![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ბოლქვაძე |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 639 რეგისტრ.: 11-March 07 მდებარ.: თბილისი -|- ხილიანი წევრი № 1,340 ![]() |
წელიწადის თვენი იანვარი იანვარი კალენდარული წლის პირველი თვეა. ასე დაერქვა რომაელთა ორსახიანი ღვთაების იანუსის მიხედვით. რომაულ მითოლოგიაში იანუსი დროის, კარის, კარიბჭის, ყოველივე დასაწყისისა და დასასრულის, ყველა საქმის წამოწყების ღვთაებაა. თავდაპირველად ცისა და მზის, წელიწადის, დროის, თვისა და დღის ღვთაებად მიიჩნევდნენ. იანუსის სახელობის თვის დასაწყისს უძველესი დროიდან ზეიმობდნენ (ჩვენს დროში ეს ზეიმი ახალი წლის დღესასწაულმა შეცვალა). ამ დღეს იანუსს თეთრ ხარს სწირავდნენ. იანუსს გამოხატავდნენ, როგორც ორსახიან მამაკაცს, რომელსაც ერთი სახე წარსულისაკენ აქვს მიპყრობილი, მეორე - მომავლისაკენ. ძველ გამოსახულებებში იანუსის ორივე სახე წვერითაა დაფარული. შემდეგდროიმდელ გამოსახულებებში კი ერთი სახე ყმაწვილისაა, მეორე - მოხუცისა. საქართველოში წლის დასაწყისად 1 იანვარი X საუკუნიდან შემოიღეს. ძველი ქართული წარმართული კალენდრის მიხედვით ამ თვეს აპანი, აპნისი ერქვა. თებერვალი თებერვალი კალენდარული წლის მეორე თვეა. როგორ დაერქვა ასეთი სახელი? რომაულ მითოლოგიაში ტყეთა და მინდორთა, მწყემსთა და ფარათა მფარველი ღვთაება იყო ფავნუსი. ფავნუსს წარმოსახავდნენ, როგორც თხისფეხებიან ახალგაზრდა კაცს. იმ დღეს, როცა ფავნუსს მსხვერპლს სწირავდნენ, იმართებოდა განწმენდის რიტუალი. მსხვერპლად სწირავდნენ თხებსა და ვაცებს. შეწირულ ცხოველთა ტყავისაგან ქამრებს - ფებრუებს - და წინსაფრებს ამზადებდნენ, რომლებსაც ქურუმები რიტუალისათვის იყენებდნენ. ფიქრობენ, რომ სწორედ ამისთვის დაერქვა ამ თვეს თებერვალი (ფებრუა, ფებრუარი). ძველი ქართული წარმართული კალენდრის მიხედვით თებერვალს ერქვა სარწყუნისი. ხალხი მას განცხადებისთვესაც ეძახდა მარტი მარტი კალენდარული წლის მესამე თვეა. სახელი ეწოდა რომაელთა ომის ღმერთის მარსის პატივსაცემად. მარსის მთავარი ატრიბუტი იყო ციდან ჩამოვარდნილი ფარი. მარსისადმი მიძღვნილი დღესასწაულების დროს ქურუმებს ფარი ზეიმით გამოჰქონდათ ხოლმე ქალაქში და იმ თვეს, როცა დღესასწაულები იმართებოდა, მარსი (მარტი) უწოდეს. ძველი ქართული წარმართული კალენდრით ამ თვეს მირკანი (მიჰრაკანი) ერქვა აპრილი აპრილი კალენდარული თვის მეოთხე თვეა. სახელწოდებას საფუძვლად უდევს სიტყვა აპერირე, რაც ლათინურად გახსნას ნიშნავს. ამ თვეს იწყებოდა რომში გაზაფხული. ძველი ქართული წარმართული კალენდრით აპრილს იგრიკა ერქვა. მაისი მაისი კალენდარული წლის მეხუთე თვეა. სახელწოდება მომდინარეობს ძველ იტალიელთა მიწის ქალღმერთის მაიას სახელისაგან. მისდამი მიძღვნილი დღესასწაულები და მსხვერპლშეწირვა იმართებოდა გაზაფხულზე ბუნების გამოღვიძებასთან დაკავშირებით. მაისს ძველი ქართული წარმართული კალენდრით ვარდობისა ერქვა. ივნისი ივნისი კალენდარული წლის მეექვსე თვეა. სახელწოდება მომდინარეობს ძცელ რომაელთა ქალღმერთის იუნონას სახელისგან. იუნონა თავდაპირველად იყო წვიმის, მოსავლისა და გამარჯვების ქალღმერთი. მოგვიანებით ქალთა მფარველად აღიარეს, შემდეგ ქორწინებისა და ნაყოფიერების ღვთაებად მიიჩნიეს. ძველი ქართული წარმართული კალენდრით ამ თვეს მარიალისა ერქვა, ხალხი ივანობისთვეს, თიბათვეს ეძახდა. ივლისი ივლისი კალენდარული წლის მეშვიდე თვეა. ამ თვეს სახელი ეწოდა რომაელი იმპერატორის იულიუს კეისრის პატივსაცემად. ძველი ქართული წარმართული კალენდრით ივლისს ერქვა თიბისა, ხალხში კვირიკობისთვეს, მკათათვესაც ეძახდნენ. აგვისტო აგვისტო კალენდარული წლის მერვე თვეა. სახელი ეწოდა რომის იმპერატორის ავგუსტუსის პატივსაცემად. ძველი ქართული წარმართული კალენდრით აგვისტოს ქველთობისა ერქვა, ხალხში მარიამობისთვესაც ეძახდნენ. სექტემბერი სექტემბერი კალენდარული წლის მეცხრე თვეა. სახელწოდება წარმოდგება სიტყვისგან - სეპტემ, რაც ლათინურად შვიდს ნიშნავს. ძველი, იულიუს კეისრის რეფორმამდელი კალენდრის მიხედვით, სექტემბერი მეშვიდე თვე იყო. საქართველოში მეათე საუკუნემდე ახალი წელი სექტემბრით იწყებოდა და ძველი ქართული წარმართული კალენდრით ახალწლისა ერქვა, ხალხში ენკენისთვესაც ეძახდნენ. ოქტომბერი ოქტომბერი კალენდარული წლის მეათე თვეა. სახელწოდება წარმოსდგა სიტყვიდან ოქტო, რაც ლათინურად ნიშნავს რვას. ოქტომბერი მერვე თვე იყო იულიუს კეისრის რეფორმამდელი კალენდრისა, რომლის მიხედვით წელიწადი მარტით იწყებოდა. ოქტომბერს ძველი ქართული წარმართული კალენდრით სთვლისა ერქვა, ხალხში ღვინობისთვესაც ეძახიან. ნოემბერი ნოემბერი კალენდარული წლის მეთერთმეტე თვეა. სახელწოდება წარმოდგა სიტყვიდან ნოვემ, რაც ლათინურად ცხრას ნიშნავს. ნოემბერი მეცხრე თვე იყო იულიუს კეისრის რეფორმამდელი კალენდრისა, რომლის მიხედვით წელიწადი მარტით იწყებოდა. ძველი ქართული წარმართული კალენდრით მას ტირისკონი ერქვა, ხალხში გიორგობისთვესაც ეძახიან დეკემბერი დეკემბერი კალენდარული წლის მეთორმეტე თვეა. სახელწოდება წარმოსდგა სიტყვიდან დეცემ, რაც ლათინურად ათს ნიშნავს. დეკემბერი მეათე თვე იყო იულიუს კეისრის რეფორმამდელი კალენდრისა, რომლის მიხედვით წელიწადი მარტით იწყებოდა. ძველი ქართული წარმართული კალენდრით დეკემბერს ტირისდენი ერქვა, ხალხში ქრისტეშობისთვესაც ეძახიან. -------------------- რაც არ იწვის არ ანათებს!
|
![]() ![]() |
guest |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
არ ვიცი, ეგებ ეს თარგმანი უკვე არსებობს ქართულად და უკეთესადაც გადმოცემულია, მე მოვიძიე და ვერსად მივაგენი,ამიტომაც გავკადნიერდები და საკუთარ თარგმანს შემოგთავაზებთ ( სერბულიდან ქართულ ენაზე). სიამოვნებით მივიღებ შენიშვნებს ტერმინოლოგიური თუ სტილისტიკური უზუსტობების არსებობის შემთხვევაში და ჩავასწორებ.
საქმიანობები თვეთა მიხედვით წმინდა მღვდელთმთავარი ნიკოლოზ ველიმიროვიჩი(სერბი) (*თვეები დალაგებულია საეკლესიო კალენდრის მიხედვით) სექტემბერი ----------------- 1. ამ თვეში ხდება მიწისგან ბოძებული მოსავლის აღება. ისეთ მოსავალს ვღებულობთ, როგორსაც უფალი ინებებს. ამის გამოც ვალშია გლეხი მადლობა შესწიროს ღმერთს. როგორც კი აიღებთ მოსავალს, იზეიმეთ უფლის ზეიმით. ასე აღუთქვა უფალმა ძველ აღთქმაში მის მსახურ მოსეს, რაც თავისმხრივ შემოქმედის მიმართ მადლიერების გახსენებას ნიშნავს. 2. მადლობა გადაუხადე შენს ღმერთს მიწისგან მიღებულ ყველა საჩუქრისა თუ ნაყოფისათვის, რომელიც გებოძა სხეულის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ან გასაზრდელად. განსაკუთრებით კი ემადლიერებოდე მას : -პირველი, რომ მისი ნების მიხედვით ადამიანად დაიბადე, -მეორე, რომ ქრისტიანად დაიბადე, -მესამე, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი ხარ. რამეთუ შენ შეიქმენი ადამიანად, და არა ცხოველად,ამისთვის უმადლოდე შენს ზეციურ მამას. რომ არ დაიბადე კერპთაყვანისმცემლად, ამისგამო ორმაგად მადლიერი იყავი. რომ არ ხარ ქრისტიანი სექტანტი ან ერეტიკოსი,ამის გამო კი სამჯერ ემადლიერე უფალს. 3. შენ კი ნუ დაივიწყებ, რომ შენგან როგორც ადამიანისაგან შენი შემქნელი ზეციური მამა ელოდება სულიერ ნაყოფს, სულიერ სიყვარულს,სიხარულს, მშვიდობას, დათმენას,სიკეთეს,მოწყალებას, რწმენას, სამართლიანობასა და გამძლეობას (გალ. 5,22). 4. არ დაგავიწყდეს და მუდამ გქონდეს მეხსიერებაში ამ თვეში ეს ორი რამ: მადლიერება და კეთილნაყოფიერება. დაე ღრმად აგაღელვოს და დაგაფიქროს სახარების ამ სიტყვებმა: ყველა უნაყოფო ხე უნდა მოიჭრას და ცეცხლში ჩაგდებულ იქნეს. ოქტომბერი --------------------- 1. ამ თვეში ხდება თესვა. გაიხსენე ის მთესველი, რომელიც თავის თესლს თესავს ადამიანების სულში როგორც თავის ყანაში. გაიხსენე ძე ღვთისა , თესლი კი უფლის სიტყვაა. ყველა სიტყვა, რასაც ჩვენ ამქვეყნად ვისმენთ, რომელიღაც თესლია, რომელიც ჩვენს სულებში ეცემა. და თუ ეს სიტყვები უფლის სიტყვები არ არის, მაშინ მისგან ჩვენს სულებში საერეველები აღმოცენდება. 2. ბრძენი სახლისკაცი თესვის წინ თესლს გადაარჩევს, საუკეთესოს ამოარჩევს ყანაში დასათესად. იყავი შენც ბრძენი და სიტყვათაგან საუკეთესონი გამოარჩიე, საუკეთესო კი უფლის სიტყვაა და ასე ჩათესე იგი შენს სულში. 3. წაიკითხე უფლის ჩვენის იესო ქრისტეს სახარება, არცერთ წიგნში არ არის იმდენი უფლის სიტყვა თავმოყრილი,რამდენიც ახალ აღთქმაში. აქ არ გჭირდება არაფრის შერჩევა, აქ უკვე ყველაფერი შერჩეულია: ჭეშმარიტი და ჯანმრთელი სიტყვა უფლისა. იგივე სიტყვები მოისმინე ეკლესიაში მოძღვრის ქადაგებისას, და თუ გნებავს ღვთის სიტყვის უფრო ვრცელი განმარტებანი, იკითხე მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა მამათა ნაშრომები. ასე დაეცემა შენს სულის ყანაში უფლის სიტყვა, როგორც თესლი. 4. მაგრამ დათესვამდე ხდება ყანის მოხვნა და ბარვა. თუ შენი სული მოიცვა სარეველებმა, უნდა ამოძირკვო ისინი, ამოთოხნო და კეთილი თესლისთვის მოამზადო მიწა. ეს არ არის მარტივი საქმე. მაგრამ უფალი ეხმარება მას, ვისაც უნდა საკუთარ სულს მიაწოდოს მისი სიტყვები.ამაში კი ეჭვი არ შეგეპაროს. ნოემბერი ------------ 1.ამ თვეში ხეები უფოთლონი არიან, განძარცვულნი გარეგანი მშვენებით. ისინი სიკვდილს უფრო ჰგვანან,ვიდრე სიცოცხლეს, მთელი მათი სასიცოცხლო ძალა შიგნით ჩაუხვევიათ და გარეგნულად სიკვდილს დამგვანებიან. გარედან უძლურნი, შიგნით კი ძლევამოსილნი. მათი ყველა სილამაზე შიგნით ჩახვეულა და დამალულა.ეს კი შენთვის ცხოვრების სწავლებად მიიღე! 2.იფიქრე გარეგნული სილამაზის წარმავლობაზე. ასევე წარმავალია ფოთლები ხეთა და ყვავილნი მინდორთა. თუ შენ უკვე დათესე უფლის სიტყვის თესლი შენს სულში, დაივიწყე გარეგნულობა, ჩაიხვიე და გაამყარე შენს სულში და დაისვენებ, რამეთუ სიტყვა ღვთისა ჩაეცა შენს სულს. 3.დაე მრავლდეს და მრავლდეს ღმერთის სიტყვა შენში, შენ კი მიხედე მათ, მოუარე, ლოცვებით მორწყე ისინი, დაიცავი, რომ უცხო, ბოროტმა, არაღვთიურმა თესლმა არ დაასწროს აღმოცენება და გამრავლება. 4. როგორც ნოემბერში ხე არ სწუხს თავის გარეგნობაზე, ასევე შენც ნუ შეწუხდები სხეულის გარეგნულ მორთულობებზე, ამით შენ მკვდარს არ დაემსგავსები,არამედ იცოცხლებ უფალში.როცა ამას მიაღწევ, დაეუფლები სულიერ სიმშვიდეს და სიხარულს , და შენს თავს ძლიერად იგრძნობ. (*გაგრძელება იქნება) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 10:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი