რა გავაკეთოთ, რომ ფონდი უფრო ეფექტური გახდეს?, გისმენთ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა გავაკეთოთ, რომ ფონდი უფრო ეფექტური გახდეს?, გისმენთ... |
ნათია |
Oct 1 2007, 10:40 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
იქნებ ერთად გვეფიქრა და მოგვეძია გზები სპონსორის შესახებ
იდეები მადლობა neo-ს -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
გიორგი |
Nov 1 2007, 09:33 PM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
იქნებ ერთად გვეფიქრა და მოგვეძია გზები სპონსორის შესახებ იდეები რამდენიმე იდეა მაქვს... 1. მივწეროთ ჩვენთვის ნაცნობ კომპანიებს და ბანკებს ელექტრონულ ფოსტაზე ჩვენი საქველმოქმედო ფონდის შესახებ, თანდართული დამადასტურებელი დოკუმენტაციით ელექტრონულ ფორმებში. ავუხსნათ ჩვენი მიზნები, საქმიანობა და ვთხოვოთ სპონსორობა და სანაცვლოდ შევთავაზოთ სარეკლამო ბანერის განთავსება ჩვენს ფორუმზე. წერილები ოფიციალური სახით გავაგზავნოთ და დაველოდოთ პასუხს. 2. შევუთანხმდეთ ხალხმრავალი ფორუმების ადმინისტრაციას და ვთხოვოთ მათ ფორუმებზე განთავსდეს ბმულები ან ბანერები, სადაც მითითებული იქნება ინფორმაცია ჩვენი ფონდის, მისი საქმიანობის და მისი საბანკო ანგარიშის შესახებ, ისე რომ ინტერნეტ-სივრცეში მოხვედრილმა მომხმარებლებმა სურვილის შემთხვევაში გადარიცხონ ფული ჩვენი საქველმოქმედო ფონდის ანგარიშზე. 3. მნიშვნელოვან ობიექტებზე განვათავსოთ შესაწირი ყუთები (დავიწყოთ რამდენიმე ან სულაც ერთი ცალით) 4. ჩვენ თვითონაც თუ საშუალება გვექნება დავაწესოთ ყოველთვიური ჩარიცხვა საკუთარი ანგარიშიდან ანდა პირდაპირ მივაწოდოთ ნათიას გარკვეული, თუნდაც მიზერულად მცირე თანხა, ჩვენ არც ისე ცოტა ვართ, უბრალოდ ორგანიზებულობა გვაკლია, ყველამ ვიცით ვის რისი საშუალებაც გვაქვს უბრალოდ საკუთარ თავს თვითონვე ჩავაგონოთ და დავუწესოთ, რომ თვის ბოლოს თუნდაც 3 ლარს გადავრიცხავთ ფონდის ანგარიშზე, მთავრია სისტემატიზაცია, თუ არა გარანტირებულად თვის ბოლოს მხოლოდ 3 ლარის გადახდის შემთხვევაშიც, ეს თუ 50 ადამიანმა მაინც შეძლო უკვე 150 ლარია... დარწმუნებული ვარ მეტიც შეგვიძლია რეალურად, მოვიკლოთ სულ ცოტა და მივცეთ მას ვისაც სულ არა აქვს და მივცეთ ამას სისტემატიური სახე. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი