საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
ნათია |
Sep 5 2007, 05:34 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
დიდი ქართველი მეფეები:
P.S. თანმიმდევრულად განვიხილოთ ზემოთჩამოთვლილ მეფეთა ბიოგრაფიები, ბრძოლები და ისტორიკოსთა შეფასებები... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
marine |
Nov 5 2007, 02:36 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,337 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
რევ II
ქართლის (იბერიის) მეფე IV ს-ის დასაწყისში. "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს მიხედვით რევი ან ლევი იყო მირიანის (ქართლის გამაქრისტიანებლის) მამა. ლიტ. იხ. სტატიასთან საურმაგი. მირეანი (მირიანი) ქართლის (იბერიის) უკანასკნელი წარმართი და პირველი ქრისტიანი მეფე IV ს-ის I ნახევარში. იგი იყო ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინესა (306-337 წწ.) და სომეხთა მეფის თრდატის (287-330 წწ.) თანამედროვე. მეფობის დასაწყისში ირანელებთან ერთად იბრძოდა რომაელების წინააღმდეგ. აგრეთვე ებრძოდა თრდატს სომხეთის მოსაზღვრე ქართლის სამხრეთ რაიონების შემოსაერთებლად. მირიანის დროს, IV ს-ის 30-იან წლებში ქართლში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს მიხედვით მირიანის მამა იყო ქართლის მეფე ლევი. "მეფეთა ცხოვრება" კი მას პირველი სასანიანი შაჰის შვილად მიიჩნევს, რომელიც ერისთავებმა ჩამოიყვანეს უძეოდ გარადაცვლილი მეფე ასფაგურის ასულის მეუღლედ. მკვლევართა ნაწილი "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს ცნობას უჭერს მხარს, რადგან: 1) მირიანის მემკვიდრე არის რევი. ეს სახელი მას, ალბათ, ბაბუის საპატივცემულოდ დაარქვეს. 2) ლეონტი მროველის ცნობა მირიანის სასანიანებთან კავშირის შესახებ, შეიძლება, შეთხზული იყოს პირველი ქრისტიანი მეფისათვის ღირსეული წინაპრების გამოძებნის მიზნით. მირიანი უნდა იყოს ამიანე მარცელინეს მერიბანი, რომელსაც რომაელებმა, როგორც თავიანთ მოკავშირეს, უხვი საჩუქრები გამოუგზავნეს, რომ ირანელებს არ მიმხრობოდა. ლეონტი მროველის მიხედვით მირიანი გარდაიცვალა გაქრისტიანებიდან 25-ე წელს. თუ გავიზიარებთ მისი და, შესაბამისად, ქართლის სამეფოს მოქცევის ჯავახისეულ თარიღს - 337 წელს, - გამოდის, რომ მირიანი გარდაიცვალა დაახლოებით 362 წელს. ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა მეფე მირიანი და დედოფალი ნანა. ხსენების დღედ 1 (14) ოქტომრები დაიწერა. ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი; ვ. გოილაძე, ამიერკავკასიაში სასანიანთა მმართველობის ასახვა ქართულ საისტორიო ტრადიციაში, მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1982, N. 4 -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th September 2024 - 03:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი