აღსარებასთან დაკავშირებული პრობლემები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აღსარებასთან დაკავშირებული პრობლემები |
ზებედე |
Aug 4 2007, 12:37 AM
პოსტი
#1
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
„უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ ცოდვაჲ არა გვაქუს, თავთა თჳსთა ვაცთუნებთ და ჭეშმარიტებაჲ არა არს ჩუენ თანა. უკეთუ აღვიარნეთ ცოდვანი ჩუენნი, სარწმუნო არს და მართალ, რაჲთა მოგვეტევნეს ჩუენ ცოდვანი ჩუენნი და განგუწმინდეს ყოვლისაგან სიცრუისა“ (I ინ. 1,8-9).
აღსარებასთან დაკავშირებული პრობლემები არც თუ ისე ცოტაა მრევლში. ზოგს ჰგონია რომ უცოდველია, და მოძღვართან რომ მიდის ეუბნება რომ "ცხოვრებაში არავინ მოუკლავს" და "ბოროტება არ ჩაუდენია," ან კიდევ "ქათამი დაუკლავს" და იმას ინანიებს.... არის მეორე მომენტიც, როცა ადამიანებს უჭირთ აღსარებაზე საუბარი, ანუ ვერ აყალიბებენ აზრს, არ იციან როგორ უნდა თქვან ესა თუ ის ცოდვა, იბნევიან.... შეიძლება თუ არა მამაკაცებს აღსარების ჩამოყალიბებაში და იმ პრობლემებზე, რასაც ვერ აბამენ თავს მონანულები დაეხმაროს კომპეტენტური ერის ადამიანი, ვინც იცის აღსარების ჩაბარება და როგორ უნდა უთხრას მონანულმა ესა თუ ის ცოდვა მღვდელს? მე არ ვგულისხმობ რომ ერის ადამიანს გაანდონ ცოდვები რის ჩაბარებასაც აპირებენ მღვდელთან, მაგრამ ხომ არის ისეთი საკითხები რომლებზეც არ იციან როგორ უნდა ჩააბარონ მოძღვარს? ანუ მოამზადოს კომპეტენტურმა ადამიანმა აღსარებისთვის მონანულები, რომ მრუშობის მაგივრად არ თქვან ამ სიტყვის "ქუჩური ჟარგონი" ან "ქათმის დაკვლის" აღსარება.... პრობლემებია ქალებშიც, ბევრმა ქალებმაც არ იციან როგორ ჩააბარონ აღსარება და ესაუბრონ მღვდლებს ქალურ პრობლემებზე...დედათა მონასტრებში იღუმენიები და წინამძღვრები ამზადებენ დედებს აღსარებისთვის, ესაუბრებიან თუ როგორ ჩააბარონ მღვდლებს აღსარება, ერში ქალებს არ ჰყავთ ასეთი "დამხმარეები," შეიძლება თუ არა ერში მცხოვრებმა ქალებმა აღსარებისთვის "კონსულტაცია" გაიარონ იღუმენიებთან, ან მიეცეს ერში ისეთ ქალს (რომელმაც იცის აღსარების პრობლემები) იმის კურთხევა რომ მოამზადოს აღსარებისთვის და ასწავლო თუ როგორ უნდა ჩააბარონ ქალებმა აღსარება? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
გლახა |
Nov 1 2007, 12:49 PM
პოსტი
#2
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
კანუდოსელი
ვფიქრობ რომ მხევალი ნინო ამ საკითხში არ არის კომპეტენტური და მან ამ თემაში არ უნდა პოსტოს ... |
მარიამი |
Nov 1 2007, 12:54 PM
პოსტი
#3
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
კანუდოსელი ვფიქრობ რომ მხევალი ნინო ამ საკითხში არ არის კომპეტენტური და მან ამ თემაში არ უნდა პოსტოს ... შენი გადასაწყვეტია ვინ სად დაპოსტავს? და შენ რა იცი ვინ რაშია კომპეტენტური? ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგდის? თუ მასეა, შენ ამ ფორუმზე საერთოდ არ უნდა პოსტავდე, ჩემი აზრით! -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 07:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი