IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მართლმადიდებელი ქრისტიანის სულიერი ბრძოლა, ავხსნათ თუ რაში გამოიხატება,გავუზიაროთ გამოცდილება
დეკ. ირაკლი
პოსტი Oct 30 2007, 08:43 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 608
რეგისტრ.: 10-August 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,589



უპრველესად ,მთავარია არჩევანი და ბრძოლა შემდექ იქნება.


ყოველი ცუთი ეს არის ბძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის!
მთავარია სად დგახარ შენ და რას აკეთებ?
დანებდი?...
რით ებრძოლები?
რისი იმედი გაქვს?
რა მიზანი გაქვს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
მნათე
პოსტი Oct 30 2007, 09:12 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ნიკოდიმოს მთწამინდელი, მტავარ ასპექტებს ფერებით გამოვყოფ:

არასოდეს დაუჯერო და მიენდო საკუთარ თავს


საკუთარი თავის უნდობლობა, საყვარელო ძმაო, ისეთი აუცილებელია ჩევნს ბრძოლაში, რომ მის გარეშე, მერწმუნე, არათუ სასურველ გამარჯვებას მოიპოვებ, მტრის ყველაზე უმნიშვნელო თავდასხმასაც ვერ გაუძლებ. ღრმად ჩაიბეჭდე ეს გულსა და გონებაში.

წინაპართა ცოდვით დაცემის დღიდან, მიუხედავად ჩვენი სულიერ-ზნეობრივი ძალების დასუსტებისა, საკუთარ თავზე მაინც დიდი წარმოდგენისანი ვართ. ყოველდღიური გამოცდილება ძალზე შთამბეჭდავად გვარწმუნებს ამ აზრის სიცრუეში. ჩვენ კი, ხიბლში მყოფნი, ვერ ვგრძნობთ ამას და მაინც მუდმივად გვჯერა, რომ რაიმეს, და თანაც მნიშვნელოვან რაიმეს წარმოვადგენთ. ეს სულიერი უძლურება, ძალზე ძნელად შესამჩნევი და შესაცნობი, ყველაზე მეტად საძულველია ღვთისათვის, როგორც ჩვენი თავნებობისა და თავისმოყვარების უპირველესი გამოვლინება და ყველა ჩვენი ვნების, დაცემისა და უკეთურების წყარო, საფუძველი და მიზეზი. ის ახშობს გონებისა და სულის იმ ერთადერთ კარს, საიდანაც ჩვეულებრივ შემოდის ჩვენში ღვთის მადლი და არ აძლევს მას შიგნით შეღწევისა და დამკვიდრების საშუალებას. და მადლიც უკან იხევს. განა შეუძლია მადლს, დასახმარებლად და განსანათლებლად ეწვიოს ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ რაიმე მნიშვნელოვანს წარმოადგენს, ყოვლისმცოდნეა და სხვის დახმარებას სრულებით არ საჭიროებს? - ღმერთმა დაგვიფაროს ამგვარი დემონური სენისა და ვნებისაგან! საკუთარ თავზე მსგავსი წარმოდგენისა და თვითშეფასების მქონეთ უფალი წინასწარმეტყველის პირით ასე კიცხავს: ვაი ბრძენკაცებს თავიანთ თვალში და გონერთ თავიანთი ჭკუით! (ეს.5,20) მოციქულიც ამიტომ შეგვაგონებს: ბრძენკაცებად ნუ მოგაქვთ თავი (რომ, 12,16).

სძულს რა ეს ბოროტი წარმოდგენა საკუთარ თავზე, ამავე დროს, ღმერთს ისე არაფერი უყვარს ჩვენში, როგორც გულწრფელი შეცნობა საკუთარი არარაობისა; სრული რწმენა და შეგრძნება იმისა, რომ რაც კეთილია ჩვენს ბუნებასა და ცხოვრებაში, მხოლოდ ღვთისგან მომდინარეობს, როგორც ყველივე სახიერის წყაროდან; რომ ჩვენგან არ შეიძლება წარმოიშვას რაიმე ჭეშმარიტად კეთილი გულისსტიყვა ან საქმე. ამიტომ ღმერთი თავად ზრუნავს, რომ თავის საყვარელ მეგობართა გულებში ჩათესოს ეს ზეციური თესლი. აღაგზნებს, განაღვიძებს მათში თვითუარყოფას და საკუთარი თავის უნდობლობას განუმტკიცებს. ეს ზოგჯერ მადლმოსილი ზემოქმედებითა თუ შინაგანი გასხივოსნებით ხდება, ზოგჯერ გარეგანი დარტყმებითა და ჭირთათმენით, ზოგჯერ მოულოდნელი და თითქმის გადაულახავი განსაცდელებით, ზოგჯერ კი სხვაგვარად, რაც ჩვენთვის ხანდახან მიუწვდომელია.

მართალია, ჩვენში ღვთისგანაა ჩადებული, არ მივენდოთ საკუთარ თავს და არ ველოდოთ მისგან რაიმე სიკეთეს, მაგრამ ჩვენი მხრივ, ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამგვარი მდგომარეობის მოსაპოვებლად, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც ძალგვიძს და რაც ჩვენს ხელთაა. და აქ, ძმაო, მოგცემ ოთხ რჩევას, რომლის საშუალებით და ღვთის შეწევნით შეძლებ საკუთარი ძალებისადმი უნდობლობა მოიპოვო, ანუ მიაღწიო იმას, რომ არასოდეს გქონდეს თავის იმედი.

ა) შეიცანი საკუთარი არარაობა და მუდამჟამს გახსოვდეს, რომ თავად არ ძალგიძს კეთება რაიმე სიკეთისა, რის გამოც ცათა სასუფევლის ღირსი იქნებოდი, უსმინე, რას ამბობენ ღვთივგანბრძნობილი მამები: პეტრე დამასკელი გვარწმუნებს: არაფერია საკუთარი უძლურებისა და უმეცრების შეცნობაზე უკეთესი და არაფერია უარესი, ვიდრე ამის არშეცნობა (ფილოკალია; გვ.611). წმიდა მაქსიმე აღმსარებელი გვასწავლის, რომ ნებისმიერი სათნოების საფუძველს ადამიანური უძლურების შეცნობა წარმოადგენს (ფილოკალია; გვ.403). წმიდა იოანე ოქროპირი ირწმუნება, რომ მხოლოდ მან იცის საკუთარი თავი ყველაზე უკეთ, ვინც ფიქრობს, რომ არარაა.

ბ) ამგვარი ნიჭი ღვთისგანაა, ამიტომ მდაბლად და სითბოთი ილოცე და ყველაფერში მას შესთხოვე შემწეიბა. და თუ გსურს მისი მიღება, თავდაპირველად თავი დაირწმუნე, რომ არათუ გაქვს საკუთარ თავზე მდაბალი წარმოდგენა, შენ თავად მისი მოხვეჭაც არ ძალგიძს. შემდეგ კი ღვთის დიდებულების წინაშე გაბედულად მდგომი ოდნავადაც არ შეეჭვდე, რომ ნამდვილად გახდები მისი მფლობელი. გჯეროდეს, უსაზღვროდ სახიერი უფალი, როდესაც მოისრვებს, აუცილებლად დაგაჯილდოვებს ამგვარი შემეცნებით.

გ) შეეჩვიე, ყოველთვის გეშინოდეს და უფრთხოდე იმ მრავალრიცხოვან მტერს, რომელსაც მცირე ხნითაც ვერ გაუმკლავდები. გეშინოდეს მისი გამოცდილებისა, რომელიც ჩვენთან ხაგრძლივი ბრძოლით შეიძინა, მისი მზაკვრობისა და ხაფანგისა, ნათლის ანგელოზად გარდასახვისა, იმ ურიცხვი მახისა და მანქანებისა, სათნოებების მოხვეჭის გზაზე უჩუმრად რომ გვიგებს.

დ) თუ ცოდვით დაეცემი, შეეცადე, რაც შეიძლება სწრაფად დაინახო და შეიმეცნო საკუთარი უძლურება. ღმერთმა ამიტომაც მოუშვა შენზე განსაცდელი, რომ შენი მცირეოდენი სისუსტეების გამო არა მხოლოდ საკუთარი თავის სიძულვილს შეეჩვიო, სხვათაგანაც აბუჩად აგდება ისურვო. იცოდე, ამგვარი სურვილის გარეშე შეუძლებელია საკუთარი თავისადმი იმ სათნომყოფელი უნდობლობის, საკუთარი თავის არად ჩაგდების აღმოცენება და შესისხლხორცება, რაშიც ჭეშმარიტი მორჩილების საფუძველი და საწყისი ძევს და რაც თავადვე წარმოადგენს საკუთარი თავის უძლურებისა და არსაიმედოობის შეცნობის საწყისს.


ახლა ყველა მიხვდება, რაოდენ აუცილებელია საკუთარი თავის შეცნობა მისთვის, ვისაც ზეციურ ნათელთან ზიარება სწადია. ამაყები და თავდაჯერებულები ღვთის მადლს, ჩვეულებრივ, დაცემის გზით მიჰყავს ამგვარ შემეცნებამდე. სამართლიანად უშვებს მათზე იმ ცოდვას, რომლისგან დაცვაც, მათი აზრით, თავადაც კარგად შეუძლიათ. ხოლო როდესაც თავიანთ უძლურებას შეიცნობენ, უკვე ვეღარასოდეს ბედავენ საკუთარი თავის ნდობას.

მართალია, ეს საშუალება ძალზე ქმედითია, მაგრამ მთლად უსაფრთხო არ გახლავთ. უფალი მხოლოდ მაშინ სარგებლობს მისით, როდესაც სხვა დანარჩენ, უფრო მსუბუქ და იოლ საშუალებებს, რომლებიც ვახსენეთ, ადამიანი თვითშემეცნებამდე ვერ მიჰყავს. მაშინ კი, პიროვნების სიამაყის, თავის თავზე დიდი წარმოდგენისა და თავდაჯერებულობის მიხედვით, საბოლოოდ დაუშვებს ხოლმე დიდ თუ მცირე შეცოდებას. ასე რომ, სადაც არ არის თავდაჯერებულობა და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, იქ არც ჭკუისსასწავლი დაცემაა. ამიტომ, როდესაც შესცოდავ, შენი გულისსიტყვები მაშინვე სიმდაბლით მიმართე თვითშემეცნებისა და საკუთარი თავის დამამდებლებელი აზრისა და გრძნობისაკენ; დაუცადებელი ლოცვით შესთხოვე უფალს, ჭეშმარიტი ნათელი მოგმადლოს საკუთარი არარაობის შესაცნობად და გულში საკუთარი თავისადმი უიმედობის განსამტკიცებლად, რათა კვლავ იგივე ან უფრო მძიმე და საშინელ ცოდვაში არ ჩავარდე.

ერთსაც დავუმატებ, როდესაც ვინმე არა მარტო შესცოდავს, არამედ რაიმე უბედურება და გასაჭირი, მძიმე და ხანგრძლივი ხორციელი ავადმყოფობა ეწვევა, უნდა შეიგნოს, რომ საკუთარი უძლურების შესაცნობად და დასამდაბლებლად იტანჯება. საბოლოოდ სწორედ ამ მიზნით დაიშვება ღვთისგან ჩვენზე ნებისმიერი განსაცდელი - სატანის, ადამიანებისა თუ ჩვენივე დაცემული ბუნების მეშვეობით. წმიდა მოციქული პავლეც ამ მიზანს ხედავდა იმ განსაცდელებში, რომლებიც ასიაში შეხვდა და ამიტომ ამბობდა: მაგრამ თვითონვე გამოვუტანეთ ჩვენს თავს სასიკვდილო განაჩენი, რათა ჩვენი თავის იმედი კი არ გვქონოდა, არამედ მხოლოდ ღმერთისა, რომელიც აღადგენს მკვდრებს (2 კორ.1,9)

ამასაც დავძენ: ვისაც სურს, საკუთარი უძლურება რეალური ყოფა-ცხოვრებიდან შეიცნოს, შეეცადოს, თუნდაც ერთი დღით თვალყური ადევნოს საკუთარ გულისსიტყვებს, სიტყვებსა და საქმეებს - რაზე ფიქრობდა, რას ამბობდა, რას აკეთებდა. აუცილებლად აღმოაჩენს, რომ მისი ფიქრების, სიტყვებისა და საქმების დიდი ნაწილი ცოდვილი, არასწორი, უკეთური და უგუნური იყო. ასეთი გამოცდილება მიახვედრებს, თუ რამდენად მერყევი და უძლურია. ამგვარი შეგნება კი, თუ გულწრფელად სურს თავისთვის სიკეთე, იმ შეგრძნებამდე მიიყვანს, თუ რამხელა უგუნურებაა, მხოლოდ საკუთარი თავისგან ელოდო რაიმე სიკეთეს და მისი იმედი გქონდეს.

ციტატა
შეიზლება ისეც რომ ზოგჯერ არასაკამათო თემაზე პასუხის(რომელიც რატომღაც საკამათო ხდება) არ მიცემა და დათმენა გამოსავალია,ეს ისე


მშვიდობა დიდი რამ არის, როცა ის ჭეშმარიტებასთან თანაარსებობს მამა ირაკლი, კიდევ ერთხელ კრძალვით ვითხოვ დალოცვას smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მამა ირაკლი   მართლმადიდებელი ქრისტიანის სულიერი ბრძოლა   Oct 30 2007, 08:43 PM
მნათე   დამლოცეთ მამაო. სუ...   Oct 30 2007, 08:50 PM
staywhite   მნათე, კარგად გიწე...   Oct 30 2007, 08:57 PM
მამა ირაკლი   რისი დათმენა შეიძლ...   Oct 30 2007, 09:05 PM
კანუდოსელი   ალბათ ზოგს ბრძოლა ...   Oct 31 2007, 12:57 PM
marine   რისი დათმენა შეიძ...   Oct 31 2007, 01:51 PM
მნათე   უფრო კონკრეტულად ...   Oct 30 2007, 09:05 PM
staywhite   მამაო დაგვლოცეთ, მ...   Oct 30 2007, 09:08 PM
მამა ირაკლი   შეიზლება ისეც რომ ...   Oct 30 2007, 09:09 PM
მნათე   ნიკოდიმოს მთწამინ...   Oct 30 2007, 09:12 PM
მამა ირაკლი   დილიდან ბრძოლა სად...   Oct 30 2007, 09:14 PM
alilo   დამლოცეთ მამაო ნე...   Oct 30 2007, 09:16 PM
მნათე   დილას უპირველესა...   Oct 30 2007, 09:17 PM
kato_Bato   მამა ირაკლი ძალია...   Oct 30 2007, 09:20 PM
მამა ირაკლი   არსებობს ორგვარი მ...   Oct 30 2007, 09:35 PM
ნათია   იმედია, მამაოს მაი...   Oct 30 2007, 09:36 PM
kato_Bato   მამა ირაკლი ჰო, მა...   Oct 30 2007, 09:49 PM
მამა ირაკლი   ბილწსიტყვაობა-ბრძ...   Oct 30 2007, 09:50 PM
t.d   ბილწსიტყვაობა-ბრძ...   Oct 30 2007, 10:04 PM
შოთაძე   დამლოცეთ მამაო მა...   Oct 30 2007, 10:53 PM
დათიკო   მამა ირაკლი დამლოც...   Oct 31 2007, 02:51 AM
სერგი   სულიერი ბრძოლა ასე...   Oct 31 2007, 03:24 AM
მნათე   ცხადია, ისევე როგო...   Oct 31 2007, 01:36 PM
მარიამი   თუმცა არსებობს გა...   Oct 31 2007, 01:42 PM
კანუდოსელი   თუმცა არსებობს გა...   Oct 31 2007, 01:45 PM
marine   თუმცა არსებობს გა...   Oct 31 2007, 01:46 PM
მარიამი   რა თქმა უნდა. მთავა...   Oct 31 2007, 01:48 PM
კანუდოსელი   უფალმაც გამოავლინ...   Oct 31 2007, 01:51 PM
კანონისტი   მარიამი კანუდოსე...   Oct 31 2007, 01:54 PM
კანუდოსელი   მარიამი კიდე კაი ქ...   Oct 31 2007, 01:56 PM
მარიამი   ამაზე ზემოთ დავწე...   Oct 31 2007, 01:57 PM
კანუდოსელი   ამაზე ზემოთ დავწე...   Oct 31 2007, 02:00 PM
მნათე   :lol: :lol: :lol: მარიამოცე...   Oct 31 2007, 01:57 PM
მარიამი   :lol: :lol: :lol: მარიამოცენ...   Oct 31 2007, 01:59 PM
მარიამი   კანუდოსელი მართალ...   Oct 31 2007, 02:02 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი მართალ...   Oct 31 2007, 02:04 PM
გლახა   ...მე ვებრძვი საკუთა...   Oct 31 2007, 03:15 PM
ketino   როგორც ერთ-ერთი მო...   Oct 31 2007, 03:26 PM
staywhite   ...მე ვებრძვი საკუთ...   Oct 31 2007, 03:33 PM
leluka   ძალიან მიჭირს ამ ბ...   Oct 31 2007, 03:35 PM
მარიამი   კანუდოსელი მრისხა...   Oct 31 2007, 03:56 PM
გლახა   მარიამი გეთანხმებ...   Oct 31 2007, 04:29 PM
სერგი   ბოდიშით მაგრამ იქნ...   Oct 31 2007, 08:38 PM
მამა ირაკლი   ვფიქრობ ასეთ ადამი...   Oct 31 2007, 08:43 PM
სერგი   მამა ირაკლი სადღაც...   Oct 31 2007, 08:48 PM
მამა ირაკლი   მაინც ვფიქრობ ,სჯო...   Oct 31 2007, 08:57 PM
სერგი   მამა ირაკლი მომიტე...   Oct 31 2007, 08:59 PM
მამა ირაკლი   თუ მშობელია აბა ძა...   Oct 31 2007, 09:06 PM
სერგი   მადლობთ მამაო, უფრ...   Oct 31 2007, 09:08 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th July 2025 - 03:26 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი