მწვალებლებთან თანალოცვის მსაზღვრელი კრიტერიუმები, მწვალებელთა შესაკრებელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მწვალებლებთან თანალოცვის მსაზღვრელი კრიტერიუმები, მწვალებელთა შესაკრებელი |
მნათე |
Oct 23 2007, 04:01 PM
პოსტი
#221
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მსურს ვისაუბროთ რამდენიმე საკითხზე თანალოცვასა და არამართლმადიდებლურ დენომინაციებთან დაკავშირებით;
1. როდესაც თანალოცვის აკრძალვის შესახებ წმიდა მამები კანონს/ებს იღებდნენ, რა ედო საფუძვლად კანონის მიღებას? რა მოვლენების ან ეპოქალური ქმედებების შედეგია ის? (გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული კანონი - კონკრეტულ - დროში მომხდარ ფაქტზე იქმნებოდა) 2. რა კრიტერიუმებით დგინდება - არის თუ არა, რომელიმე იერარქის ან მართლმორწმუნის ქმედება თანალოცვაა?... ანუ მაგალითად - ერთად რომელიმე ლოცვის წარმოთქმა ორ ხმაში შეიძლება თუ არა მივიჩნიოთ თანალოცვად და მეორე, მონაცვლეობით წარმოთქმა - არა? არის თუ არა თანალოცვა - მწვალბლებთან თანაზიარება... 3. მწვალებელთა შესაკრებელში შესვლისას, რა უნდა გაითვალისწინოს მართლმორწმუნემ? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მნათე |
Nov 4 2007, 12:58 AM
პოსტი
#222
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ოჰ, ესეც კიდევ ერთი ქრისტიანობაზე ლაპარაკის "უფლების მქონე"... ბაღანე, აღმსარებლობის ფორმების და ჩარჩოების გადაცდენა სწორედ ნიშნავს მწვალებლებთან ერთად თანალოცვას. მათდამი პიროვნული თანაგრძნობა, როგორც ადამიანთან მეგობრობა და სიყვარული სულ სხვა რამეა. ეკლესიისთვის ზიანი სწორედ მისი საზღვრების დაუცველობას მოაქვს. და სხვათაშორის, ეკლესია თავად გვიცავს ჩვენ და არა პირიქით. მწვალებლებთან თანალოცვის კრიტერიუმებზე უკვე ვისაუბრეთ, ასევე აკრიბა და იკონომია გავარჩიეთ.. ჩვენ ყველას გვაქვს ქრისტესა და ქრისტიანობაზე საუბრის უფლება - ამიტომ გვქვია ქრისტიანები... როგორ უნდა დავეხმარო მე სხვას, თუ ქრისტიანობას არ ვუქადაგებ? ბრმა რწმენა მქონდეს? ბრმა რწმენა ხომ კერპთაყვანისმცემლობაა და ის ვერ განარჩევს მართლმადიდებლობასა და პანთეიზმს? მე მსურს გააზრებულად მწამდეს და ამ გააზრებას სჭირდება აზრების ერთობა, დაწყობა, სახარებასთან და მის მამებისეულ განმარტებასთან შედარება - ასევე ავტორიტეტული მქადაგებლებისა და ღვთისმეტყველების დაჯერება... ჩვენ უბრალოდ უნდა ვდუღდეთ ქრისტეში, ცოდნითა და ამ ცოდნის გამოყენების პერსპექტივით... თანამლოცველობა დღეს იმითაც არის გაუმართლებელი, რომ ის შენ დაგაბრკოლებს -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 03:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი