აღსარებასთან დაკავშირებული პრობლემები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აღსარებასთან დაკავშირებული პრობლემები |
ზებედე |
Aug 4 2007, 12:37 AM
პოსტი
#1
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
„უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ ცოდვაჲ არა გვაქუს, თავთა თჳსთა ვაცთუნებთ და ჭეშმარიტებაჲ არა არს ჩუენ თანა. უკეთუ აღვიარნეთ ცოდვანი ჩუენნი, სარწმუნო არს და მართალ, რაჲთა მოგვეტევნეს ჩუენ ცოდვანი ჩუენნი და განგუწმინდეს ყოვლისაგან სიცრუისა“ (I ინ. 1,8-9).
აღსარებასთან დაკავშირებული პრობლემები არც თუ ისე ცოტაა მრევლში. ზოგს ჰგონია რომ უცოდველია, და მოძღვართან რომ მიდის ეუბნება რომ "ცხოვრებაში არავინ მოუკლავს" და "ბოროტება არ ჩაუდენია," ან კიდევ "ქათამი დაუკლავს" და იმას ინანიებს.... არის მეორე მომენტიც, როცა ადამიანებს უჭირთ აღსარებაზე საუბარი, ანუ ვერ აყალიბებენ აზრს, არ იციან როგორ უნდა თქვან ესა თუ ის ცოდვა, იბნევიან.... შეიძლება თუ არა მამაკაცებს აღსარების ჩამოყალიბებაში და იმ პრობლემებზე, რასაც ვერ აბამენ თავს მონანულები დაეხმაროს კომპეტენტური ერის ადამიანი, ვინც იცის აღსარების ჩაბარება და როგორ უნდა უთხრას მონანულმა ესა თუ ის ცოდვა მღვდელს? მე არ ვგულისხმობ რომ ერის ადამიანს გაანდონ ცოდვები რის ჩაბარებასაც აპირებენ მღვდელთან, მაგრამ ხომ არის ისეთი საკითხები რომლებზეც არ იციან როგორ უნდა ჩააბარონ მოძღვარს? ანუ მოამზადოს კომპეტენტურმა ადამიანმა აღსარებისთვის მონანულები, რომ მრუშობის მაგივრად არ თქვან ამ სიტყვის "ქუჩური ჟარგონი" ან "ქათმის დაკვლის" აღსარება.... პრობლემებია ქალებშიც, ბევრმა ქალებმაც არ იციან როგორ ჩააბარონ აღსარება და ესაუბრონ მღვდლებს ქალურ პრობლემებზე...დედათა მონასტრებში იღუმენიები და წინამძღვრები ამზადებენ დედებს აღსარებისთვის, ესაუბრებიან თუ როგორ ჩააბარონ მღვდლებს აღსარება, ერში ქალებს არ ჰყავთ ასეთი "დამხმარეები," შეიძლება თუ არა ერში მცხოვრებმა ქალებმა აღსარებისთვის "კონსულტაცია" გაიარონ იღუმენიებთან, ან მიეცეს ერში ისეთ ქალს (რომელმაც იცის აღსარების პრობლემები) იმის კურთხევა რომ მოამზადოს აღსარებისთვის და ასწავლო თუ როგორ უნდა ჩააბარონ ქალებმა აღსარება? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
დეკ. ირაკლი |
Oct 31 2007, 05:48 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 |
ჩემს აზრს დიდი მნიშვნელობა არ აქვს,პირველი საუკუნის ქრისტიანები ერთმანეთის წინაშე აღიარებდნენ ხმამაღლა ცოდვებს,ევქარისტიის წინ და მხოლოდ ამის შემდეგ ეზიარებოდნენ.მაგრამ ახლა აღსარება ერთ-ერთი საიდუმლოთაგანია და მას მღვდელი,არა თუ დიაკონი,აღასრულებს.მასაქვს უფლება მინიჭებული ეკლესიისაგან ღვთის სახელით ცოდვის მიტევებისა.
|
კანუდოსელი |
Oct 31 2007, 05:50 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
პირველი საუკუნის ქრისტიანები ერთმანეტის ცინაშე აღიარებდნენ ხმამაღლა ცოდვებს,ევქარისტიის წინ და მხოლოდ ამის შემდეგ ეზიარებოდნენ. მგონი ეს საყოველთაო წესი არ ყოფილა არასოდეს. უძველეს ლიტურგიკულ წყაროებში (იპოლიტე რომაელი, იუსტინე მარტვილი..) ასეთი პრაქტიკა არ გვხვდება და მით უმეტეს აღსარების ზიარებაზე ავტომატური მიბმა - ასევე არაა ეკლესიის უძველესი პრაქტიკა. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
დეკ. ირაკლი |
Oct 31 2007, 05:55 PM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 |
მგონი ეს საყოველთაო წესი არ ყოფილა არასოდეს. უძველეს ლიტურგიკულ წყაროებში (იპოლიტე რომაელი, იუსტინე მარტვილი..) ასეთი პრაქტიკა არ გვხვდება და მით უმეტეს აღსარების ზიარებაზე ავტომატური მიბმა - ასევე არაა ეკლესიის უძველესი პრაქტიკა. ქრისტიანულ თემებში ასე ხდებოდა,შესაძლებელია ყველგან იგივე წესი არ იყო! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 02:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი