მწვალებლებთან თანალოცვის მსაზღვრელი კრიტერიუმები, მწვალებელთა შესაკრებელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მწვალებლებთან თანალოცვის მსაზღვრელი კრიტერიუმები, მწვალებელთა შესაკრებელი |
მნათე |
Oct 23 2007, 04:01 PM
პოსტი
#221
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მსურს ვისაუბროთ რამდენიმე საკითხზე თანალოცვასა და არამართლმადიდებლურ დენომინაციებთან დაკავშირებით;
1. როდესაც თანალოცვის აკრძალვის შესახებ წმიდა მამები კანონს/ებს იღებდნენ, რა ედო საფუძვლად კანონის მიღებას? რა მოვლენების ან ეპოქალური ქმედებების შედეგია ის? (გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული კანონი - კონკრეტულ - დროში მომხდარ ფაქტზე იქმნებოდა) 2. რა კრიტერიუმებით დგინდება - არის თუ არა, რომელიმე იერარქის ან მართლმორწმუნის ქმედება თანალოცვაა?... ანუ მაგალითად - ერთად რომელიმე ლოცვის წარმოთქმა ორ ხმაში შეიძლება თუ არა მივიჩნიოთ თანალოცვად და მეორე, მონაცვლეობით წარმოთქმა - არა? არის თუ არა თანალოცვა - მწვალბლებთან თანაზიარება... 3. მწვალებელთა შესაკრებელში შესვლისას, რა უნდა გაითვალისწინოს მართლმორწმუნემ? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მნათე |
Nov 4 2007, 12:36 AM
პოსტი
#222
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა რას გეტყვით იცით, ნეტავ გლახას ნაირად ბევრი მართლმადიდებელი იქცეოდეს, რაღა გვიჭირდა აწი? და ის, რომ ადამიანი არ აღიარებს სწორ სარწმუნოებას, განა შეიძლება ასე მოიძულო?? და მთავარი: თემაზე ისაუბრეთ!!! უადგილო სიმკაცრეა... ქალბატონო ელიკო, მე მესმის თქვენი აღმსარებლობის სიმკვეთრის, მაგრამ აღმსარებლობას აქვს ფორმები და ჩარჩოები - რომლის გადაცდენით ჩვენ არათუ სასიკეთოს არამედ უარესს მოვუტანთ ეკლესიას... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Eliko |
Nov 4 2007, 12:52 AM
პოსტი
#223
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 228 რეგისტრ.: 31-July 07 წევრი № 2,552 |
უადგილო სიმკაცრეა... ქალბატონო ელიკო, მე მესმის თქვენი აღმსარებლობის სიმკვეთრის, მაგრამ აღმსარებლობას აქვს ფორმები და ჩარჩოები - რომლის გადაცდენით ჩვენ არათუ სასიკეთოს არამედ უარესს მოვუტანთ ეკლესიას... ოჰ, ესეც კიდევ ერთი ქრისტიანობაზე ლაპარაკის "უფლების მქონე"... ბაღანე, აღმსარებლობის ფორმების და ჩარჩოების გადაცდენა სწორედ ნიშნავს მწვალებლებთან ერთად თანალოცვას. მათდამი პიროვნული თანაგრძნობა, როგორც ადამიანთან მეგობრობა და სიყვარული სულ სხვა რამეა. ეკლესიისთვის ზიანი სწორედ მისი საზღვრების დაუცველობას მოაქვს. და სხვათაშორის, ეკლესია თავად გვიცავს ჩვენ და არა პირიქით. Eliko რას გეტყვით იცით, ნეტავ გლახას ნაირად ბევრი მართლმადიდებელი იქცეოდეს, რაღა გვიჭირდა აწი? და ის, რომ ადამიანი არ აღიარებს სწორ სარწმუნოებას, განა შეიძლება ასე მოიძულო?? და მთავარი: თემაზე ისაუბრეთ!!! ჯერ ერთი, მე სულაც არ ვიცოდი თუ გლახა მართლმადიდებელი არ იყო. და მერე, ვინ თქვა რომ მე მძულს ის??? საიდან გამოგაქვთ ეს დასკვნები? თუ ვამბობ, რომ მწვალებლები არ ეკუთვნიან ეკლესიას, ეს რა, მათდამი სიძულვილის ნიშანია?? რატომ განიცდით ასე მტკივნეულად, რომ ეკლესია მხოლოდ ერთია და არა მრავალი? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 04:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი