სამეცნიერო ლექციები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამეცნიერო ლექციები |
d.p |
Oct 5 2007, 10:21 PM
პოსტი
#61
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,115 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 763 |
მოკლედ აქ დაიდოს საინტერესო ლექციები საბუნებისმეტყველი მეცნიერებაში (არაჰუმანიტარულში ანუ) და მსჯელობა შეიძლება ვისაც აინტერესებს ვინ როგორ გაიგო და რამე ნუ მოკლედ მიხვდიღ ალბათ. ნუ ვიწყებ ნიმა არკანი-ჰამედის ლექციით, რომელიც არის ჰარვარდის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა პროფესორი, ერთ-ერთი უჭკვიანესი ადამიანი დღესდღეობით ალბათ და უძლიერესი მასწავლებელი ასაკის მიუხედავად. მისგან ხშირად გაიგებთ გამოთქმებს როგორიცაა:
"The fastest speed-metal bands don't resolve time scales much smaller than ten to the minus 5 seconds... And they're not worth listening to anyway", მოკლედ ხუმარა ბიჭია რა.... ხოდა ძალიან პოპულარულ დონეზე ყვება აქ და ვისაც google ვიდეოს საშუალება გაქვთ ნახეთ : "Fundamental Physics in 2010". http://video.google.com/videoplay?docid=85...earch&plindex=2 |
d.p |
Oct 31 2007, 09:39 AM
პოსტი
#62
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,115 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 763 |
ციტატა კი მართალი ხარ - თუმცა ე.წ. ეპრ პარადოქსის -ექსპერიმენტები, სადაც საუბარია ორი ურთიერთ "დაკავშირებული" ნაწილეკაბის ერთმანეთთან ზემოქმედებაზე პრინციპში უსასრულო სიჩქარით (იცი ალბათ, რომ სპინს რომ შეუცვლი ერთს-მეორესაც მყისიერად უნდა შეეცვალოს, რათა შენახვის კანონი არ დაირღვეს) - თუმცა აქ ერთი მომენტია, რომ ა) ისინი უკვე უნდა იყვნენ გადატანილი შორ მანძილზე სასრული სიჩქარით და მერე ასე ვთქვატ თავიც უტეხიათ და ბ) მიდის მსჯელობა რამდენად არის ეს ყოველივე ინფორმაციის გადატანა - მაინც არის აზრი რომ გადატანა არ ხდება, თუმცა საპირისპირო აზრიც არსებობს. გეთანხმები ზაზა - მაგის პოსტვის დროს სწორედ epr მომივიდა თავში იქიდან გამომდინარე რომ მომიწია ერთ დროს მაგაზე რაღაცის წაკითხვა და დასკვნა იყო ის რომ კვანტური მექანიკა არალოკალური თეორიაა. იგივე ეპრ ზეა დამყარებული "ტელეპორტაცია" ინფორმაციის მყისიერად გადაცემა - რამდენადაც მე ვიცი ინფორმაცია კვანტურ მდგომარეობებს ეხება, თუმცა "მატერიალური" ნაწილაკის სინათლის სიჩქარეზე სწრაფად ან წარსულში მოძრაობასთან რამდენად დაკავშირებულია ეს ყველაფერი არ ვიცი. ისე კი ეგ მემგონი ერთადერთი საკითხია ფიზიკაში რაზეც ხალხი აზრებს ვერ გამოთქვამს გიორგი შეეცადე ინფორმაცია მიიღო უფრო სარწმუნო წყაროებიდან, რადგან მაგალითად მიჩიო კაკუ მე პირადად მხოლოდ ტელევიზორიდან ვიცი და არც ერთი ფუნდამენტური ნაშრომი მაგისი არ მინახავს - ეგ კაცი რაც მე ვიცი დროის მანქანებზე ფიქრს უნდება დროის უმეტეს ნაწილს (თუმცა არ გამოვრიცხავ რო კარგი მეცნიერი იყოს) რაც მთლად კონსტრუქციული არ არის მეცნიერისთვის. რაც შეეხება "კარგ წყაროებს" მშვენიერი პოპულარული სტატიები აქვთ მაგალითად ანდრეი ლინდეს, ვალერი რუბაკოვს, ზელდოვიჩს, ლიზა რანდალს და ა.შ და მაგათ ჯობია გაეცნო რაც შეეხება ჩაკეტილ დროისმაგვარ წირებს ან ე.წ "wormhole" - ბს - ვიცი რომ არსებობს ეგეთი ამონახსნები აოგად ფარდობოთობაში, თუმცაღა რამდენად რეალურია არ ვიცი ისე კი მგონია, რომ მიზეზ-შედეგობრიობა საკმაოდ აზრიანი აუცილებელი პირობაა ნებისმიერი თეორიისთვის |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:29 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი