გამარკვიეთ..., ზოგადი შეკითხვები და ძიებანი ბიბლიაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გამარკვიეთ..., ზოგადი შეკითხვები და ძიებანი ბიბლიაში |
KAIROS |
Jun 24 2007, 11:08 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ამ განყოფილებაში რამოდენიმე ცალკე კითხვისათვის ცალ-ცალკე თემა იხსნებოდა და იკეტებოდა და ა. შ. ახლაც დაიბადა კითხვა და ვფიქრობ, უკეთესი იქნება თუ გავხსნით ამ ახალ თემას, სადაც ყველას შეეძლება დასვას ნებისმიერი კითხვა ბიბლიის პერსონაჟების, ტერმინების, გაუგებარი ადგილების თუ სხვა რამის შესახებ.
წარმატებულ ძიებებს გისურვებთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
დათიკო |
Nov 4 2007, 04:09 AM
პოსტი
#2
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ციტატა ძველ აღთქმაში შეუსაბამობაა? "ბოცვერი, რომელიც იცოხნის, მაგრამ გაუპობელი ჩლიქი აქვს, უწმინდურია თქვენთვის;" (ლევ. 11.5) ბოცვერი არ იცოხნება და არც ჩლიქები აქვს არა შჭამო აქლემი და მაჩვი და ყოველივე ფერჴ-მატყიერი, რამეთუ არა აღმოიცოხნიან და არცა ჭლაკნი განპებულ ასხენ. ნუ შჭამთ, რამეთუ ბილწი არს, ნუცა მომკუდარსა შეეხებით ყოვლისაგან. (მეორე სჯულისა 14.8). აქლემი იცოხნება! როგორც ლოპუხინი განმარტავს, ბიბლიაში ჩამოთვლილ ცხოველებს განასხვავებენ ორი ნიშნით: 1. ჩლიქის მთლიანი გაყოფილობით. და 2. მისი მცხოვნელობით. ანუ იცოხნის თუ არა. ბიბლიაში მოყვანილია 10 სახეობა, რომელიც აკმაყოფილებდა ასეთ მოთხოვნებს (ქონდა გაყოფილი ჩლიქი და იცოხნიდა) ამ ორი თვისებიდან ერთ-ერთის არ არსებობა აუწმინდურებდა ცხოველს. მაგალითად აქლემს, რომელსაც არ აქვს ჩლიქი გაყოფილი. რაც შეეხება ჩვენეულ ბოცვეს, ან ყურდღელს, ის არ აკმაყოფილებდა ამ მონაცემებს. იცოხნიდა, მაგრამ არ ქონდა გაყოფილი ჩლიქი. (აქ მე კვლავაც მიჭირს ჩავწვდე აზრს, რადგან კურდღელს საერთოდ არ აქვს ჩლიქი და რატომ არის საუბარი მის ჩლიქებზე?) მოდით თარგმანებს გადავხედოთ: რუსულ თარგმანში ნახსენებია ცხოველი тушкатчик. უცნაურია, მაგრამ тушкатчик სულაც არ ნიშნავს ბოცვერს, არამედ რაღაც თაგვისმაგვარი არსებაა, რომელსაც ასევე არ აქვს ჩლიქები, არამედ საკმაოდ გრძელი ტერფები აქვს. კინგ ჯეიმსის თარგმანში არის coney, რომელიც ასევე ზაზუნას მაგვარი არსებაა. სხვა თარგმანში არის სიტყვა rock-badger, რაც არც მეტი არც ნაკლები "სუსლიკია" ხოლო Douay Rheims ბიბლიაში კი არის სიტყვა cherogrillus, რისი თარგმნაც ვერ მოვახერხე, ასევე ლათინურ ვულგატაშიაც chyrogryllius... ვიკიპედიაში მას მაჩვს ადარებენ, მაგრამ რაღაც მეეჭვება. მხოლოდ ერთი-ორ ახალ ინგლისურ თარგმანში წერია rabbit ანუ კურდღელი. ებრაულად კი ეს მუხლი ასე გამოიყურება ואת־השפן כי־מעלה גרה הוא ופרסה לא יפריס טמא הוא לכם׃ მოკლედ სრული გაუგებრობაა. ჩემი აზრით ორიგინალში უნდა ყოფილიყო ცხოველი, რომელიც ძალიან წააგავდა კურდღელს, სუსლიკს ან მინდვრის დიდ ვირთხას და მას ქონდა გაუყოფელი ჩლიქი. ხო, მართლა, ბერძნულ სეპტუაგინტაში როგორაა ვერსად ვნახე... იქნება ნახოს ვინმემ. საინტერესოა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:45 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი