![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მოკლედ ახლა წამოიჭრა ერთ ფორუმელთან გარკვეული კითხვა, არის თუ არა ღვთის მადლი არა მართლმადიდებელ თემებში, თი ისინი საერთოდ მოკლებულნი არიან ყოველგვარ მადლს.
მე როგორც წარმომიდგენია, ეს არ არის ასე მარტივად გადასაწყვეტი, რადგან როდესაც ვიღებთ სხვადასხვა თემის არამართლმადიდებლებს, გათვალისწინებით კონკრეტული თემისა, მიღების წესიც სხვადასხვაა, მაგალითად კათოლიკებს იგივე რუსეთის ეკლესია არ იღებს არც ნათლობით, არც მირონცხებით და თუ მღვდელლია ქიროტონიის გარეშე. ჩვენთანაც იგივე წესია, თავად ვარ ერთი ყოფილი კათოლიკეს ნათლია...მისი გადმოსვლლის რიტუალი იყო მხოლოდ ლოცვების კრებული, არანაირი ნათლობა და სხვა საიდუმლო. თუ მართალია ის, რომ იქ არანაირი ნათლობა არ არის, მაშინ როგორც კვიპრიანე კართაგენელი ამბობდა მათეული ნათლობა სიბინძურით განბანა არისო, მაშინ ბუნებრივია რომ გადმოსვლის დროს უნდა მოინათლნენ, რასაც თავად წმ. კვიპრიანე აკეთებდა, მაგრამ საქმე იმაშია რომ ეკლესიამ ეს წესი არ მიიღო ზოგად საყოველთაო წესად...ზემოთ მოვიყვანე ერთი მცირე მაგალითი ამისა. ე.ი. გამოდის რომ, როდესაც არ ვნათლავტ და არანაირ წესს არ ვუტარებთ გადმოსვლისას ადამიანს-ვაღიარებთ იმ თემში შესაბამისი საიდუმლოს არსებობას. ჯერ ეს იყოს იმედია ანათემაზე გადაცემები და მსგავსი რამე არ დამემუქრება ![]() მნათე რას იჭყიტები...ანათემის ტექსტს თუ ადგენ ჩემზე, მე უკვე მაქვს, მოგაწვდი ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ისე ეს საკითხი ასე ერთი ხელაღებით რომ ამოუხსნია სოლომონის ნაცნობ მღვდელს, ალბათ იმ დროს საფლავში ტრიალებდნენ: მიტროპოლიტი სერგი, იოანე მეიენდორფი,გიორგი ფლოროვსკი და მრავალი სხვა ![]() მისმინე ხელდასხმაში შეიძლება ვიფიქროთ, რომ მხოლოდ ეს ნათლობის მადლი მიენიჭებათ? მაინც რატომ იყო განსხვავება კათოლიკეს და წარმართის მოქცევას შორის? ნათლობის ფაქტობრივი ძალა ანუ შესრულება-შევსება, მოქცევის შემდეგ ხდება მგონი, თორემ ნათლობის მაცხოვნებლობაც უნდა დავუშვათ, ჩიხი აქაც არის მაშინ რასაც ამბობ წარმართმაც და კათოლიკემაც, რომ ერთი და იგივე წესით, სწორი ფორმულირებით, მონათლოს ადამიანი, მაშინ ამ ადამიანის მართლმადიდებლობაზე მოქცევისას რატომ უნდა მოინათლოს თავიდან წარმართის მონათლული და კათოლიკეს არა? თუმც, ახლა ხშირად კათოლიკეც კი ინათლება, მაგრამ რახან პრეცედენტი არსებობს, ნიშნავს, რომ მას თავისი განმარტებაც ჰქონდა და ექნება კიდეც ( რადგან ზოგი ეკლესია ამ წესს დღესაც ინარჩუნებს), მგონი ეს იყო პრობლემა... ძნელი საკითხია, თუ იმ წიგნმაც არ გვიშველა ( რა ვქნა არა მაქვს რაღაც დიდი იმედი და... ![]() ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 02:28 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი