![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ქავთარაძე |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
ხშირად მსმენია თუნდაც ეკლესიაში-ეგ სატანისტი როკერია, FუF როკერი, რას გვანან ეშმაკებივით არიან, მაგათთან როგორ უნდა ვიმეგობრო და ასე შემდეგ.
რა დამოკიდებულება გაქვთ ამ ხალხის მიმართ. ბევრმა შეიძლება თქვას გვეცოდებაო, მაგრამ ჩემი აზრით ამ ხალხს ჩვენს სიბრალულზე მეტად აი ეს ბარიერი აღიზიანებს. მე ბევრ "ეკლესიურ" ადამიანზე მეტად კეთილ "როკერს" ვიცნობ . ეგება რამენაირად გვეცადა დავახლოებოდით ამ ხალხს? |
![]() ![]() |
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
ხშირად მსმენია თუნდაც ეკლესიაში-ეგ სატანისტი როკერია, FუF როკერი, რას გვანან ეშმაკებივით არიან, მაგათთან როგორ უნდა ვიმეგობრო და ასე შემდეგ. რა დამოკიდებულება გაქვთ ამ ხალხის მიმართ. ბევრმა შეიძლება თქვას გვეცოდებაო, მაგრამ ჩემი აზრით ამ ხალხს ჩვენს სიბრალულზე მეტად აი ეს ბარიერი აღიზიანებს. მე ბევრ "ეკლესიურ" ადამიანზე მეტად კეთილ "როკერს" ვიცნობ . ეგება რამენაირად გვეცადა დავახლოებოდით ამ ხალხს? ბუნებით კეთილი ბევრი ადამიანია, მაგრამ... განსაკუთრებულ ბარიერს ვერ ვხედავ, ბევრი ასეთი როკერი მეგობრობს ეკლესიურ ხალხთან. თუმცა, ზოგი რადიკალი ეკლესიაშიც გვხვდება, მართალია, მაგრამ მასობრივი სახე ამას არ აქვს. რო არ დადიან ეგეც მრევლის ბრალია. ეგეთი ადამიანი რო ეკლესიაში დაინახონ ეგრევე თვალებს შეაყრიან რასაცქვია ![]() თვალებს შეაყრიან იქნებ განგვიმარტო? დახმარებაზე ლაპარაკიც ზედმეტია როცა ცხვირის აბზუებას ვიწყებთ ![]() დაპირისპირება არსებობს მსოფლმხედველობებს შორის - ადამიანებს შორის მხოლოდ სიყვარული უნდა არსებობდეს ![]() 100% მნათე მეგობრობა სულთა ერთობაა. მუსიკალური გემოვნება კი სწორედ სულის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა. მართალია, მუსიკის მიხედვით არასდროს შემირჩევია მეგობრები, მაგრამ ყოველთვის ისე ხდებოდა, რომ ვისთანაც სულიერ ერთობას ვიპოვიდი, მოგვიანებით აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ მუსიკალური გემოვნებაც მსგავსი გვქონდა... და ეს ბუნებრივი მგონია. არაფერს ვამტკიცებ, რა თქმა უნდა. შეიძლება ვცდები ![]() ჩემთან ყოველთვის ასე არაა, მაგრამ ბევრი მეგობარი ჩემს გემოვნებას იზიარებს. ამ ერთი ნიშნით ვერ განსაზღვრავ, მაგრამ უსაფუძვლო მტკიცება ნამდვილად არაა. სიყვარულით შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი გიყვარდეს, მაგრამ ძალიან ბევრი მეგობარი ვერ გეყოლება. მეგობრული სიყვარული მაინც სხვაა და იმ სულთა ერთობამდე მიდის, რომელზეც ზემოთ დავწერე (ჩემი აზრით, რა თქმა უნდა). ძალიან ბევრი კი არა, ყველა უნდა გიყვარდეს (ეჰ, შორს ვართ ჯერ მაქედან), მაგრამ მეგობარი მართლაც ვერ იქნება ყველა. მნათე საინტერესოა, რატომ გგონია რომ როკი არ არის მუსიკა? რა თქმა უნდა ის მუსიკაა, თუმცა იმაში კი გეთანხმები, რომ მას გარკვეული იდეოლოგია გააჩნია. თუმცა დღეს ამან სხვა ფორმა მიიღო. ადრე როკი მართლა თავისუფლების, ნონკონფორმიზმის, პროტესტის სიმბოლო იყო. დღეს ის მხოლოდ ანარეკლია ამისა. დღეს ის უბრალოდ მუსიკალურ მიმდინარეობად ჩამოყალიბდა. ის ახალგაზრდები, რომლებიც თავისქალიანი მაისურებით დადიან, გრძელ თმებს ატარებენ და ჯაჭვები აქვთ ჩამოკიდებული, საკმაოდ შორს არიან იმ შორეული წინაპრებისგან, რომლებსაც ნამდვილად გააჩნდათ პროტესტი არსებული იდეოლოგიის, წეს-წყობილების, ტრადიციების მიმართ. დღევანდელებს კი უფრო მოდად ეჩვენებათ. ნადვილი როკერი, ისეთი როგორსაც შენ ამბობ, მე კაი ხანია აღარ მინახავს. არა იმიტომ რომ მათ კონცერტებზე აღარ დავდივარ, არამედ იმიტომ რომ ისინი ძალიან ცოტანიღა დარჩნენ. ისე, რომ გავიხსენო ის ძველი როკერები, ისინი რელიგიასთან, სულიერებასთან და საკუთარ თავთან ჩაღრმავებასთან უფრო ახლოს იყვნენ, ვიდრე გოგლიმოგლზე გაზრდილი დედიკოს ბიჭები. ![]() უუბრალოდ, აქ არც ის ადგილია და არც ის დრო, სადაც და როდესაც როკის ფილოსოფია ჩამოყალიბდა, ამიტომ ისე ვეღარ ვლინდება. მაგრამ ამ მუსიკაში მაინც დევს პროტესტის სული (ეს ყველაზე ნაკლები უბედურებაა, სხვაც ბევრი რამე დევს, ხომ იცი), რომელიც ადამიანზე გავლენას ახდენს. თვითჩაღრმავებასთან ბუდისტი ბერები რომ არიან ახლოს, იმათთან როკერები ვერ მივლენ, მაგრამ ისინი სადაც მიდიან, კი ვიცით. ბუდას სახეზე შეყინული ღიმილი რომ მახსენდება, კაიფში ჩარჩენილს რომ უგავს, თმები ყალყზე მიდგება ხოლმე. ყველა ფიქრობს და ყველა გრძნობს... სწორედ ამ ფიქრთა გამოხატულებას ეძებს ხალხი სხვადასხვა მიმდინარეობის მუსიკაში....... მე ჩემი ფიქრები როკში (ძველ) აღმოვაჩინე ...... ![]() კი, მაგრამ ყველა სწორად ვერ ფიქრობს და გრძნობს (ჩემი თამადობით). კარგ ადგილას ვერ აღმოგიჩენია დაიკო ![]() -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd August 2025 - 04:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი