აღსარებასთან დაკავშირებული პრობლემები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აღსარებასთან დაკავშირებული პრობლემები |
ზებედე |
Aug 4 2007, 12:37 AM
პოსტი
#221
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
„უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ ცოდვაჲ არა გვაქუს, თავთა თჳსთა ვაცთუნებთ და ჭეშმარიტებაჲ არა არს ჩუენ თანა. უკეთუ აღვიარნეთ ცოდვანი ჩუენნი, სარწმუნო არს და მართალ, რაჲთა მოგვეტევნეს ჩუენ ცოდვანი ჩუენნი და განგუწმინდეს ყოვლისაგან სიცრუისა“ (I ინ. 1,8-9).
აღსარებასთან დაკავშირებული პრობლემები არც თუ ისე ცოტაა მრევლში. ზოგს ჰგონია რომ უცოდველია, და მოძღვართან რომ მიდის ეუბნება რომ "ცხოვრებაში არავინ მოუკლავს" და "ბოროტება არ ჩაუდენია," ან კიდევ "ქათამი დაუკლავს" და იმას ინანიებს.... არის მეორე მომენტიც, როცა ადამიანებს უჭირთ აღსარებაზე საუბარი, ანუ ვერ აყალიბებენ აზრს, არ იციან როგორ უნდა თქვან ესა თუ ის ცოდვა, იბნევიან.... შეიძლება თუ არა მამაკაცებს აღსარების ჩამოყალიბებაში და იმ პრობლემებზე, რასაც ვერ აბამენ თავს მონანულები დაეხმაროს კომპეტენტური ერის ადამიანი, ვინც იცის აღსარების ჩაბარება და როგორ უნდა უთხრას მონანულმა ესა თუ ის ცოდვა მღვდელს? მე არ ვგულისხმობ რომ ერის ადამიანს გაანდონ ცოდვები რის ჩაბარებასაც აპირებენ მღვდელთან, მაგრამ ხომ არის ისეთი საკითხები რომლებზეც არ იციან როგორ უნდა ჩააბარონ მოძღვარს? ანუ მოამზადოს კომპეტენტურმა ადამიანმა აღსარებისთვის მონანულები, რომ მრუშობის მაგივრად არ თქვან ამ სიტყვის "ქუჩური ჟარგონი" ან "ქათმის დაკვლის" აღსარება.... პრობლემებია ქალებშიც, ბევრმა ქალებმაც არ იციან როგორ ჩააბარონ აღსარება და ესაუბრონ მღვდლებს ქალურ პრობლემებზე...დედათა მონასტრებში იღუმენიები და წინამძღვრები ამზადებენ დედებს აღსარებისთვის, ესაუბრებიან თუ როგორ ჩააბარონ მღვდლებს აღსარება, ერში ქალებს არ ჰყავთ ასეთი "დამხმარეები," შეიძლება თუ არა ერში მცხოვრებმა ქალებმა აღსარებისთვის "კონსულტაცია" გაიარონ იღუმენიებთან, ან მიეცეს ერში ისეთ ქალს (რომელმაც იცის აღსარების პრობლემები) იმის კურთხევა რომ მოამზადოს აღსარებისთვის და ასწავლო თუ როგორ უნდა ჩააბარონ ქალებმა აღსარება? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
კანონისტი |
Oct 31 2007, 06:29 PM
პოსტი
#222
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
გლახა
ციტატა ერთი ვერ მესმის- თუკი სათხოვარს ევედრები რატომ არ სეიძლება ცოდვებიც უთხრა? და ვინ გითხრა, რომ არ შეიძლება უთხრა? აქ საუბარია იმაზე, რომ წმინდანის წინაშე აღიარებული ცოდვა განსხვავდება მოძღვრის წინაშე აღიარებულისაგან, რადგან ეს უკანასკნელი, უფლის სიტყვებისამებრ, ფლობს ცოდვის განსხნის და შეკვრის უფლებას, რასაც ვერ მიიღებ ხატის წინაშე ცოდვის აღიარებით -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანუდოსელი |
Oct 31 2007, 06:31 PM
პოსტი
#223
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
გლახა და ვინ გითხრა, რომ არ შეიძლება უთხრა? აქ საუბარია იმაზე, რომ წმინდანის წინაშე აღიარებული ცოდვა განსხვავდება მოძღვრის წინაშე აღიარებულისაგან, რადგან ეს უკანასკნელი, უფლის სიტყვებისამებრ, ფლობს ცოდვის განსხნის და შეკვრის უფლებას, რასაც ვერ მიიღებ ხატის წინაშე ცოდვის აღიარებით არც ეგრე მარტივადაა საქმე... ასეთი კატეგორიულობით შენ ამ წუთში ქადაგებ იურიდიზმს და კათოლიციზმს... იუსტინე პოპოვიჩი წაიკითხე, სადაც ის ამბობს, რომ მართლმადიდებლობაში არის არა შვიდი საიდუმლო, არამედ გაცილებით მეტი, ანუ საიდუმლოა ყველა სინერგია უფალთან და იმედია ენა არ მოგიტრიალდება რომ თქვა, რომ ლოცვისას სინერგია არ გვაქვს და რომ სთხოვ მოტევებას ვერ მიიღებ, თუ მოძღვარი არ ნახე...ეს უფალმა უწყის და კიდევ ერთი: ავტომატური აღსარება მღვდელთან ასევე არაა გარანტი მიტევებისა სწორედ იმიტომ, რომ მიმტევებელი არის ღმერთი -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 04:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი