![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
KAIROS
ციტატა თუკი კვებითი ან ლოცვით მარხვა იგულისხმება გასაგებია, მაგრამ კითხვა ხომ ცოლ-ქმრის თანაცხოვრებას ეხებოდა ( მითუმეტეს პირველივე წელს!), და აკრძალვა კანონიერი და ნაკურთხი თანაცხოვრებისა თუნდაც მარხვაში , ხომ საერთოდ უცნობია საეკლესიო კანონიკისათვის ( გარდა ზიარების წინა დღისა, წითელი პარასკევისა და სხვა მსგავსი გამონაკლისებისა)?აკი ცნობილია, რომ მხოლოდ ურთიერთთანხმობით და ისიც მოძღვართან შეთანხმებით შეიძლება წყვილმა ( თან არანაირად ახლადდაქორწინებულებმა) თავი შეიკავონ მარხვაში თანაცხოვრებისაგან, თან ეს მათ ღვაწლში ეთვლებათ... მოკლედ პასუხი ჩასაღრმავებელია, გთხოვთ განგვიმარტოთ. ვერ მივხვდი აქ რაზეა საუბარი? მარხვაში ეზლევათ ვინმეს ნება ცოლ ქმრული თანაცხოვრებაზე? ნუ გამონაკლისებს არ ვგულისხმობ, როცა ან ერთია ურწმუნო ან მეორე და ოჯახს დანგრევის საშიშროება ექმნება. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ვერ მივხვდი აქ რაზეა საუბარი? მარხვაში ეზლევათ ვინმეს ნება ცოლ ქმრული თანაცხოვრებაზე? ნუ გამონაკლისებს არ ვგულისხმობ, როცა ან ერთია ურწმუნო ან მეორე და ოჯახს დანგრევის საშიშროება ექმნება. რათქმაუნდა ალექსანდრე! ცოლქმრული ურთიერთობა არის ნაკურთხი, და მარხვაში მისი აკრძალვა არ შეიძლება, როგორც მამაომ დააზუსტა, კარგი იქნება თუ თავს შეიკავებენ, მაგრამ ეს აუცილებლობად კი არ უნდა გაიგოს, არამედ როგორც ღვაწლი,ასე რომ როგორც ნებისმიერი ღვაწლის თავსდების შემთხვევაში, ასევე ამ ღვაწლს ანუ თავის შეკავებას თუ გადაწყვეტს წყვილი აუცილებლად მოძღვარს უნდა დაეკითხონ ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 09:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი