სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| marine |
Nov 1 2007, 05:45 PM
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,021 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
1. დემეტრე (დიმიტრი I), - დავით აღმაშენებლის ძე, მეფობდა 1125-1155 წწ. ბერად შედგა დანიელის სახელით, მონოზონობაში დაჰყო ერთი წელი, გარდაიცვალა 1156 წ.
წყაროები: ნიკორწმინდის სულთა მატიანეში იკითხება: "დიმიტრი მართლმადიდებელისა მეფისა, რომელმან მონაზონობისა ღვაწლთა შემოსვითა სრულყო საწუთო ესე. საუკუნოს იყავნ ხსენება." ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე: "წარვლო ცხოვრება და მიიწია სრულქმნილი სიბერესა, შეიმოსა ჩოხა და იკურთხა სქემითა, დაყო წელიწადი ერთი და მოკუდა." 2. თამარი, დავით აღმაშენებლის ასული, დაი კატაისი (ბიზანტიის იმპერატორის შვილის ბრიენის მეუღლე, და დიმიტრი I მეფისა, ცოლყოფილი აღსართან შირვან შაჰისა, ააშენა თიღვის ეკლესია. შემონოზონდა თომას სახელით, საფიქრებელია თიღვის მონასტერში. გარდაიცვალა 1156 წ. ნიკორწ. სულთა მატ.: "თამარ თომაი დასა დედოფლისა და მეფისა, მონაზონებისა ზეშთა განბრწყინვებულისა საუკუნოს იყავნ." ქართლის ცხოვრება: "ამასვე წელსა მეფე დემეტრე მოკუდა და დაი დემეტრესი თამარ, თიღვისა აღმშენებელი, იგიცა შემონაზონებული გარდაიცვალა და დაი მისი კატაი დედოფალი საბერძნეთს გათხოვილ იყო." 3. ალექსანდრე I დიდი, კონსტანტინე I-ის ძე, მეფობდა 1412 - 1443. ბერად შედგა 1443 წ. აბრაჰამის სახელით მცხეთას, სადაც ააშენა სადგომად სახლი მისი სამარხის, მთავარანგელოზის ეკვდერთან. ნიკორწ. სულთა მატ.: "ღვთივ გვირგვინოსნისა მეფეთ-მეფისა ალექსანდრე ყოფილისა აბრაამისი საუკუნოს იყავნ." ქართლის ცხ.: "ქორონიკონსა რლ (1443)... ხოლო თვით მეფემან ალექსანდრე სახე მონაზონებისა შეემოსა და უწოდეს სახელად ათანასე, და აღაშენა მისთვის სენაკნი და სახლნი დიდნი ქვიტკირისანი მცხეთას მისგან აშენებულს მთავარანგელოზის ეკუდერთან, და მუნ დადგა ვიდრემდის ცხოვრობდა სასოებით და მოღუაწებითა." ზემომოტანილ წყაროებში ალექსანდრეს მონოზნობის სახელი სხვადასხვაა: "აბრაჰამი და ათანასე, როგორც ექ. თაყაიშვილიც ფიქრობს, ნამდვილად უნდა მივიჩნიოთ აბრაჰამი. რადგან ეს ცნობა დოკუმენტური ხასიათისაა და უფრო ადრინდელიც, ვიდრე "ახალი ქართლის ცხოვრების" მეორე ტექსტი. (გაგრძელება იქნება) -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| ლილიანა |
Nov 1 2007, 06:31 PM
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
ძალიან საინტერესოა
მადლობა მარინე -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
marine ბერად აღკვეცილი ქართველი მეფეები და მათი ოჯახი წევრები Nov 1 2007, 05:45 PM
t.l. marine
ძალიან საინტერე... Nov 1 2007, 06:12 PM
solomony მეც მაინტერესებს ე... Nov 1 2007, 06:23 PM
marine t.l.
solomony
ლილიანა
პირი... Nov 2 2007, 11:33 AM
ქავთარაძე ამათი დიდი ნაწილი ... Nov 2 2007, 11:37 AM
marine
ამათი დიდი ნაწილი ... Nov 2 2007, 11:42 AM
ქავთარაძე marine
არა მე ინფო არ მა... Nov 2 2007, 11:49 AM
marine 6. დავითი, კონსტანტი... Nov 2 2007, 01:04 PM
marine
გიორგი IX
ქართლის მ... Dec 7 2007, 05:02 PM
ketino
მაინტერესებს სად ... Nov 2 2007, 04:52 PM
marine
ხოდა, თუ ვინმემ უფრ... Nov 2 2007, 05:07 PM
staywhite
marine
არა მე ინფო არ მ... Nov 2 2007, 07:01 PM
marine
მაინტერესებს ასეთ... Dec 7 2007, 03:57 PM
marine თეიმურაზ I იყო ფრია... Dec 12 2013, 10:40 AM
marine "ქორონიკონსა რლ, ... Apr 3 2015, 03:36 PM
marine "თავდაპირველად ა... Oct 10 2016, 01:00 PM
marine "ესოდენ დიდებული ... Oct 27 2016, 02:54 PM
marine "მწირ ცნობებზე და... Apr 17 2017, 04:50 PM
marine "ნიკოლოზ კათოლიკ... Aug 16 2017, 11:38 AM
marine "1603 წელს თინათინი... Sep 5 2017, 06:44 PM
marine "დიდებულთათვის უ... Sep 6 2017, 06:31 PM
marine "ბავშვობიდან მოყ... Sep 14 2017, 10:27 AM
marine 1615-1716 წლებში მეფობდნ... Sep 19 2017, 09:47 PM
marine სამცხის ათაბაგ-ჯაყ... Sep 30 2017, 10:40 AM
marine "ბაგრატიონი ბაგრ... Feb 6 2018, 12:40 PM
marine "ის, რომ "არა ხოლ... Jul 18 2018, 09:50 PM
marine "1525 წელს ქართლის მ... Aug 3 2019, 09:19 PM
marine "ალექსანდრე მეფე... Apr 5 2021, 08:48 PM
marine "[აშოთან მუხრანბა... Jun 20 2022, 07:05 PM
marine "თამარ ბაგრატიონ... Jun 20 2022, 07:30 PM
marine "ცნობილია რომ თინ... Jun 21 2022, 02:12 PM
marine "უკანასკნელი ანდ... Jun 22 2022, 11:50 AM
marine "მარიამი [ასული ა... Jun 23 2022, 12:56 PM
marine "წმიდა დედათა დას... Apr 5 2023, 09:47 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd November 2025 - 05:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი