![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
მსურს ვისაუბროთ რამდენიმე საკითხზე თანალოცვასა და არამართლმადიდებლურ დენომინაციებთან დაკავშირებით;
1. როდესაც თანალოცვის აკრძალვის შესახებ წმიდა მამები კანონს/ებს იღებდნენ, რა ედო საფუძვლად კანონის მიღებას? რა მოვლენების ან ეპოქალური ქმედებების შედეგია ის? (გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული კანონი - კონკრეტულ - დროში მომხდარ ფაქტზე იქმნებოდა) 2. რა კრიტერიუმებით დგინდება - არის თუ არა, რომელიმე იერარქის ან მართლმორწმუნის ქმედება თანალოცვაა?... ანუ მაგალითად - ერთად რომელიმე ლოცვის წარმოთქმა ორ ხმაში შეიძლება თუ არა მივიჩნიოთ თანალოცვად და მეორე, მონაცვლეობით წარმოთქმა - არა? არის თუ არა თანალოცვა - მწვალბლებთან თანაზიარება... 3. მწვალებელთა შესაკრებელში შესვლისას, რა უნდა გაითვალისწინოს მართლმორწმუნემ? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
Misha Songulashvili |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ეკუმენისტი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 ![]() |
კანონისტი
ციტატა მართლმადიდებლური, ოღონდ ეს ეტყობა რაღაც ახალი განმარტებაა მწვალებლობის ხშირად გავიგონებთ ეკუმენისტური იდეების მომხრეთაგან, განა არამართლმადიდებელი ქრისტიანებიც ქრისტეს არ მიმართავენ? განა ისინიც არ ადიდებენ წმინდა სამებას? მათ თავად უფალივე უპასუხებს: "არა ყოველმან, რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათაისა" (მათე 7,21) "რაისა მეტყვით მე: „უფალო, უფალო! და არა ჰყოფთ, რომელსა მე გეტყვი თქვენ?" (ლუკა 6,46) დიდი მადლობა რომ მართლმადიდებლობის მართლწერას მასწავლით ![]() ვერ იქნება კარგი ამბავი რომ ვირბინო თქვენს ნაპოსტებზე და გამორჩენილი ასოები გისწოროთ ![]() რაც შეეხება თქვენს არგუმენტებს. ვერ გავიზიარებ, და არც დაგიწუნებთ ![]() ![]() ![]() მნათე ოხ დიდო მწვალებელო, მაგ სიტყვას აგარ ხმარობენ, ვსიო მორჩა ეგ დრო. ხოდა რახან ეგ სიტყვა კვლავ ამოქექე მწვალებელი ხარ რა, ხალხს აწვალებ შენი იდეებით ![]() -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th July 2025 - 06:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი