სამეცნიერო ლექციები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამეცნიერო ლექციები |
d.p |
Oct 5 2007, 10:21 PM
პოსტი
#61
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,115 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 763 |
მოკლედ აქ დაიდოს საინტერესო ლექციები საბუნებისმეტყველი მეცნიერებაში (არაჰუმანიტარულში ანუ) და მსჯელობა შეიძლება ვისაც აინტერესებს ვინ როგორ გაიგო და რამე ნუ მოკლედ მიხვდიღ ალბათ. ნუ ვიწყებ ნიმა არკანი-ჰამედის ლექციით, რომელიც არის ჰარვარდის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა პროფესორი, ერთ-ერთი უჭკვიანესი ადამიანი დღესდღეობით ალბათ და უძლიერესი მასწავლებელი ასაკის მიუხედავად. მისგან ხშირად გაიგებთ გამოთქმებს როგორიცაა:
"The fastest speed-metal bands don't resolve time scales much smaller than ten to the minus 5 seconds... And they're not worth listening to anyway", მოკლედ ხუმარა ბიჭია რა.... ხოდა ძალიან პოპულარულ დონეზე ყვება აქ და ვისაც google ვიდეოს საშუალება გაქვთ ნახეთ : "Fundamental Physics in 2010". http://video.google.com/videoplay?docid=85...earch&plindex=2 |
გიორგი |
Nov 2 2007, 03:54 PM
პოსტი
#62
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
staywhite
ციტატა სრტინგულ თეორიაზე რას იტყვით სიმების თეორიაც ძალიან საინტერესოა, ამ თეორიის მიხედვით წერტილოვანი ელემენტარული ნაწილაკები ჩანაცვლებულია მერხევი სიმებით, რომლის რხევა (ამპლიტუდა და სიხშირე) განსაზღვრავს ელემენტარული ნაწილაკების თვისებებს და რაობას. სიმები არის ერთგანზომილებიანი წირები, რომელიც შეიძლება ჩაკეტილიც იყოს ან შეიძლება არც იყოს ჩაკეტილი... მაგარი საინტერესოა. რამდენადაც მე ვიცი უნდა არსებობდეს ხუთი განსხვავებული სიმების თეორია, რომელთა გაერთიანება წარმოადგენს უკვე M-თეორიას, ეს ყველაფერი კი ალბათ ბოლოს უმიზნებს უნივერსალური ურთიერთქმედების თეორიას. ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია... აგერ შეგიძლიათ უყუროთ პოპულარულ ინგლისურენოვან გადაცემას: String Theory to M-Theory (სიმების თეორიიდან M-თეორიამდე) ასევე ძალიან საინტერესოა გრავიტაციული ძალების შედარებითი წარმოდგენა ნიუტონის მექანიკაში და აინშტაინის ზოგად ფარდობითობის თეორიაში. საქმე იმაშია, რომ ნიუტონი ფიქრობდა, რომ გრავიტაციული ველის გავრცელება ხდებოდა მეყსეულად - უსასრულოდ დიდი სიჩქარით, მაგრამ აინშტაინმა დააწესა სამყაროში სიჩქარის ლიმიტი C და ცხადია გრავიტაციული ძალების გადაცემის სიჩქარეც ამ ჩარჩოებში მოექცა. ძალიან მაგარი ვიდეოსიმულაციაა გაკეთებული მზის სისტემიდან მზის პირობითი გაქრობის შემთხვევაში პლანეტები, როგორ აგრძელებენ ორბიტალურ მოძრაობას 4-განზომილებიანი (x,y,z,t) სივრცედროითი სტრუქტურის გეოდეზიური წირების გასწვრივ, მანამ სანამ მზის გაქრობით გამოწვეული გრავიტაციული ტალღა არ მოაღწევს დედამიწის ორბიტამდე, რომელიც სინათლის C სიჩქარით ვრცელდება სამყაროში. შეგიძლიათ უყუროთ ინგლისურენოვან გადაცემას: General relativity & Gravity (ზოგადი ფარდობითობა და გრავიტაცია) P.S. რამდენადაც მე ვიცი სამყაროში სიჩქარის ლიმიტი C გამოწვეული უნდა იყოს მასის უსასრულოდ გაზრდით და შემდგომი აჩქარების შეუძლებლობით, სინათლის სიჩქარეს მგონი მხოლოდ ის ნაწილაკები უნდა აღწევდნენ, რომლებსაც უაძრაობის მასა არ გააჩნიათ, ჰოდა თუ წარმოვიდგენთ, რომ ნაწილაკს არც მოძრაობის მასა არ გააჩნია (არადა ჰიპოთეზურად გრავიტონი სწორედ ასეთადაა ნავარაუდევი) მაშინ რატომ არ შეიძლება რომ ის მოძრაობდეს სინათლის სხივზე სწრაფად?! ვთქვათ 10C... სადღაც წავიკითხე კიდეც ამგვარი მოსაზრება, რაზეც იყო აგებული გრავიტონის დროში მოგზაურობის ვარიანტი, როგორც ისეთი სიჩქარით მოძრავი ობიექტის, რომლის დროსაც დრო უარყოფითი ხდება. არ შეიძლება, რომ აინშტაინის თეორია არ იყოს სრულყოფილი და მზის პირობითი გაქრობის შემთხვევაში პლანეტებმა დაიწყონ წრფივი მოძრაობა მხების გასწვრივ უფრო ადრე (თუმცა არა მეყსეულად) ვიდრე მზის გამოსახულება გაქრებოდეს პლანეტის ზედაპირზე მყოფი დამკვირვებლისთვის? მგონი კი... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 07:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი