ქართული საბრძოლო ხელოვნება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული საბრძოლო ხელოვნება |
ქავთარაძე |
Nov 6 2006, 07:16 PM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
ქართული საბრძოლო ხელოვნება ქართული კულტურის ერთ-ერთი ძირძველი და განუყოფელი ნაწილია. ისევე როგორც ქართული კულტურა მთლიანად მსოფლიო კულტურის ნაწილია ასევე ქართული საბრძოლო ხელოვნებაც. როგორც ქართულ კულტურას, ქართული საბრძოლო ხელოვნებასაც გააჩნია თავისი თავისებურებები რითაც ის გამოირჩევა მსოფლიო საბრძოლო ხელოვნებებისგან. რასაც განაპირობებს მისი ადგილმდებარეობა, ხასიათი, დრო, ისტორია და ა.შ. ქართული საბრძოლო ხელოვნება მოიცავს მსოფლმხედველობრივ ზნეობრივ დოქტრინას, საბრძოლო სახეობებს, მკურნალობის მეთოდებს, თამაშობებს, საბრძოლო სიმღერებს და ცეკვებს, რაც თავის მხვრივ კიდევ იყოფა სახეობებად: _მსოფლმხედველობრივი დოქტრინა: სიბრძნე, სიმართლე და ძალა. _საბრძოლო სახეობები: ფარიკაობები, კრივობები, ჭიდაობები, ხანჯლაობები და სხვადასხვა იარაღებით ბრძოლის სახეობები. _მკურნალობის მეთოდები: სამკურნალო ბალახები, მატე-მატე (უკონტაქტო მასაჟი), მასაჟები, სამკურნალო აბანოები. _თამაშობები: ლელო, ისინდი, ყაბახი, ლახტი და ა.შ. _აღზრდის სისტემებს: მთიელთა აღზრდის სისტემები, ინდივიდუალური აღზრდის სისტემები, საგვარეულო სისტემები, სამეფო და სათავადო აღზრდის სისტემები, სამხედრო სისტემები. _ფიზიკურ-გამაჯანსაღებელ ვარჯიშები: სუნქვითი ვარჯიშები, ზოგადი ფიზიკური (შესამზადებელი) ვარჯიშები, ფსიქოლოგიური. _საბრძოლო სიმღერები: ბრძოლის წინ სამღერი, ბრძოლის შემდგომ, ბრძოლის დროს, სამკურნალო, საფერხულო-რიტუალური. _საბრძოლო ცეკვები: ბრძოლის წინ, ბრძოლის შემდგომ, სამკურნალო, საფერხულო-რიტუალური, როკვები. www.mtavari.ge კარატე, კუნგ ფუ, ძიუდო, აიკიდო და სხვა საბრძოლო ხელოვნებები დღესდღეისობით საქართველოში ყველაზე გავრცელებული არაქართული საბრძოლო ხელოვნებებია. ცოტამ თუ იცის რომ ქართველებსაც გვაქვს ჩვენი საბრძოლო ხელოვნება,მასში პირველ რიგში შეასწავლიან ვაჟკაცობას, ღმერთის პატივისცემა სიყვარულს ,ეკლესიურობას. იზრდებოდნენ და მეტნაკლებად იზრდებიან პატარა ვაჟკაცები. სამწუხაროა რომ დღეს ჩვენს არმიაში ასწავლიან კარატეს და არა ნაციონალურ, საბრძოლო ხელოვნებას. გამოხატეთ თქვენი აზრი (მსგავი თემების შეერთების გამო გამოწვეულ მცირედი პრობლემისა და გარკვეული გაუგებრობის თავიდან აცილების გამო სატევარის პოსტი დავდე ამ თემის საწყისად. პატივისცემით მარინე) |
თათი87 |
Oct 21 2007, 01:24 PM
პოსტი
#2
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ეხლა ვნახე ეს თემა
რამდენიმე სურათი მომეპოვება ჩემს მოკრძალებულ არქივში და დავდებ, მგონი საინტერესო უნდა იყოს ეს ხრიდოლი 19 საუკუნეში ალბათ ეს სპეციალური ტანსაცმელი იყო ხომ? მე სიმართლე გითხრათ ვერ ვერკვევი მაგდენში ეს კი ხრიდოლი 21 საუკუნეში. ალბათ რომელიღაც სოფელში შემორჩენილია კიდევ ხრიდოლის ხელოვნება ასეთი სახით. თუმცა სამწუხაროდ არამგონია, რომ ბევრმა იცოდეს და ალბათ ბევრს ურჩევნია კუნგ ფუ შეისწავლოს ვიდრე ხრიდოლი ისე ცნობისთვის ზოგიერთ ტურიტულ კომპანიას, რომლებსაც ჩამოჰყავთ ტურისტები საქართველოში პროგრამაში უწერიათ ქართული საბრძოლო ხელოვნების - "ხრიდოლის" შესახებ და ანახებენ კიდეც უცხოელებს. -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
xornabujeli |
Nov 3 2007, 10:01 PM
პოსტი
#3
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 |
ეხლა ვნახე ეს თემა რამდენიმე სურათი მომეპოვება ჩემს მოკრძალებულ არქივში და დავდებ, მგონი საინტერესო უნდა იყოს ეს ხრიდოლი 19 საუკუნეში ალბათ ეს სპეციალური ტანსაცმელი იყო ხომ? მე სიმართლე გითხრათ ვერ ვერკვევი მაგდენში ეს კი ხრიდოლი 21 საუკუნეში. ალბათ რომელიღაც სოფელში შემორჩენილია კიდევ ხრიდოლის ხელოვნება ასეთი სახით. თუმცა სამწუხაროდ არამგონია, რომ ბევრმა იცოდეს და ალბათ ბევრს ურჩევნია კუნგ ფუ ( თუ რავი რაც ქვია) შეისწავლოს ვიდრე ხრიდოლი ისე ცნობისთვის ზოგიერთ ტურიტულ კომპანიას, რომლებსაც ჩამოჰყავთ ტურისტები საქართველოში პროგრამაში უწერიათ ქართული საბრძოლო ხელოვნების - "ხრიდოლის" შესახებ და ანახებენ კიდეც უცხოელებს. საინტერესოა! კი ეგ სპეციალური ტანსაცმელი იყო,მაშინ როცა ქართველებს გარეშე მტრებთან ბრძოლა უხდებოდათ,ახლა ამან უფრო სავარჯიშო,ანუ არა საბრძოლო სახე მიიღო. უყურეთ,თქვენ ამას,როგორი კარგი სურათები დადო.გაიხარე თათ! მერე ვინ არ დარწმუნდება ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში:"ლეკვი ლომისა სწორია,ძუ იყოს თუნდა ხვადიო." -ორნი რომ ბროძოლობენ ეგ ახალგაზრდა ნუკრი მჭედლიშვილია,ხრიდოლის ფედერაციის თავკაცი,ამ სურათში ჭაბუკურ ასაკშია.მეორე კი თუ არ ვცდები 80-წლის ხევსური,ხრიდოლის დიდოსტატი,გვარად ლიქოკელია. -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 09:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი