IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> თვეთა სახელები ძველ საქართველოში
ბოლქვაძე
პოსტი Oct 16 2007, 06:18 PM
პოსტი #1


ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 639
რეგისტრ.: 11-March 07
მდებარ.: თბილისი -|- ხილიანი
წევრი № 1,340



წელიწადის თვენი



იანვარი


იანვარი კალენდარული წლის პირველი თვეა. ასე დაერქვა რომაელთა ორსახიანი ღვთაების იანუსის მიხედვით. რომაულ მითოლოგიაში იანუსი დროის, კარის, კარიბჭის, ყოველივე დასაწყისისა და დასასრულის, ყველა საქმის წამოწყების ღვთაებაა. თავდაპირველად ცისა და მზის, წელიწადის, დროის, თვისა და დღის ღვთაებად მიიჩნევდნენ.

იანუსის სახელობის თვის დასაწყისს უძველესი დროიდან ზეიმობდნენ (ჩვენს დროში ეს ზეიმი ახალი წლის დღესასწაულმა შეცვალა). ამ დღეს იანუსს თეთრ ხარს სწირავდნენ. იანუსს გამოხატავდნენ, როგორც ორსახიან მამაკაცს, რომელსაც ერთი სახე წარსულისაკენ აქვს მიპყრობილი, მეორე - მომავლისაკენ. ძველ გამოსახულებებში იანუსის ორივე სახე წვერითაა დაფარული. შემდეგდროიმდელ გამოსახულებებში კი ერთი სახე ყმაწვილისაა, მეორე - მოხუცისა.

საქართველოში წლის დასაწყისად 1 იანვარი X საუკუნიდან შემოიღეს. ძველი ქართული წარმართული კალენდრის მიხედვით ამ თვეს აპანი, აპნისი ერქვა.


თებერვალი


თებერვალი კალენდარული წლის მეორე თვეა. როგორ დაერქვა ასეთი სახელი? რომაულ მითოლოგიაში ტყეთა და მინდორთა, მწყემსთა და ფარათა მფარველი ღვთაება იყო ფავნუსი. ფავნუსს წარმოსახავდნენ, როგორც თხისფეხებიან ახალგაზრდა კაცს. იმ დღეს, როცა ფავნუსს მსხვერპლს სწირავდნენ, იმართებოდა განწმენდის რიტუალი. მსხვერპლად სწირავდნენ თხებსა და ვაცებს. შეწირულ ცხოველთა ტყავისაგან ქამრებს - ფებრუებს - და წინსაფრებს ამზადებდნენ, რომლებსაც ქურუმები რიტუალისათვის იყენებდნენ. ფიქრობენ, რომ სწორედ ამისთვის დაერქვა ამ თვეს თებერვალი (ფებრუა, ფებრუარი).

ძველი ქართული წარმართული კალენდრის მიხედვით თებერვალს ერქვა სარწყუნისი. ხალხი მას განცხადებისთვესაც ეძახდა


მარტი


მარტი კალენდარული წლის მესამე თვეა. სახელი ეწოდა რომაელთა ომის ღმერთის მარსის პატივსაცემად. მარსის მთავარი ატრიბუტი იყო ციდან ჩამოვარდნილი ფარი. მარსისადმი მიძღვნილი დღესასწაულების დროს ქურუმებს ფარი ზეიმით გამოჰქონდათ ხოლმე ქალაქში და იმ თვეს, როცა დღესასწაულები იმართებოდა, მარსი (მარტი) უწოდეს.

ძველი ქართული წარმართული კალენდრით ამ თვეს მირკანი (მიჰრაკანი) ერქვა


აპრილი


აპრილი კალენდარული თვის მეოთხე თვეა. სახელწოდებას საფუძვლად უდევს სიტყვა აპერირე, რაც ლათინურად გახსნას ნიშნავს. ამ თვეს იწყებოდა რომში გაზაფხული.

ძველი ქართული წარმართული კალენდრით აპრილს იგრიკა ერქვა.


მაისი


მაისი კალენდარული წლის მეხუთე თვეა. სახელწოდება მომდინარეობს ძველ იტალიელთა მიწის ქალღმერთის მაიას სახელისაგან. მისდამი მიძღვნილი დღესასწაულები და მსხვერპლშეწირვა იმართებოდა გაზაფხულზე ბუნების გამოღვიძებასთან დაკავშირებით.

მაისს ძველი ქართული წარმართული კალენდრით ვარდობისა ერქვა.


ივნისი


ივნისი კალენდარული წლის მეექვსე თვეა. სახელწოდება მომდინარეობს ძცელ რომაელთა ქალღმერთის იუნონას სახელისგან. იუნონა თავდაპირველად იყო წვიმის, მოსავლისა და გამარჯვების ქალღმერთი. მოგვიანებით ქალთა მფარველად აღიარეს, შემდეგ ქორწინებისა და ნაყოფიერების ღვთაებად მიიჩნიეს.

ძველი ქართული წარმართული კალენდრით ამ თვეს მარიალისა ერქვა, ხალხი ივანობისთვეს, თიბათვეს ეძახდა.


ივლისი


ივლისი კალენდარული წლის მეშვიდე თვეა. ამ თვეს სახელი ეწოდა რომაელი იმპერატორის იულიუს კეისრის პატივსაცემად.

ძველი ქართული წარმართული კალენდრით ივლისს ერქვა თიბისა, ხალხში კვირიკობისთვეს, მკათათვესაც ეძახდნენ.


აგვისტო


აგვისტო კალენდარული წლის მერვე თვეა. სახელი ეწოდა რომის იმპერატორის ავგუსტუსის პატივსაცემად.

ძველი ქართული წარმართული კალენდრით აგვისტოს ქველთობისა ერქვა, ხალხში მარიამობისთვესაც ეძახდნენ.


სექტემბერი


სექტემბერი კალენდარული წლის მეცხრე თვეა. სახელწოდება წარმოდგება სიტყვისგან - სეპტემ, რაც ლათინურად შვიდს ნიშნავს. ძველი, იულიუს კეისრის რეფორმამდელი კალენდრის მიხედვით, სექტემბერი მეშვიდე თვე იყო.

საქართველოში მეათე საუკუნემდე ახალი წელი სექტემბრით იწყებოდა და ძველი ქართული წარმართული კალენდრით ახალწლისა ერქვა, ხალხში ენკენისთვესაც ეძახდნენ.


ოქტომბერი


ოქტომბერი კალენდარული წლის მეათე თვეა. სახელწოდება წარმოსდგა სიტყვიდან ოქტო, რაც ლათინურად ნიშნავს რვას. ოქტომბერი მერვე თვე იყო იულიუს კეისრის რეფორმამდელი კალენდრისა, რომლის მიხედვით წელიწადი მარტით იწყებოდა.

ოქტომბერს ძველი ქართული წარმართული კალენდრით სთვლისა ერქვა, ხალხში ღვინობისთვესაც ეძახიან.


ნოემბერი


ნოემბერი კალენდარული წლის მეთერთმეტე თვეა. სახელწოდება წარმოდგა სიტყვიდან ნოვემ, რაც ლათინურად ცხრას ნიშნავს. ნოემბერი მეცხრე თვე იყო იულიუს კეისრის რეფორმამდელი კალენდრისა, რომლის მიხედვით წელიწადი მარტით იწყებოდა.

ძველი ქართული წარმართული კალენდრით მას ტირისკონი ერქვა, ხალხში გიორგობისთვესაც ეძახიან


დეკემბერი


დეკემბერი კალენდარული წლის მეთორმეტე თვეა. სახელწოდება წარმოსდგა სიტყვიდან დეცემ, რაც ლათინურად ათს ნიშნავს. დეკემბერი მეათე თვე იყო იულიუს კეისრის რეფორმამდელი კალენდრისა, რომლის მიხედვით წელიწადი მარტით იწყებოდა.

ძველი ქართული წარმართული კალენდრით დეკემბერს ტირისდენი ერქვა, ხალხში ქრისტეშობისთვესაც ეძახიან.


--------------------
რაც არ იწვის არ ანათებს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
guest
პოსტი Oct 31 2007, 12:40 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



დიდი მადლობა გოგონებო wub.gif თუ ვინმე ფილოლოგი მოიცლის და უფრო გაალამაზებს, უკეთესი იქნებაsmile.gif პირდაპირ ვკრიბავ ხოლმე წინასწარი ტარგმნის გარეშე და მეტია სტილისტიკური შეცდომები, ბოლოს ერთად გადავხედავ კიდევ და შევეცდები ჩავასწორო, თუმცა თქვენი იმედი მაქვს რომ მიმითითებთ სადაც საჭიროა 2kiss.gif

(გაგრძელება)

თებერვალი
---------------

1.ვზეიმობთ მირქმის დღესასწაულს. ეს ზეიმი არ ნიშნავს მხოლოდ ისტორიული მოვლენის გახსენებას, ანუ მართალი სვიმეონის მიერ ყრმა უფლისადმი მიგებებას. მირქმის დღესასწაული უნდა ვიზეიმოთ როგორც საკუთარი , პირადი შეხვედრა დიდებულ მეუფესთან და ღმერთთან ჩვენთა.
ეს შეხვედრა მისთვისაც გასახარებელია, და თუ შენ გადადგამ ერთ ნაბიჯს მის შესახვედრად, ის ორი ნაბიჯით წამოიწევს შენსკენ.

2.გაიხსენე ქრისტეს მოწმობა იმის შესახებ, თუ როგორ ჩქარობს ციური მამა თავისი გზააცდენილი, მაგრამ მონანიე შვილის შესახვედრად. როდესაც დარცხვენილი შვილი დაუბრუნდა მამას თვისას, შორიდანვე დაინახა მამამ იგი, შეეგება და ეამბორა. ასევე შენი ციური მშობელი იჩქარვის შენსკენ , რათა მიგიღოს ისევ და ცრემლიანს განუგეშოს.

3.შეუწყვეტლივ ამბობდე აღსარებას შენივე გულში, შეუწყვეტლივ იყავი სინანულში და შეუწყვეტლივ ილოცე. თუ ასე იმოქმედებ, ერთ დღესაც შეამჩნევ, რომ მამამ შენმა ისწრაფა შენსკენ და მოაღწია შენამდე, რომ ჩასახლდა შენში ძითა თვისითა და წმინდითა სულითა. იზეიმებს გული შენი, შენ კი სიხარულის ცრემლებით ადიდებ შენს შეხვედრას უფალთან.


მარტი
--------

1.მარტში ვზეიმობთ ხარების დღესასწაულს. ვზეიმობთ ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამზე ღვთის მაცნის გამოცხადებას. ამ თვეში მთელი ბუნება შენს ირგვლივ გაგიცხადებს უფლის სასწაულმოქმედი საიდუმლოს კეთილ ამბავს. ის რაც მიწის ქვეშ გათოშილი და მკვდარი იყო, გაცოცხლდა და გამწვანდა. შეათვალიერე შენც შენი სული და გალხვი, რამეთუ მასში გაცხადდა ხარება. ნუთუ ამითი არ უნდა გაღვივდეს და აღმოცენდეს შენში ღვთის სიტყვის თესლი, რაც ცდუნებათა ქარიშხლებით მიქუჩულიყო და რაც წუთისოფლის სიცივით გაყინულიყო?

2.ყველაფერი მწვანდება და ცოცხლდება, როცა შეინარჩუნებ იმედს შემოქმედი უფლისას და არ ჩავარდები სასოწარკვეთაში. შემოღობე და მიხედე შენი სულის ყანას. მარტში მძიმე ბოძებით ამაგრებენ მამულების,ბაღების, ბოსტნების ღობეებს, ასევე გააკეთე შენც შენი სულისათვის. შეევედრე შენს მფარველ ანგელოზს დაგეხმაროს სულიერი სამაგრის გამყარებაში.უფრო სწორად, შენ მიეხმარე მას , ის კი უფლის სახელით ყველაფერს გააკეთებს შენთვისაც და ღმერთისთვისაც.

3.გაზაფხული მეორედ თესვის ჟამია. როგორც მიწიური თესლია სხვადასხვა ჯიშის,ასევე სხვადასხვაა ციური თესლიც. თუ შენ პირველადი თესვის დროს დათესე რწმენისა და იმედის თესლი, ახლა დროა დაითესოს შეწყნარების, სიკეთის, სიყვარულის თესლი: მთავარია შენს სულში ჩათესო უფლისმიერი თესლი. რწმენა და იმედი ზამთრის წინ დათესილს წააგავს, თუ ის გადაურჩება ზამთრის სიცივეს და უამინდობას, მაშინ სიხარულით თესე შენს სულიერ ყანაში სულიერი ხილი და ყვავილები.

4.წმინდა წერილის კითხვით შეიყვანე სულში უფლის სიტყვა . არ შეწყვიტო ,სანამ შენი სულის ყოველ ნაწილში არ ჩაისახება უფლის სიტყვის მარცვალი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ბოლქვაძე   თვეთა სახელები ძველ საქართველოში   Oct 16 2007, 06:18 PM
staywhite   არ ვიცი, ეგებ ეს თარ...   Oct 31 2007, 10:28 AM
staywhite   (გაგრძელება) დეკემ...   Oct 31 2007, 11:01 AM
staywhite   იანვარი ----------- 1.ეს თ...   Oct 31 2007, 11:41 AM
catherina_10   staywhite :მპუა2: მართლაც ...   Oct 31 2007, 12:31 PM
staywhite   დიდი მადლობა გოგონ...   Oct 31 2007, 12:40 PM
ბოლქვაძე   staywhite საინტერესოა :wub:...   Oct 31 2007, 03:50 PM
staywhite   აპრილი ---------- 1.წითელ...   Oct 31 2007, 04:56 PM
staywhite   ივლისი ----------- 1. ეს არ...   Nov 5 2007, 10:57 PM
staywhite   [color=#660000]კვირის დღეებ...   Nov 8 2007, 09:43 PM
Lenus   ..............   Jan 23 2008, 08:34 AM
marine   [b]ნოემბერი ([url=http://ka.wik...   Jan 23 2008, 12:18 PM
Lenus   sable მიყვარს ბატონი ...   Jan 25 2008, 08:07 PM
sable   [b]sable მიყვარს ბატონ...   Jan 25 2008, 08:33 PM
Lenus   sable მათხოვე რა ეს წი...   Jan 25 2008, 08:49 PM
sable   sable მათხოვე რა ეს წი...   Jan 25 2008, 09:09 PM
marine   "...გაზაფხულის ბოლ...   Aug 22 2017, 11:19 AM
marine   "ვარდობისთვე ვარ...   Sep 30 2017, 10:47 AM
marine   "თვეების დასახელ...   Feb 26 2019, 05:30 PM
marine   "დადგა ქველთობის ...   Mar 18 2022, 03:48 PM
marine   "საინტერესოა ასე...   Mar 31 2022, 10:26 PM
marine   "ნიშნობიდან ქორწ...   May 1 2022, 04:38 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th June 2024 - 02:21 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი