სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| შოთა |
Nov 17 2006, 02:58 PM
პოსტი
#1
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,637 რეგისტრ.: 28-July 06 მდებარ.: tel-aviv წევრი № 22 |
კითხვა: ერთნაირი სარწმუნოება აქვთ მართლმადიდებლებსა და ლათინებს?
მიგება: არა, მათ შორის არის განსხვავება და საკმაოდ სერიოზული. კ.: რითი განსხვავდება ერთმანეთისაგან კათოლიკეთა და მართლმადიდებელთა სარწმუნოება? მ.: მართლმადიდებლებმა შემოინახეს ქრისტიანული სარწმუნოება წმიდად და შეურყვნელად, ანუ ისე, როგორც განგვიცხადა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, როგორც ქადაგებდნენ მოციქულები და განმარტავდნენ მსოფლიო საეკლესიო კრებები, წმიდა მამები და მასწავლებლები ეკლესიისა; კათოლიკეებმა კი დაამახინჯეს ქრისტიანული სარწმუნოება მთელი რიგი მწვალებლური სწავლებებით და შემოიღეს წმ. ეკლესიის გარდამოცემასთან შეუთავსებელი წეს-ჩვეულებანი. კ.: დიდი ხანია, სარწმუნოებრივი დაბნეულობა გაჩნდა დასავლეთის ეკლესიაში? მ.: სარწმუნოებრივი დაბნეულობა IX საუკუნეში განცხადდა და მას შემდეგ ეს პროცესი დღემდე არ შეწყვეტილა. კ.: რა მოიმოქმედა ეკლესიამ ლათინთა შორის გაჩენილი არასწორი სწავლების საპასუხოდ? მ.: ეკლესია მიუთითებდა მათ შორის გაჩენილ შეცდომებსა და არასწორ სწავლებაზე და მოუწოდებდა სიწმიდის დაცვისაკენ, მაგრამ კათოლიკეები წინააღმდეგობას უწევდნენ, რითაც ფაქტიურად თვითონ დააყენეს თავიანთი თავი ეკლესიის გარეთ. ამის შემდეგ ეკლესიამ ჩამოიშორა ისინი. კ.: სწორად მოიქცა ეკლესია, როცა მოიკვეთა კათოლიკეები? მ.: დიახ, სწორად მოიქცა, რადგან ეკლესია თითქმის ერთ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მოთმინებით, მაგრამ დაჟინებით მოითხოვდა კათოლიკეთაგან - არასწორი სარწმუნოებრივი სწავლების უარყოფას. მაგრამ ისინი წინ აღუდგნენ ეკლესიის სწავლებას და ვინც ეკლესიისას არ ისმენს, „იყავნ იგი შენდა ვითარცა მეზუერე და წარმართი“, (მათე 15,17). პავლე მოციქული გვასწავლის: „მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე. უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არ ეგევითარი იგი და ცოდვას და არს იგი თვით დასჯილ“ (ტიტე 3, 10-11) კ.: რა ცდომილებანი გააჩნია დღეისათვის დასავლეთის ეკლესიას? მ.: ეს ცდომილებანი შემდეგია ა) კათოლიკენი ასწავლიან, თითქოსდა რომის პაპი არის ღმერთის მოადგილე დედამიწაზე; ბ) ამბობენ, რომ რომის პაპი, როდესაც სარწმუნოებაზე საუბრობს, არასოდეს ცდება, ანუ მის შეუმცდარობას ამტკიცებს; გ) მათ სწამთ, თითქოს სული წმიდა გამოდის არა მხოლოდ მამისაგან, არამედ ძისაგანაც; I-II მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მიღებული „მრწამსის“ საწინააღმდეგოდ. დ) აღიარებენ ღვთისმშოვლის უბიწოდ ჩასახვას იოაკიმესა და ანასაგან; ე) აქვთ სწავლება, თითქოს წმიდანებს იმაზე მეტი ღირსება და დამსახურება აქვთ, ვიდრე ეს ერთი ადამიანის ცხონებისათვის არის საჭირო; ვ) ბავშვებს არ სცხებენ მირონს და არ აზიარებენ; ზ) ერის ადამიანებს არ აზიარებენ სისხლით; თ) ზიარებაში იხმარება გაუფუებელი პური; ი) მარხულობენ შაბათს; კ) ღვთისმსახურებისას იყენებენ ორღანს და სხვ. ერთი სიტყვით, დიარღვა დოგმატური ერთობა - ეკლესიის ერთობის პრინციპი, ერთმა ეკლესიამ მიითვისა ზოგადად მთელი ეკლესიის ღირსება; სიყვარულის პრინციპი შეცვალა დამორჩილების პრინციპმა. -------------------- http://www.youtube.com/user/shotka84tube
|
![]() ![]() |
| დათიკო |
Nov 18 2006, 07:49 PM
პოსტი
#2
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
KAIROS
ციტატა იმედია, საიდანაც დააკოპია თოფიქის ავტორმა ეს, იქ მაინც იქნებოდა განმარტება, რომ იოკამე და ანა "უბიწოდ" ჩასახვაში არაფერ შუაშია, რადგან ღვთისმშობელი მამაკაცისა და დედაკაცის ჩვეულებრივი ურთიერთობით ჩაისახა ( თუმცა ღვთის ნებით და სასწაულით, რადგან ასაკი ჰქონდათ გადაცილებული ) , "უბიწოდ ჩასახვაში " ( IMMACOLATIUM ) მხოლოდ ის იგულისხმება, რომ დედა ღვთისა , როგორც უფალი, პირველშობილი ცოდვის გარეშე იშვა, ნახეთ ამას რაც შეეხება: ბუნებრივია რომ მასეა, თუმცა ტერმინი ციტატა ღვთისმშოვლის უბიწოდ ჩასახვა კვლავაც გამოიყენება, რაშიც მოიაზრება არა მისი პირდაპირი მნიშვნელობა (მაცხოვრის ჩასახვის მსგავსი) არამედ, ეს რასაც შენ ამბობ.ციტატა მხოლოდ ის იგულისხმება, რომ დედა ღვთისა , როგორც უფალი, პირველშობილი ცოდვის გარეშე იშვა, ნახეთhttp://en.wikipedia.org/wiki/Immaculate_Conception ვიკიპედიაშიც ასე წერია - Отличительной чертой почитания Марии в католицизме являeтся догмат о её Непорочном зачатии, который подразумевает, что Мария была зачата естественным способом от Иоахима и Анны, но в момент зачатия с неё особой милостью Божией был снят первородный грех. ანუ догмат о её Непорочном зачатии არსებობს, უბრალოდ მნიშვნელობა აქვს სხვა. ამ პატარა წიგნის დანაშაულიის არის რომ დაწერილია არა მისი შინაარსი, არამედ მხოლოდ ტერმინია გადმოცემული და ამ ტერმინის შესაბამისი ახსნა არ ახლავს. პრინციპში დიდ ცდომილებას მე ვერ ვხედავ, რადგან მართკლაც ასე უწოდებენ კათოლიკები ღვთისმშობლის ჩასახვას. რა მოიაზრება ამ ტერმინის ქვეშ ეს სხვა თემაა, რასაც ეს ბროშურა არ განავრცობს. კაი კი იქნებოდა რომ ერთი ორი სიტყვით მაინც დაეწერათ, რომ ეს ტერმინი ნიშნავს იმას, ციტატა რომ დედა ღვთისა , როგორც უფალი, პირველშობილი ცოდვის გარეშე იშვა |
შოთა კათოლიკეთა სამხილებელი მართლმადიდებლური კატეხიზმო Nov 17 2006, 02:58 PM
კანუდოსელი შოთა ეს ღვთისმეტყვ... Nov 17 2006, 03:29 PM
mnate ეს უკვე "სააპოლოგ... Nov 17 2006, 03:38 PM
დათიკო mnate
აპოლოგეტიკა ღვთ... Nov 17 2006, 06:01 PM
შოთა დათიკო
არა დათო მა... Nov 17 2006, 06:04 PM
KAIROS ძალიან დიდი შეცდომ... Nov 18 2006, 01:12 AM
solomony
აქ რაც ჩამოთვლილი... Nov 18 2006, 04:30 AM
solomony http://orthodoxy.wanex.net/apologetika/kat...khile... Nov 18 2006, 04:44 AM
mnate
ცელებატის წესი.
მ... Nov 18 2006, 12:11 PM
დათიკო KAIROS
რომელია დიდი შე... Nov 18 2006, 04:52 PM
KAIROS
მთელი თოფიქია შეც... Nov 18 2006, 05:43 PM
დათიკო KAIROS
მაინც რომელი?
ა... Nov 18 2006, 05:49 PM
KAIROS
მაგარი სისულელეა, ... Nov 18 2006, 06:19 PM
კანუდოსელი
გაგახარებს ღმერთ... Nov 18 2006, 06:52 PM
დათიკო KAIROS
მე გეთანხმები რ... Nov 18 2006, 06:57 PM
KAIROS
KAIROS
მე გეთანხმები რ... Nov 18 2006, 07:07 PM
კანუდოსელი
KAIROS
მე გეთანხმები რ... Nov 18 2006, 07:07 PM
დათიკო კანუდოსელი
Козлов Ма... Nov 18 2006, 07:14 PM
კანუდოსელი
კანუდოსელი
Козлов Ма... Nov 18 2006, 07:28 PM
დათიკო KAIROS
ა,აზე კი ვერაფერ... Nov 18 2006, 08:01 PM
KAIROS
სწორედ რომ ვერ მივ... Nov 18 2006, 08:52 PM
დათიკო KAIROS
მესმის შენი გულ... Nov 18 2006, 09:31 PM
KAIROS
ბევრისაგან განსხ... Nov 18 2006, 09:36 PM
დათიკო KAIROS
მადლობა ღმერთს ... Nov 18 2006, 09:40 PM
mnate ერთი ამათ დამიხედე... Nov 23 2006, 05:48 PM
დათიკო mnate
ძალიან ღრმა საღვ... Nov 24 2006, 12:40 AM
mnate
პასუხიც არ ჩამოუვ... Nov 24 2006, 12:42 AM
Springchild ise, principshi, shua saukuneebis literaturashi za... Nov 24 2006, 12:39 PM
marine "კათოლიკეების სა... Oct 8 2015, 07:21 PM
marine "ღმერთმა მრავალ ი... Jul 17 2019, 12:03 PM
marine "- მართლმადიდებლო... May 21 2020, 09:43 PM
marine "კათოლიკურ ეკლეს... May 30 2020, 03:57 PM
marine "ქრისტე არის ქვაკ... Jul 11 2021, 07:30 PM
marine "მართლმადიდებლუ... Nov 9 2021, 07:56 PM
marine "XIV საუკუნეში დიდი... Dec 28 2021, 02:52 PM
marine "რელიგიის გასავრ... Aug 18 2022, 12:26 PM
marine "წმ. მოციქულთა 64-ე ... Sep 6 2022, 08:13 PM
marine "უღის პაპთა რიგი ... Sep 6 2022, 08:34 PM
marine "ერთ კეთილგანწყო... Mar 23 2023, 07:33 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd November 2025 - 04:35 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი