აღსარებასთან დაკავშირებული პრობლემები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აღსარებასთან დაკავშირებული პრობლემები |
ზებედე |
Aug 4 2007, 12:37 AM
პოსტი
#1
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
„უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ ცოდვაჲ არა გვაქუს, თავთა თჳსთა ვაცთუნებთ და ჭეშმარიტებაჲ არა არს ჩუენ თანა. უკეთუ აღვიარნეთ ცოდვანი ჩუენნი, სარწმუნო არს და მართალ, რაჲთა მოგვეტევნეს ჩუენ ცოდვანი ჩუენნი და განგუწმინდეს ყოვლისაგან სიცრუისა“ (I ინ. 1,8-9).
აღსარებასთან დაკავშირებული პრობლემები არც თუ ისე ცოტაა მრევლში. ზოგს ჰგონია რომ უცოდველია, და მოძღვართან რომ მიდის ეუბნება რომ "ცხოვრებაში არავინ მოუკლავს" და "ბოროტება არ ჩაუდენია," ან კიდევ "ქათამი დაუკლავს" და იმას ინანიებს.... არის მეორე მომენტიც, როცა ადამიანებს უჭირთ აღსარებაზე საუბარი, ანუ ვერ აყალიბებენ აზრს, არ იციან როგორ უნდა თქვან ესა თუ ის ცოდვა, იბნევიან.... შეიძლება თუ არა მამაკაცებს აღსარების ჩამოყალიბებაში და იმ პრობლემებზე, რასაც ვერ აბამენ თავს მონანულები დაეხმაროს კომპეტენტური ერის ადამიანი, ვინც იცის აღსარების ჩაბარება და როგორ უნდა უთხრას მონანულმა ესა თუ ის ცოდვა მღვდელს? მე არ ვგულისხმობ რომ ერის ადამიანს გაანდონ ცოდვები რის ჩაბარებასაც აპირებენ მღვდელთან, მაგრამ ხომ არის ისეთი საკითხები რომლებზეც არ იციან როგორ უნდა ჩააბარონ მოძღვარს? ანუ მოამზადოს კომპეტენტურმა ადამიანმა აღსარებისთვის მონანულები, რომ მრუშობის მაგივრად არ თქვან ამ სიტყვის "ქუჩური ჟარგონი" ან "ქათმის დაკვლის" აღსარება.... პრობლემებია ქალებშიც, ბევრმა ქალებმაც არ იციან როგორ ჩააბარონ აღსარება და ესაუბრონ მღვდლებს ქალურ პრობლემებზე...დედათა მონასტრებში იღუმენიები და წინამძღვრები ამზადებენ დედებს აღსარებისთვის, ესაუბრებიან თუ როგორ ჩააბარონ მღვდლებს აღსარება, ერში ქალებს არ ჰყავთ ასეთი "დამხმარეები," შეიძლება თუ არა ერში მცხოვრებმა ქალებმა აღსარებისთვის "კონსულტაცია" გაიარონ იღუმენიებთან, ან მიეცეს ერში ისეთ ქალს (რომელმაც იცის აღსარების პრობლემები) იმის კურთხევა რომ მოამზადოს აღსარებისთვის და ასწავლო თუ როგორ უნდა ჩააბარონ ქალებმა აღსარება? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
კანონისტი |
Oct 31 2007, 07:00 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
კანუდოსელი
ციტატა იოანე პოპოვიჩთან ერთად? მაშინ კი ვიყო პროტესტანტი რა, არ შეიძლება თუ? ციტატა ნუ ავიწროვებ მიტევებას როგორც მხოლოდ აღსარების საიდუმლოს შედეგს, რადგან მიტევება ხდება ღმერთის მიერ და ის შეკრული არაა მღვდლის სიტყვებით, თუ მას უნდა ის მიუტევებს როცა უნდა, სადაც უნდა და ვისაც უნდა. არ ვავიწროვებ არანაირად. პირიქით. ცოდვათა მიტევება სულაც სინანულის გარეშე, კეთილი საქმეებისთვისაც კი ხდება, მაგრამ საკითხავია რა ცოდვის და როგორ შენ მაინც თეოლოგიური კუთხით განიხილავ მაგას და შეიძლება სადღაც მართალი ხარ. კანონიკურად კი სრულიად გაურკვეველ რამეს ამტკიცებ, განსაკუთრებით, როცა საუბარი ეხება საეკლესიო დანაშაულს (ანუ მძიმე ცოდვას) ის, რომ მეგობარს უხეშად მიმართე ან, ვთქვათ, დაამცირე, მესმის და გასაგებია, რომ აღსარების გარეშეც უპრობლემოდ მოგეტევება, თუკი გულით შეინანებ, შენდობას თხოვ მას და ასე შემდეგ. დარწმუნებული ვარ ამ ტიპის ცოდვებზე ჰქონდა წმ. იოანეს საუბარი, რაც (ცოდვის სიმძიმის მიუხედავად) მკაფიოდ ამტკიცებს, რომ არსებულა ცოდვის მიტევების სხვა გზაც და რაკიღა ის არსებობს, მას უკვე შეეძლო ემსჯელა საიდუმლოებათა სიმრავლეზე..... მაგრამ, ისეთ ცოდვებზე, რასაც აუცილებლად აღსარება სჭირდება (ანუ - საეკლესიო დანაშაულებზე), იმოქმედებს შენი აზრით ეგ წესი? ჩემი აზრით - არა -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანუდოსელი |
Oct 31 2007, 07:05 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
შენ მაინც თეოლოგიური კუთხით განიხილავ მაგას და შეიძლება სადღაც მართალი ხარ. კანონიკურად კი სრულიად გაურკვეველ რამეს ამტკიცებ, განსაკუთრებით, როცა საუბარი ეხება საეკლესიო დანაშაულს (ანუ მძიმე ცოდვას) დღეს გავიგე, რომ სეკლესიო კანონიკა და თეოლოგია სხვადასხვა რამეებია... ისე მამენტ იხილე ზემო პოსტი რაა... დამდე პატივი ეს იმ შუაშია რომ ხანდახან ,თემას შორდები ხოლმე ჰო, ნაღდად ეგრეა მგონი -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 11:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი