IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> თვეთა სახელები ძველ საქართველოში
ბოლქვაძე
პოსტი Oct 16 2007, 06:18 PM
პოსტი #1


ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 639
რეგისტრ.: 11-March 07
მდებარ.: თბილისი -|- ხილიანი
წევრი № 1,340



წელიწადის თვენი



იანვარი


იანვარი კალენდარული წლის პირველი თვეა. ასე დაერქვა რომაელთა ორსახიანი ღვთაების იანუსის მიხედვით. რომაულ მითოლოგიაში იანუსი დროის, კარის, კარიბჭის, ყოველივე დასაწყისისა და დასასრულის, ყველა საქმის წამოწყების ღვთაებაა. თავდაპირველად ცისა და მზის, წელიწადის, დროის, თვისა და დღის ღვთაებად მიიჩნევდნენ.

იანუსის სახელობის თვის დასაწყისს უძველესი დროიდან ზეიმობდნენ (ჩვენს დროში ეს ზეიმი ახალი წლის დღესასწაულმა შეცვალა). ამ დღეს იანუსს თეთრ ხარს სწირავდნენ. იანუსს გამოხატავდნენ, როგორც ორსახიან მამაკაცს, რომელსაც ერთი სახე წარსულისაკენ აქვს მიპყრობილი, მეორე - მომავლისაკენ. ძველ გამოსახულებებში იანუსის ორივე სახე წვერითაა დაფარული. შემდეგდროიმდელ გამოსახულებებში კი ერთი სახე ყმაწვილისაა, მეორე - მოხუცისა.

საქართველოში წლის დასაწყისად 1 იანვარი X საუკუნიდან შემოიღეს. ძველი ქართული წარმართული კალენდრის მიხედვით ამ თვეს აპანი, აპნისი ერქვა.


თებერვალი


თებერვალი კალენდარული წლის მეორე თვეა. როგორ დაერქვა ასეთი სახელი? რომაულ მითოლოგიაში ტყეთა და მინდორთა, მწყემსთა და ფარათა მფარველი ღვთაება იყო ფავნუსი. ფავნუსს წარმოსახავდნენ, როგორც თხისფეხებიან ახალგაზრდა კაცს. იმ დღეს, როცა ფავნუსს მსხვერპლს სწირავდნენ, იმართებოდა განწმენდის რიტუალი. მსხვერპლად სწირავდნენ თხებსა და ვაცებს. შეწირულ ცხოველთა ტყავისაგან ქამრებს - ფებრუებს - და წინსაფრებს ამზადებდნენ, რომლებსაც ქურუმები რიტუალისათვის იყენებდნენ. ფიქრობენ, რომ სწორედ ამისთვის დაერქვა ამ თვეს თებერვალი (ფებრუა, ფებრუარი).

ძველი ქართული წარმართული კალენდრის მიხედვით თებერვალს ერქვა სარწყუნისი. ხალხი მას განცხადებისთვესაც ეძახდა


მარტი


მარტი კალენდარული წლის მესამე თვეა. სახელი ეწოდა რომაელთა ომის ღმერთის მარსის პატივსაცემად. მარსის მთავარი ატრიბუტი იყო ციდან ჩამოვარდნილი ფარი. მარსისადმი მიძღვნილი დღესასწაულების დროს ქურუმებს ფარი ზეიმით გამოჰქონდათ ხოლმე ქალაქში და იმ თვეს, როცა დღესასწაულები იმართებოდა, მარსი (მარტი) უწოდეს.

ძველი ქართული წარმართული კალენდრით ამ თვეს მირკანი (მიჰრაკანი) ერქვა


აპრილი


აპრილი კალენდარული თვის მეოთხე თვეა. სახელწოდებას საფუძვლად უდევს სიტყვა აპერირე, რაც ლათინურად გახსნას ნიშნავს. ამ თვეს იწყებოდა რომში გაზაფხული.

ძველი ქართული წარმართული კალენდრით აპრილს იგრიკა ერქვა.


მაისი


მაისი კალენდარული წლის მეხუთე თვეა. სახელწოდება მომდინარეობს ძველ იტალიელთა მიწის ქალღმერთის მაიას სახელისაგან. მისდამი მიძღვნილი დღესასწაულები და მსხვერპლშეწირვა იმართებოდა გაზაფხულზე ბუნების გამოღვიძებასთან დაკავშირებით.

მაისს ძველი ქართული წარმართული კალენდრით ვარდობისა ერქვა.


ივნისი


ივნისი კალენდარული წლის მეექვსე თვეა. სახელწოდება მომდინარეობს ძცელ რომაელთა ქალღმერთის იუნონას სახელისგან. იუნონა თავდაპირველად იყო წვიმის, მოსავლისა და გამარჯვების ქალღმერთი. მოგვიანებით ქალთა მფარველად აღიარეს, შემდეგ ქორწინებისა და ნაყოფიერების ღვთაებად მიიჩნიეს.

ძველი ქართული წარმართული კალენდრით ამ თვეს მარიალისა ერქვა, ხალხი ივანობისთვეს, თიბათვეს ეძახდა.


ივლისი


ივლისი კალენდარული წლის მეშვიდე თვეა. ამ თვეს სახელი ეწოდა რომაელი იმპერატორის იულიუს კეისრის პატივსაცემად.

ძველი ქართული წარმართული კალენდრით ივლისს ერქვა თიბისა, ხალხში კვირიკობისთვეს, მკათათვესაც ეძახდნენ.


აგვისტო


აგვისტო კალენდარული წლის მერვე თვეა. სახელი ეწოდა რომის იმპერატორის ავგუსტუსის პატივსაცემად.

ძველი ქართული წარმართული კალენდრით აგვისტოს ქველთობისა ერქვა, ხალხში მარიამობისთვესაც ეძახდნენ.


სექტემბერი


სექტემბერი კალენდარული წლის მეცხრე თვეა. სახელწოდება წარმოდგება სიტყვისგან - სეპტემ, რაც ლათინურად შვიდს ნიშნავს. ძველი, იულიუს კეისრის რეფორმამდელი კალენდრის მიხედვით, სექტემბერი მეშვიდე თვე იყო.

საქართველოში მეათე საუკუნემდე ახალი წელი სექტემბრით იწყებოდა და ძველი ქართული წარმართული კალენდრით ახალწლისა ერქვა, ხალხში ენკენისთვესაც ეძახდნენ.


ოქტომბერი


ოქტომბერი კალენდარული წლის მეათე თვეა. სახელწოდება წარმოსდგა სიტყვიდან ოქტო, რაც ლათინურად ნიშნავს რვას. ოქტომბერი მერვე თვე იყო იულიუს კეისრის რეფორმამდელი კალენდრისა, რომლის მიხედვით წელიწადი მარტით იწყებოდა.

ოქტომბერს ძველი ქართული წარმართული კალენდრით სთვლისა ერქვა, ხალხში ღვინობისთვესაც ეძახიან.


ნოემბერი


ნოემბერი კალენდარული წლის მეთერთმეტე თვეა. სახელწოდება წარმოდგა სიტყვიდან ნოვემ, რაც ლათინურად ცხრას ნიშნავს. ნოემბერი მეცხრე თვე იყო იულიუს კეისრის რეფორმამდელი კალენდრისა, რომლის მიხედვით წელიწადი მარტით იწყებოდა.

ძველი ქართული წარმართული კალენდრით მას ტირისკონი ერქვა, ხალხში გიორგობისთვესაც ეძახიან


დეკემბერი


დეკემბერი კალენდარული წლის მეთორმეტე თვეა. სახელწოდება წარმოსდგა სიტყვიდან დეცემ, რაც ლათინურად ათს ნიშნავს. დეკემბერი მეათე თვე იყო იულიუს კეისრის რეფორმამდელი კალენდრისა, რომლის მიხედვით წელიწადი მარტით იწყებოდა.

ძველი ქართული წარმართული კალენდრით დეკემბერს ტირისდენი ერქვა, ხალხში ქრისტეშობისთვესაც ეძახიან.


--------------------
რაც არ იწვის არ ანათებს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
guest
პოსტი Oct 31 2007, 04:56 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



აპრილი
----------
1.წითელი პარასკევი და აღდგომა უწევს ძირითადად ამ თვეში. თუ შენი სულიერი ხედვა თანახლავს განკაცებული ძე ღვთის მიერ განვლილი გზის ყოველ ნაბიჯს: ბეთლემიდან გოლგოთის ჯვრამდე მისი დიდებული აღდგომის ჩათვლით, გებოძება სიწრფელე და ნუგეში, ძალა და სიბრძნე, სიხარული და სიყვარული.

2.ის არაფერს არ ელოდება შენგან, გარდა მის მიერ შენდამი სიყვარულის შენსმიერი პასუხისა. გიყვარს იგი? და გინდა რომ გიყვარდეს? ის კი ელოდება შენს პასუხს: ან კი ან არა ! რასაც ის შენგან ელოდება , სრულიად ბუნებრივია და ნურაფერს დაინახავ მასში არაბუნებრივს. ჩვეულებრივია გვიყვარდეს ისინი, ვისაც ჩვენ ვუყვარვართ. და შენ თუ არ გიყვარს ქრისტე, აი ეს არის მხოლოდ არაბუნებრივი.

3.თუ შენ მას ახლიხარ მის მიერ გავლილ გზაზე, იცოდე რომ ყველა მისი ნაბიჯი , ყველა მისი სიტყვა, ყოველი მისი საქმე და ყოველი მისი ვნება შენდამი სიყვარულის გამო იყო. მარადიული დიდებიდან ის დედამიწაზე დაეშვა და სხეულით მოგევლინა - მხოლოდ შენი სიყვარულის გამო. ის იყო დამცირებული, ნაცემი, ჯვარსგაკრული შენდამი ნატიფი სიყვარულის გამო, რათა აღსდგე შენ სულიერი სიკვდილისაგან.

4.მოაცილე შენს გულს ყინული და შენი გონების წყვდიადი გაფანტე და შეიყვარე ის, ვისაც შენ უყვარდი, ვისაც შენ უყვარხარ შეუდარებელი და ჩვენი აზრისათვის ჩაუწვდომელი სიყვარულით.


მაისი
-------

1.ვზეიმობთ უფლის აღდგომას. მაცხოვარმა დაასრულა მისი შემოქმედება მიწაზე, ამაღლდა ცად და დაბრძანდა მამა ღმერთის მარჯვნივ. ამაღლდი შენც შენი გულით ცათამდე , შენი ლოცვით და შენი ფიქრებით. შენსკენ, მხოლოდ შენსკენ ჩემო მოყვარულო და ჩემო მეუფეო ! ასე უნდა იმეორებდე ხშირად, სადაც ის არის - იქ არის შენი სამშობლო და ყოველივე შენი.

2.მისი სამშობლო შენი სამშობლოა. ასე უნდოდა მას და ასე სურდა, ამიტომაც ილოცავდა იგი თავისი მამის მიმართ: მამაო, ისინი ,ვინც შენ მე მიბოძე, იქ იქნებიან სადაც მე ვარ! ეს არის ნება და სურვილი იმისა , ვისაც შენ მოსიყვარულე სიყვარულით უყვარხარ, ისეთი სიყვარულით, რომელიც აჭარბებს ყველა სასიყვარულო ოცნებას დედამიწაზე - მის დროებით სამშობლოში.

3. ის იცქირება, ის გელოდება. არავინ არ გიცქერის შენ ისე ამ ქვეყნად, როგორც ის თვითონ და არავინ არ გელის შენ ამქვეყნად იმხელა სიყვარულით და სიხარულით, როგორც თვითონ ის. გამოგიწოდა ხელი, შენც მიეახლე. შენ მას თვისივე ანგელოზთა აღმატებულად უყვარხარ, რამეთუ მან შენთვის დაღვარა სისხლი და არა ანგელოსთათვის.

4. დაე, დაინახონ დიდება ჩემი ისეთი, როგორც შენ მე მიბოძე, მამაო - უთხრა უფალმა მამას მისას. მას სურს შენ შეგიყვანოს ისეთ დიდებაში, რაც ჯერ თვალს უხილავს, ყურს არ სმენია , ადამიანს არ მოფიქრებია. არაფერს არ ითხოვს შენგან, მიიღე მხოლოდ მის მიერ გამოწვდილი სიყვარული, რათა შემდგომ გძალგიძდეს მისივე დიდების გაზიარება.
ო, მიწაო, ო, ადამიანთა ცდუნებავ! ქრისტეს სიყვარულის ერთ წუთსაც კი არ ღირხარ!


ივნისი
---------

1.მოციქულთა თვეა. მოციქულთა მარხვა.მოციქულთა ვნება (*страдање). მოციქულთა დიდება.
თუ შენ უბრალო ადამიანი ხარ, ოდნავადაც არ დამწუხრდე მაგაზე. ქრისტეს მოწაფენიც უბრალო ხალხი იყვნენ, მაგრამ სულიწმინდით ისინი მთელი სამყაროს განმანათლებლები და მასწავლებლები გახდნენ . ისინი იესოს სიყვარულს სიყვარულითვე პასუხობდნენ, ამისთვისაც ებოძათ თვით ქრისტესგან ყოველი სიკეთე: ჭეშმარიტებაც, სიბრძნეც, შეძლებაც და სასწაულმოქმედებაც. განათლებულ ფილოსოფოსებს არ განუნათლებიათ ქვეყნიერება,არამედ ღვთის მოციქულებმა - უბრალო ადამიანებმა.

2.თუ ქრისტეზე მიბაძვა არ გძალგიძს, მოციქულთ მაინც მიბაძე, მოციქული პავლე ამბობდა : შემხედე მე ისე, როგორც მე ქრისტეს ვუყურებ. თუ შენ ცოდვილი კაცი ხარ, ნუ წარიკვეთ სასოს ამის გამო. თვით მოციქული პავლე აღიარებს , რომ ცოდვილი იყო და ცოდვილთა შორის უპირველესი. მაგრამ ჭეშმარიტებამ და სიყვარულმა განბანა ის ცოდვებისაგან.

3.და შენც, რაც არ უნდა ცოდვიანი იყო, შეიცან ჭეშმარიტება და იგივე ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს შენ ცოდვისაგან. აავსე შენი გული უფალი იესო ქრისტეს სიყვარულით და ეს სიყვარული გადაიქცევა ყოველი ბიწის მწველად შენში.

4.თავი დაიცავი ცდუნებისაგან. რაც მეტი და მწიფე სულიერი ხილია შენში, მით მეტია დემონის შემოტევა შენივე მიმართ. რაც მეტად ხარ სულიერად აღჭურვილი, მით უფრო მეტად გიტევს ბოროტი.
ამპარტავანია ეს თვე. ამპარტავნობის სიმძიმე კი მხოლოდ უფლისადმი ლოცვით მსუბუქდება, სინანულით და ზიარებით სძლიე მას. ღმერთი დაგეხმარება, ნუ შეშინდები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ბოლქვაძე   თვეთა სახელები ძველ საქართველოში   Oct 16 2007, 06:18 PM
staywhite   არ ვიცი, ეგებ ეს თარ...   Oct 31 2007, 10:28 AM
staywhite   (გაგრძელება) დეკემ...   Oct 31 2007, 11:01 AM
staywhite   იანვარი ----------- 1.ეს თ...   Oct 31 2007, 11:41 AM
catherina_10   staywhite :მპუა2: მართლაც ...   Oct 31 2007, 12:31 PM
staywhite   დიდი მადლობა გოგონ...   Oct 31 2007, 12:40 PM
ბოლქვაძე   staywhite საინტერესოა :wub:...   Oct 31 2007, 03:50 PM
staywhite   აპრილი ---------- 1.წითელ...   Oct 31 2007, 04:56 PM
staywhite   ივლისი ----------- 1. ეს არ...   Nov 5 2007, 10:57 PM
staywhite   [color=#660000]კვირის დღეებ...   Nov 8 2007, 09:43 PM
Lenus   ..............   Jan 23 2008, 08:34 AM
marine   [b]ნოემბერი ([url=http://ka.wik...   Jan 23 2008, 12:18 PM
Lenus   sable მიყვარს ბატონი ...   Jan 25 2008, 08:07 PM
sable   [b]sable მიყვარს ბატონ...   Jan 25 2008, 08:33 PM
Lenus   sable მათხოვე რა ეს წი...   Jan 25 2008, 08:49 PM
sable   sable მათხოვე რა ეს წი...   Jan 25 2008, 09:09 PM
marine   "...გაზაფხულის ბოლ...   Aug 22 2017, 11:19 AM
marine   "ვარდობისთვე ვარ...   Sep 30 2017, 10:47 AM
marine   "თვეების დასახელ...   Feb 26 2019, 05:30 PM
marine   "დადგა ქველთობის ...   Mar 18 2022, 03:48 PM
marine   "საინტერესოა ასე...   Mar 31 2022, 10:26 PM
marine   "ნიშნობიდან ქორწ...   May 1 2022, 04:38 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th July 2025 - 09:57 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი