პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
KAIROS |
Feb 7 2007, 09:23 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ვიწყებ მარიამის მიერ დასმული კითხვაზე ფიქრით...
http://church.ge/index.php?showtopic=576 "ლოცვა უცნობი ადამიანისათვის" მამაო პასუხში რამოდენიმე საინტერესო საკითხს აყენებს, განიხილავს რა ზოგადად ლოცვის არსს და აუცილებლობას, სცდება "უცნობი" ადამიანის თემას და "ნაცნობი " ანუ ჩვენს მიერ ნაცნობ ადამიანებს ახარისხებს, ვისზე უნდა ვილოცოთ და ვისზე არა, ბრძანებს: "... ადამიანები, რომელთაც იციან ჭეშმარიტება და ნებით ეწინააღმდეგებიან მას, ვერ იქნებიან მოხსენიებულნი ლოცვაში..." და სხვაგან: " ... (თუ) ადამიანი შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, ცხადია, განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით." ჯერ ერთი ამ ორ თეზისს შორის დაპირისპირებაა, რამეთუ სხვაა "ვერ იქნებიან მოხსენიებულნი" და სხვაა "განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით", რადგან მოყვასისათვის განსაცდელს რად უნდა ვერიდოთ? მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის ლოცვები, რომლებსაც ჩვენ დილა-საღამოს ვკითხულობთ: "უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ყვენ იგინი წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ მხოლოდ-ჭეშმარიტი ღმერთი და თაყუანი-გცენ. (მეტანია)" რამეთუ მწვალებლები თავისუფლად თავსდებიან იმათ რიცხვში ვინც " შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას", მაშინ რატომ ვლოცულობთ მათზე? თუ მხოლოდ სახელის ხსენება- არ ხსენებაზეა ყველაფერი დამოკიდებული? ... საკითხი ისევ ღიაა და დიდად დამავალებთ, თუკი მამებზე დაყრდნობით მშვიდად განვიხილავთ ამას, რამეთუ მაგ სიაში მოსახსენებელი ნაცნობები ბევრსა გვაყვს... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Oct 31 2007, 09:13 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
როგორც ვატყობ უპასუხოდ რჩება ჩვენი დამატებითი კითხვები, თოფიქი , ისე ვიმეორებ
ციტატა ითვალისწინებს კითხვებზე ჩაღრმავებას , ამიტომ ისევ ერთი კითხვა:ანუკა წერს: (მომყავს ნაწყვეტი) " მამაო დამლოცეთ უპირველეს ყოვლისა ბოდიშს მოგიხდით ამ უხერხული კითხვის გამო ძალიან მაინტერესებს(რომ არ შევცდე) მე როგორც გავიგე თურმე როდესაც ქორწინდები ცოლ-ქმრისტვის ჯვრის დაერის შემდგ თურმე რაც არ უნდა მარხვა იყოს ერთი წელი ხსნილია ცხოვრება(სეხსუალური კავშირი) რამდენად მართალია მამაო ეს ,გთხოვთ განმიმარტოთ, მამა ირაკლი Oct 28 2007, 05:16 PM პოსტი #2 Advanced Member საერთოდ ასეთ ინტიმურ ანუ პირადულ საკითხებზე მაინც სჯობია პირადი საუბარი,ისე კი ვიტყვი რომ მარხვისაგან არავინ არ თავისუფლდება!და ასეთი ზოგადი რაიმე წესი არ არსებობს. ........................... მამაო, პასუხის პირველი ნაწილი გასაგებია, მაგრამ გთხოვთ დაგვიზუსტოთ აქ რას გულისხმობთ ციტატა მარხვისაგან არავინ არ თავისუფლდება ? თუკი კვებითი ან ლოცვით მარხვა იგულისხმება გასაგებია, მაგრამ კითხვა ხომ ცოლ-ქმრის თანაცხოვრებას ეხებოდა ( მითუმეტეს პირველივე წელს!), და აკრძალვა კანონიერი და ნაკურთხი თანაცხოვრებისა თუნდაც მარხვაში , ხომ საერთოდ უცნობია საეკლესიო კანონიკისათვის ( გარდა ზიარების წინა დღისა, წითელი პარასკევისა და სხვა მსგავსი გამონაკლისებისა)?აკი ცნობილია, რომ მხოლოდ ურთიერთთანხმობით და ისიც მოძღვართან შეთანხმებით შეიძლება წყვილმა ( თან არანაირად ახლადდაქორწინებულებმა) თავი შეიკავონ მარხვაში თანაცხოვრებისაგან, თან ეს მათ ღვაწლში ეთვლებათ... მოკლედ პასუხი ჩასაღრმავებელია, გთხოვთ განგვიმარტოთ.დიდი მადლობა, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:38 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი