გამოდის, რომ სიჩქარის შეკრების ფორმულიდან გამომდინარე: u=v+w/(1+vw/c^2) ჩვენ, როდესაც ვმოძრაობთ რაიმეს მიმართ ყოველთვის ვმოგზაურობთ მომავალში... ოღონდ ეს "მიკრომოგზაურობები" შეუმჩნეველია და რეალური მხოლოდ მაშინ გახდება თუ მიუახლოვდება სინათლის სხივის სიჩქარეს და ჩვენს ათვლის სისტემაში დრო "საგრძნობლად" ნელა დაიწყებს გასვლას. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th June 2024 - 10:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი