IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> თვეთა სახელები ძველ საქართველოში
ბოლქვაძე
პოსტი Oct 16 2007, 06:18 PM
პოსტი #1


ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 639
რეგისტრ.: 11-March 07
მდებარ.: თბილისი -|- ხილიანი
წევრი № 1,340



წელიწადის თვენი



იანვარი


იანვარი კალენდარული წლის პირველი თვეა. ასე დაერქვა რომაელთა ორსახიანი ღვთაების იანუსის მიხედვით. რომაულ მითოლოგიაში იანუსი დროის, კარის, კარიბჭის, ყოველივე დასაწყისისა და დასასრულის, ყველა საქმის წამოწყების ღვთაებაა. თავდაპირველად ცისა და მზის, წელიწადის, დროის, თვისა და დღის ღვთაებად მიიჩნევდნენ.

იანუსის სახელობის თვის დასაწყისს უძველესი დროიდან ზეიმობდნენ (ჩვენს დროში ეს ზეიმი ახალი წლის დღესასწაულმა შეცვალა). ამ დღეს იანუსს თეთრ ხარს სწირავდნენ. იანუსს გამოხატავდნენ, როგორც ორსახიან მამაკაცს, რომელსაც ერთი სახე წარსულისაკენ აქვს მიპყრობილი, მეორე - მომავლისაკენ. ძველ გამოსახულებებში იანუსის ორივე სახე წვერითაა დაფარული. შემდეგდროიმდელ გამოსახულებებში კი ერთი სახე ყმაწვილისაა, მეორე - მოხუცისა.

საქართველოში წლის დასაწყისად 1 იანვარი X საუკუნიდან შემოიღეს. ძველი ქართული წარმართული კალენდრის მიხედვით ამ თვეს აპანი, აპნისი ერქვა.


თებერვალი


თებერვალი კალენდარული წლის მეორე თვეა. როგორ დაერქვა ასეთი სახელი? რომაულ მითოლოგიაში ტყეთა და მინდორთა, მწყემსთა და ფარათა მფარველი ღვთაება იყო ფავნუსი. ფავნუსს წარმოსახავდნენ, როგორც თხისფეხებიან ახალგაზრდა კაცს. იმ დღეს, როცა ფავნუსს მსხვერპლს სწირავდნენ, იმართებოდა განწმენდის რიტუალი. მსხვერპლად სწირავდნენ თხებსა და ვაცებს. შეწირულ ცხოველთა ტყავისაგან ქამრებს - ფებრუებს - და წინსაფრებს ამზადებდნენ, რომლებსაც ქურუმები რიტუალისათვის იყენებდნენ. ფიქრობენ, რომ სწორედ ამისთვის დაერქვა ამ თვეს თებერვალი (ფებრუა, ფებრუარი).

ძველი ქართული წარმართული კალენდრის მიხედვით თებერვალს ერქვა სარწყუნისი. ხალხი მას განცხადებისთვესაც ეძახდა


მარტი


მარტი კალენდარული წლის მესამე თვეა. სახელი ეწოდა რომაელთა ომის ღმერთის მარსის პატივსაცემად. მარსის მთავარი ატრიბუტი იყო ციდან ჩამოვარდნილი ფარი. მარსისადმი მიძღვნილი დღესასწაულების დროს ქურუმებს ფარი ზეიმით გამოჰქონდათ ხოლმე ქალაქში და იმ თვეს, როცა დღესასწაულები იმართებოდა, მარსი (მარტი) უწოდეს.

ძველი ქართული წარმართული კალენდრით ამ თვეს მირკანი (მიჰრაკანი) ერქვა


აპრილი


აპრილი კალენდარული თვის მეოთხე თვეა. სახელწოდებას საფუძვლად უდევს სიტყვა აპერირე, რაც ლათინურად გახსნას ნიშნავს. ამ თვეს იწყებოდა რომში გაზაფხული.

ძველი ქართული წარმართული კალენდრით აპრილს იგრიკა ერქვა.


მაისი


მაისი კალენდარული წლის მეხუთე თვეა. სახელწოდება მომდინარეობს ძველ იტალიელთა მიწის ქალღმერთის მაიას სახელისაგან. მისდამი მიძღვნილი დღესასწაულები და მსხვერპლშეწირვა იმართებოდა გაზაფხულზე ბუნების გამოღვიძებასთან დაკავშირებით.

მაისს ძველი ქართული წარმართული კალენდრით ვარდობისა ერქვა.


ივნისი


ივნისი კალენდარული წლის მეექვსე თვეა. სახელწოდება მომდინარეობს ძცელ რომაელთა ქალღმერთის იუნონას სახელისგან. იუნონა თავდაპირველად იყო წვიმის, მოსავლისა და გამარჯვების ქალღმერთი. მოგვიანებით ქალთა მფარველად აღიარეს, შემდეგ ქორწინებისა და ნაყოფიერების ღვთაებად მიიჩნიეს.

ძველი ქართული წარმართული კალენდრით ამ თვეს მარიალისა ერქვა, ხალხი ივანობისთვეს, თიბათვეს ეძახდა.


ივლისი


ივლისი კალენდარული წლის მეშვიდე თვეა. ამ თვეს სახელი ეწოდა რომაელი იმპერატორის იულიუს კეისრის პატივსაცემად.

ძველი ქართული წარმართული კალენდრით ივლისს ერქვა თიბისა, ხალხში კვირიკობისთვეს, მკათათვესაც ეძახდნენ.


აგვისტო


აგვისტო კალენდარული წლის მერვე თვეა. სახელი ეწოდა რომის იმპერატორის ავგუსტუსის პატივსაცემად.

ძველი ქართული წარმართული კალენდრით აგვისტოს ქველთობისა ერქვა, ხალხში მარიამობისთვესაც ეძახდნენ.


სექტემბერი


სექტემბერი კალენდარული წლის მეცხრე თვეა. სახელწოდება წარმოდგება სიტყვისგან - სეპტემ, რაც ლათინურად შვიდს ნიშნავს. ძველი, იულიუს კეისრის რეფორმამდელი კალენდრის მიხედვით, სექტემბერი მეშვიდე თვე იყო.

საქართველოში მეათე საუკუნემდე ახალი წელი სექტემბრით იწყებოდა და ძველი ქართული წარმართული კალენდრით ახალწლისა ერქვა, ხალხში ენკენისთვესაც ეძახდნენ.


ოქტომბერი


ოქტომბერი კალენდარული წლის მეათე თვეა. სახელწოდება წარმოსდგა სიტყვიდან ოქტო, რაც ლათინურად ნიშნავს რვას. ოქტომბერი მერვე თვე იყო იულიუს კეისრის რეფორმამდელი კალენდრისა, რომლის მიხედვით წელიწადი მარტით იწყებოდა.

ოქტომბერს ძველი ქართული წარმართული კალენდრით სთვლისა ერქვა, ხალხში ღვინობისთვესაც ეძახიან.


ნოემბერი


ნოემბერი კალენდარული წლის მეთერთმეტე თვეა. სახელწოდება წარმოდგა სიტყვიდან ნოვემ, რაც ლათინურად ცხრას ნიშნავს. ნოემბერი მეცხრე თვე იყო იულიუს კეისრის რეფორმამდელი კალენდრისა, რომლის მიხედვით წელიწადი მარტით იწყებოდა.

ძველი ქართული წარმართული კალენდრით მას ტირისკონი ერქვა, ხალხში გიორგობისთვესაც ეძახიან


დეკემბერი


დეკემბერი კალენდარული წლის მეთორმეტე თვეა. სახელწოდება წარმოსდგა სიტყვიდან დეცემ, რაც ლათინურად ათს ნიშნავს. დეკემბერი მეათე თვე იყო იულიუს კეისრის რეფორმამდელი კალენდრისა, რომლის მიხედვით წელიწადი მარტით იწყებოდა.

ძველი ქართული წარმართული კალენდრით დეკემბერს ტირისდენი ერქვა, ხალხში ქრისტეშობისთვესაც ეძახიან.


--------------------
რაც არ იწვის არ ანათებს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
guest
პოსტი Nov 5 2007, 10:57 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ივლისი
-----------

1. ეს არის ძირითადად გვალვების თვე. ხალხს ეშინია სიცხემ ნათესები არ გაუჩანაგოს. ღმერთს წვიმის მოსვლას შესთხოვენ. დაიცავი შენი სული ვნებათა გვალვებისგან. ბოროტი სული დაგლახვრავს ხან უეცარი უამინდობით, ხანაც აუტანელი სიცხით. ხან ცეცხლში ჩაგაგდებს,ხანაც მომეტებული წყალდიდობით წაგლეკავს. იღვაწე, რომ არ გაგინელდეს გული და არ განიდევნოს სიყვარული, იშრომე რომ არ დაანთოს შენს სულში ვნების ცეცხლი და არ ამოგწვას.

2. ნუ ჩავარდები ქალისთვის ვნებებში. ქალმაც უნდა იზრუნოს მისი სულის გადრჩენისთვის, ნუ აცდუნებ მას. მასაც იგივე სხეული აქვს , როგორც შენ, განკუთვნილი მიწისა და მატლისათვის.
ნუ მიეცემი ვერცხლთმოყვარეობის ვნებას, რომელიც ყოველი ბოროტის დასაბამია.

ნუ მიეცემი დიდების მოყვარეობის ვნებას, არამედ მუდამ გახსოვდეს ქრისტეს მუდმივი დიდება.

ნუ მიეცემი ნაყროვანების ვნებას, მაგით შენი გული ძნელად გასაღები ხდება უფლისთვის.

ღმერთმა გასწავლა შენ: ნუ დაამძიმებ შენს სულს გემოთმოყვარეობითა , მემთვრალეობით და ამა სოფლის მაცდუნებლებზე ფიქრით, იცოდე და დაიხსომე: ყოველი ვნება ეშმაკის ცეცხლის ალია, რომლითაც დემონი შენს მთლიან სულს დაწვავს.

3. ყველაზე მძიმე ცდუნება მოდის სიყვარულისგან დაცლილი, გაცივებული გულისაგან და აგრეთვე დემონის მოგონილ ვნებათა ცეცხლის მიერ დამწვარი გულისგან. ამ ორ უბედურებას კი უნდა ებრძოლო საპირისპიროთი: არ გააცივო გული ღვთის სიყვარულისგან და არ აანთო ეშმაკის ვნების ცეცხლით.

4. ხშირად შეხედე იესო ქრისტეს ჯვარცმას, ხშირად შეხედე ყოვლადწმინდა ქალწული მარიამის ხატებს. იფიქრე უფლის წმინდა ანგელოზებზე. ილოცე უფლის წმინდანთა მიმართ, რომლებიც დაიცავენ შენს გულს დემონური სიცივისაგან და დემონური ცეცხლისაგან.

მთლიანად მიენდე ქრისტეს და ნუ გეშენია.



აგვისტო
------------

1. ვზეიმობთ უფლის ფერიცვალებას, ასევე უნდა მოვიმოქმედოთ ჩვენც.
მიწიერი ცხოვრების დასასრულის წინ უფალმა ქრისტემ ფერი იცვალა. შენთვისაც ამასოფლის დასასრულია. თუ ადამიანური დროთაღმწერით
ჯერ კიდევ 50 წელი გაშორებს ამქვეყნიური სიცოცხლის დასასრულს, ღმერთის დროის საზომით იქნებ 50 წუთზეც ნაკლებია. იფიქრე მოახლოებულ სიკვდილზე. ეგებ ჯერ არ მოახლოებულა , მაგრამ ყველა მხრიდან გარემოგიცავს იგი შენ.

გახოსვდეს სიკვდილი ! შენი თავი დაინახე სოფლად მკვდარი და უფალში ცოცხალი.

2.თაბორის მთაზე ფერიცვალებისას უფალი იესო გარდაცვლილებთან: მოსესა და ილიასთან , ლაპარაკობდა. შენც გახსოვდეს გარდაცვლილები. გაიხსენე შენი მეგობრები და ახლობლები, რომლებიც შენ იმქვეყნად გელოდებიან და ღმერთს ევედრებიან რაც შეიძლება მალე შეგახვედროს მათ. განსაკუთრებით გახსოვდეს ის მართალი ხალხი, მართალი დედები, მართალი გოგონები - ღვთის რჩეულები, წმინდა უმწიკვლო, უცოდველი ბავშვები, რომლებიც შენზე ადრე გადასახლდნენ სასრულიდან დაუსრულებელში.

მოეკვეთე ქვეყანას და სასწრაფოდ მოემზადე გზისთვის.

3. კიდევ უფლის რამდენიმე წუთი და შენ აღმოჩნდები მეორე მხარეს, გარდაცვლილთა კრებულში, შენ იქ წარსდგები ჩაცმული თუ შიშველი, სუფთა თუ დასვრილი, გარდაქმნილი თუ გარდაუქმნელი, უფლის შვილი თუ ჯოჯოხეთის ნაწილი - ეს ჯერ კიდევ უცნობია. ან მოიგე ყოველი, ან დაკარგე ყოველი. ცოტაც კიდევ და თამაში დასრულდება. შეკრთი შიშით და შეევედრე ქრისტე ღმერთს შენი გადარჩენა. იყვირე : მიხსენ მე უფალო , მე დაღუპული! გაფრთხილდი, ის შენ ხელს გამოგიწვდის და როგორც პეტრეს , ისე მოგმართავს: რამ შეგაშინა ? ნუ გეშინია, მე შენს გვერდით ვარ!

მიიღეთ ,ღვთის შვილებო, წმინდა ჟიჩიდან ეს რჩევანი და კურთხევა.

(*ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. მადლად შეგწეოდეთ წმინდა ნიკოლოზ სერბის ლოცვანი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ბოლქვაძე   თვეთა სახელები ძველ საქართველოში   Oct 16 2007, 06:18 PM
staywhite   არ ვიცი, ეგებ ეს თარ...   Oct 31 2007, 10:28 AM
staywhite   (გაგრძელება) დეკემ...   Oct 31 2007, 11:01 AM
staywhite   იანვარი ----------- 1.ეს თ...   Oct 31 2007, 11:41 AM
catherina_10   staywhite :მპუა2: მართლაც ...   Oct 31 2007, 12:31 PM
staywhite   დიდი მადლობა გოგონ...   Oct 31 2007, 12:40 PM
ბოლქვაძე   staywhite საინტერესოა :wub:...   Oct 31 2007, 03:50 PM
staywhite   აპრილი ---------- 1.წითელ...   Oct 31 2007, 04:56 PM
staywhite   ივლისი ----------- 1. ეს არ...   Nov 5 2007, 10:57 PM
staywhite   [color=#660000]კვირის დღეებ...   Nov 8 2007, 09:43 PM
Lenus   ..............   Jan 23 2008, 08:34 AM
marine   [b]ნოემბერი ([url=http://ka.wik...   Jan 23 2008, 12:18 PM
Lenus   sable მიყვარს ბატონი ...   Jan 25 2008, 08:07 PM
sable   [b]sable მიყვარს ბატონ...   Jan 25 2008, 08:33 PM
Lenus   sable მათხოვე რა ეს წი...   Jan 25 2008, 08:49 PM
sable   sable მათხოვე რა ეს წი...   Jan 25 2008, 09:09 PM
marine   "...გაზაფხულის ბოლ...   Aug 22 2017, 11:19 AM
marine   "ვარდობისთვე ვარ...   Sep 30 2017, 10:47 AM
marine   "თვეების დასახელ...   Feb 26 2019, 05:30 PM
marine   "დადგა ქველთობის ...   Mar 18 2022, 03:48 PM
marine   "საინტერესოა ასე...   Mar 31 2022, 10:26 PM
marine   "ნიშნობიდან ქორწ...   May 1 2022, 04:38 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th July 2025 - 10:28 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი