პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზია |
Irine |
Aug 24 2006, 10:13 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
პოეზია ყველას გვიყვარს.
მოდით აქ დავწეროთ ჩვენი საყვარელი ლექსები წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე) ლოცვა მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა, მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა; არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა... არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული, შენგან ნამცნების სიყვარულით აღმერნთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“ 1858 კიდევ ერთი ლექსი მედეა კახიძე ვისაც სიყვარული შეუძლია იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია! ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია! ვისაც უხარია ყველაფერი - ტყეებია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია! ვისაც არასოდეს გაუვარდდა, მაინც იმედებით გრძნეულია, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია! -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
guruli |
Sep 8 2006, 10:34 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 30-July 06 მდებარ.: guriashi natanebi, tbilisshi saburtalo da svanetshi chuberi!:)))))) წევრი № 25 |
რადგანაც მართლმადიდებლური ფორუმია, ალბათ უფრო ამაღლებულ თემებზე მოუხდებოდა ლექსები! ჰოდა GO GO GO
-------------------- მშვიდობა და სიყვარული მოგცეთ უფალმა!!!
|
teo.. |
Nov 17 2006, 09:26 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 17-November 06 მდებარ.: USA წევრი № 486 |
რადგანაც მართლმადიდებლური ფორუმია, ალბათ უფრო ამაღლებულ თემებზე მოუხდებოდა ლექსები! ჰოდა GO GO GO ამ გრანდიოზული პოეტების გვერდით ცოტა არ იყოს მერიდება მაგრამ, ვეცდები თემის შესაფერისი ლექსები წაგაკითხოთ ჩემი შემოქმედებიდან სვეტიცხოველთან მოვდივარ... სვეტიცხოველთან მომაწია სიშავემ ღამის, შევჩერდი... გულზე შემომაწვა ტკივილი ლამის, დავჯექ და მუხლი მოვიყარე ტაძრის წინ ღამით, ჩემდა უნებურად ხელი შევახე - გიორგის მახვილს. წამს შეშფოთებულმა ხელის შეხებით წმინდანზე ალბათ, უკან დავიხიე, ტაძარს, კედელზე მივეყრდნე მაგრად, გაოცებული შევყურებდი მოხატულ ფრესკებს და ამ ქვეყნიურს, ვერ ვხედავდი ტაძარში ფერებს. და ცის ტატნობზე, გაიელვა მნათობმა მკრთალად და უკუნეთში შავი ჭინკები გაფანტა სადღაც... და ღამის ცაზე, გამობრჭყინდა მნათობი სვეტად, დაბლა დაეშვა, ტაძარს, გუმბათზე დაედგა სვეტად... და რა ვიხილე, გამობრწყინდა ცით ანგელოზი, შეიძრა -ცა და დედამიწა, იგრგვინა ზეცამ. კიდით - კიდემდა გაიელვა მნათობმა ყველგან და სულიწმინდა გადმოეშვა ტაძარზე მტრედად. და თეთრი იყო იმ საღამოს მიდამო ტაძრის, ისმოდა ირგვლივ ბუკის ცემა, გალობა, ლოცვა... შვება ვიგრძენი, დამიამდა მტკივანი გული, უძლეველის წინ მოვიყარე ცოდვილმა მუხლი. ყოველი გაჰქრა... თენდებოდა ნელ-ნელა ღამე, სვეტიცხოვლიდან არ მინდოდა გამოსვლა გარეთ, გაოცებული, შევყურებდი მოხატულფრესკებს და ამ ქვეყნიურს, ვერ ვხედავდი - ტაძარში ფერებს. 01.31.1993 თეა კანდელაკი ფრესკა ვყოფილიყავ, დავამშვენებდი სვეტიცხოველს. არწივი ვყოფილიყავ, ფრენაში გავლევდი წუთისოფელს, ფერია ვყოფილიყავ, ოქროს დავუყრიდი ჩემი გზის მპოვნელს. წმინდანი ვყოფილიყავ?! ბედს დავულოცავდი აკვნიდან ყოველს, ფრესკა ვყოფილიყავ, დავამშვენებდი სვეტიცხოველს. ჩრდილი, რომ, ვყოფილიყავ, შენთან ვიქნებოდი გართხმული მიწას, ღამე, რომ ვყოფილიყავ, მკლავებში ჩაგიწვენდი ბავშვივით მძინარს. წვიმა, რომ ვყოფილიყავ, იარას ჩამოვბანდი გულ-დამსკდარ მიწას. გზა მაინც ვყოფილიყავ, ის გზა - ტაძრამდე რომელსაც მიჰყავს... ღვინო, რომ ვყოფილიყავ, ღვინო ზედაშის, ჩემით დაგათრობდით, ყინულის გულიც, რომ მქონოდა ჰიჰქად დაგათოვდით. უფლის ანგელოზი ვყოფილიყავ?! ფრთებით გაგათბობდით. თქვენი, რწმენა მაინც ვყოფილიყავ, ხიდი - მანათობლის... მე კი, მთლად ციდა არსება ვარ, ღვთისგან დასახული და მაინც, ეს ყველა, ერთად თავმოყრილი - ჩემშია ჩასახული... 01.28.1998 წელი თეა კანდელაკი -------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 03:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი