სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ნათია |
Sep 5 2007, 05:34 PM
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
დიდი ქართველი მეფეები:
P.S. თანმიმდევრულად განვიხილოთ ზემოთჩამოთვლილ მეფეთა ბიოგრაფიები, ბრძოლები და ისტორიკოსთა შეფასებები... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
| marine |
Oct 26 2007, 04:42 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,021 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ხსეფარნუგი
ქართლის (იბერიის) მეფე II ს-ის 60-იან წწ-ში. მას მოიხსენიებს არმაზისხევის ნეკროპოლში აღმოჩენილი ხსეფარნუგის ეზოსმოძღვრის უდროოდ გარდაცვლილი მეუღლის სერაფიტის საფლავის ქვის წარწერა. მასში ნათქვამია, რომ იოდმანგმანის (ეზოსმოძღვარი) მამა ფარსმან მეფის ეზოსმოძღვარი იყო, სერაფიტის მამა კი - ფარსმან მეფის პიტიახში. ე. ი. ხსეფარნუგის წინამორბედი ფარსმან II იყო. წარწერაში ყველა პიროვნების მამის სახელია მოხსენიებული, გარდა ხსეფარნუგ მეფისა. ლეონტი მროველის მიხედვით ფარსმან II ქველი მოწამლულ იქნა. ამის გამო გ. მელიქიშვილი ფიქრობს, რომ შეიძლება ფარსმან II მართლაც შეთქმულების მსხვერპლი გახდა და ტახტი მისმა უშუალო მემკვიდრემ კი არ დაიკავა, არამედ ხსეფარნუგმა. წარწერაში იოდმანგანი იწოდება "ძლევამოსილად და მრავალი გამარჯვების მომპოვებლად". ე. ი. ამ დროს იბერია წარმატებით აწარმოებდა საგარეო ომებს. ხსეფარნუგი არც ლენოტი მროველთან და არც "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს ფარნავაზიან წარმართ მეფეთა სიაში შესული არ არის. ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი; გ. წერეთელი, არმაზის ბილინგვა, ენიმკის მოამბე, 1942, ტ. 13; ღადამი ქართლის იბერიის მეფე II ს-ის დასასრულს. მას "მოქცევაჲ ქართლისაჲ" უწოდებს ღადამს, "მეფეთა ცხოვრება" - ადამს. ლეონტი მროველის მიხედვით ღადამი მეფობის მესამე წელიწადს გარადაიცვალა და დარჩა 1 წლის მემკვიდრე - ფარსმანი. მისი ყრმობის პერიოდში ქართლში მეფობდა ღადამის მეუღლე და ფარსმანის დედა ღადანა. პ. ინგორყვა კონკრეტულ თარიღს გვთავაზობს ღადამისა და ღადანას მეფობის შესახებ. მისი აზრით, პირველი მეფობდა 161-164 წწ-ში, ხოლო მეორე - 164-180 წწ-ში. ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| sable |
Oct 26 2007, 10:37 PM
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
ხსეფარნუგი ქართლის იბერიის მეფე II ს-ის დასასრულს. მას "მოქცევაჲ ქართლისაჲ" უწოდებს ღადამს, "მეფეთა ცხოვრება" - ადამს. ლეონტი მროველის მიხედვით ღადამი მეფობის მესამე წელიწადს გარადაიცვალა და დარჩა 1 წლის მემკვიდრე - ფარსმანი. მისი ყრმობის პერიოდში ქართლში მეფობდა ღადამის მეუღლე და ფარსმანის დედა ღადანა. პ. ინგორყვა კონკრეტულ თარიღს გვთავაზობს ღადამისა და ღადანას მეფობის შესახებ. მისი აზრით, პირველი მეფობდა 161-164 წწ-ში, ხოლო მეორე - 164-180 წწ-ში. ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი. რადამისტი ინგოროყვას დათარიღება არ გაიშვა არსად ღადამი არის იგივე რადამი ანუ რომაული წყაროების რადამისტი მისი მამა იყო ფარსმან II ქველი (35-75) ხოლო დედა რადანა (ან როდანა) ქართული წყაროების ღადანა. ის მეფობდა მხოლოდ კ დღე ან 20 დღე დაახ. 54 წელს როდესაც შეეცადა ტახტიდან ჩამოეგდო მამამისი ფარსმანი მაგრამ ამ ბრძოლაში საბოლოოდ დამარცხდა და ამ 20 დღიანი მეფობის შემდეგ მოკლეს მამის ბრძანებით. რადამისტი მსგავსად მამისა ფარსმან ქველისა საკმაოდ დაუნდობელი ადამიანი იყო მან მამის ბრძანების დახოცა მისი ბიძა მირდატი მისი და (რომელიც ამასთან ბიძამისის მეუღლე იყო) და მისი ორი დიშვილები (ბიძაშვილები) ხელი აიღო მამაზეც ფეხმძიმე ცოლს მახვილი ჩასცა მუცელში (წყაროს მიხედვით თითქოს ეს თავად მეუღლემ თხოვა რაც ნაკლებ შეეფერება სიმართლეს, მითუმეტეს რომ მისი ცოლი მისგან მოკლული ბიძის მირდატის ქალიშვილი იყო ანუ მისი ბიძაშვილი) და მუდმივი შფოთის თავი იყო კავკასიაში. 51 წელს ის მამის - ფარსმანის დავალებით მისი ბიძისსომხეთის მეფის მირდატის სანახავად მიდის სომხეთის დედაქალაქში. ფარსმანისვე დავალებით შეუთანხმდება ბიძას მამის წინააღმდეგ შეთქმულებაზე ხოლო პარალელურავ ასევე ფარსმანის დავალებით კავშირს გააბავს პროიბერიულად და პრორომაულად განწყობილ სომეხ მთავრებთან და ბიძის სასახლეს შემოარტყავს არყას, მირდატი ციხე-სიმაგრიდან მხოლოდ უვნებლობის პირობით გამოვა რაც რადამისტმა დაარღვია და თუ შეთანხმება ითვალისწინებდა სომხეთის სამეფო ოჯახის სისხლის არ დაღვრას რადამისტმა ის ''ჩინებულად შეასრულა'' საბლებით მოაშთობინა რა ბიძა და და დიშვილები. ამის შემდეგ ის 51 -54 წლებში მართავდა სომხეთს და მისი მეფე გახლდათ. ის ემორჩილებოდა მამას ფარსმან ქველლს მაგრამ მისი მეთოდები რომლითაც ის სომხეთში წინააღმდეგობას აჩშობდა ზედმეტად სისხლიანი და დაუნდობელი აღმოჩნდა. რადამისტო იმდენად შესძულდათ რომ სპარსელების დახმარებით აჯანყება მოუწყვეს, სხვათაშორის სანამ სპარსელთა ჯარი არ შემოვიდა ამ ტირანის წინააღმდეგ ვერცერთი სომეხი ფეოდალი ვერ ბედავდა გამოსვლას, ხოლო მას მერე რაც პართიელები გამოჩნდნენ შაჰის ვოლოგერზისა და მისი ძმის ტირიდატის წინამძღოლობით, მთელი სომეხი მთავრები გაექცნენ რადამისტს, ესეც მცირე რიცხოვანი ქართველების ამარა ტოვებს სომხეთს და ქართლში გადადის. სომხეთში ამის შემდეგ არა მარტო ქართლის არამედ რომის გავლენაც შესუსტდა, რამაც სენატი გააღიზიანა ისინი ყველაფერში ფარსმანსა და მის შვილს ადანაშაულებდნენ, ამან და კიდევ რადამისტის უზარმაზარმა ავტორიტეტმა , რომელიც მას ჰქონდა ქართველებში მამასა და შვილს შორის კონფლიქტი წარმოშვა. ამ კომფლიქტს რადამისტის დედინაცვალი, ამაზასპუხი - რადამისტის დეიდა (დედის ღადანას ღვიძლი და) უწყობდა ხელს რომელსაც მისი შვილის მირდატის (მითრიდატე) ხილვა უნდოიდა ტახტზე. ამან რადამისტს გადააწყვეტინა აჯანყება! "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს მიხედვით რადამისტი კ დღე ანუ 20 დღე მეფობდა ხოლო ''ქართლის ცხოვრების'' ერთ-ერთი წყაროს ''მეფეტა ცხოვრების'' მიხედვით 3 წელი; მაგრამ ეს სამი წელი არეულია სომხეთში გატარებული სამწლიანი მეფობაში, ქართლში რადამისტს მხოლოდ 20 დღე უმეფის ანუ 54 წ. ახლო ხანაში 54 ან 55 წელს, რაც ფარსმანის მიერ დროებით ძლაუფლების დაკარგვასაც მიანიშნეს საბოლოოდ რადამისტი დამარცხდა და ის მოკლეს. მისი თავი ფარსმანმა რომაელებს გაუგზავნა. მისი სიკვდილით დასჯის საბაბად კი რადამისტის მიერ სომხეთის დაკარგვა დაასახელა რისი სიმცდარეც პირდაპირ მიანიშნა რომაელმა ისტ.-ებმა მაღ პირდაპირ აღნიშნეს რომ რადამისტი ფარსმანთან დაპირისპირებას შეეწირა და ამ დაპირისპირებაში არცერთი მხარე არ ყოფილა ''უცოდველი კრავი''. ამდენად რადამისტი 51-54 წწ სომხეთში ხოლო 54/55 წწ კი 20 დღე ქართლში მეფობდა. რადამისტზე ისიც არის ცნობილი რომ ის ფრიად განსწავლული იყო მშობლიურ მეცნიერებებში ანუ როგორც მკვლევარები თვილიან ის მშობლიურ ისტორიის კარგი მცოდნე ყოფილა. ეს იმას ადასტურებს რომ ქართლში რადამისტის [დაახ. 20 - 54/55] ცხოვრებამდე მშობლიური მეცნიერებები ანუ ისტორია დაწერილი ყოფილა და მასში ბევრს განათლების მიღებაც შეეძლოთ. ამდენად პირველი ისტორიული ნაწარმოებები რომაული წყაროების მიხედვით ძვ.წაღ. ! - ახ.წაღ. I საუკუნეებისათვის სახეზე გვაქვს და მეფე რადამისტიც მისი ერთ-ერთი მცოდნე ან შესაძლოა წარმომადგენელიც კი იყო. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
| marine |
Oct 31 2007, 11:36 AM
პოსტი
#4
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,021 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
რადამისტი ინგოროყვას დათარიღება არ გაიშვა არსად ჩემი თხოვნა იქნება, რომ ცინიზმს შევეშვათ. ამავდროულად მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველა საინტერესო პოსტისთვის და იმედი მაქვს, ჩემს შენიშვნას გაითვალისწინებთ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| sable |
Nov 2 2007, 09:39 PM
პოსტი
#5
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
ჩემი თხოვნა იქნება, რომ ცინიზმს შევეშვათ. ეგ არ არის ცინიზმი ხუმრობით ვთქვი, რომ მისი დათარიღება არ არის სწორი და არამარტო მისი დათარიღება, არამედ, მაგალითად სხვა მრავალი რომელიც თქვენ მოიყვანეთ. თუმცა სტატიები საინტერესოა უდაოდ. ამავდროულად მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველა საინტერესო პოსტისთვის და იმედი მაქვს, ჩემს შენიშვნას გაითვალისწინებთ. სამადლობელო არაფერია! ვაჩე ქართლის (იბერიის) მეფე III ს-ის II ნახ-ში. "მეფეთა ცხოვრების" მიხედვით რევ I-ის ძე. ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი. ბაკურ I ქართლის (იბერიის) მეფე III ს-ის II ნახ-ში. "მეფეთა ცხოვრებისა" და "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს მიხედვით ქართლის მეფის ვაჩეს-ძე. ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი. მირდატი ქართის (იბერიის) მეფე III ს-ის დასასრულს ან IV ს-ის დასაწყისში. "მეფეთა ცხოვრების" მიხედვით ბაკურ I-ის შვილი ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი. ასფაგური ქართლის (იბერიის) მეფე III ს-ის დასასრულს ან IV ს-ის დასაწყისში. ლეონტი მროველის მიხედვით, ფარნავაზიანთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი. მირდატ მეფის ძე. სომხეთის მეფესთან ერთად ებრძოდა სპარსელებს და დაამარცხა ისინი. მაგრამ მისი მეფობის ბოლოს სპარსელებმა დაიპყრეს სომხეთი და ქართლში შემოიჭრნენ. ასფარუგი ოსეთში გადავიდა დამხმარე ლაშქრის მოსაყვანად, მაგრამ იქ გარდაიცვალა. ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი. მაგ მეფეების არსებობა საერთოდ ეჭვ ქვეშ არის დაყენებული, დღევანდელ ქართულ ისტორიოგრაფიაში იხ. მანანა სანაძე ’’ქართლის ცხოვრება უძველესი დროიდან მირიანამდე’’, თბ., 2003. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
| marine |
Nov 5 2007, 11:48 AM
პოსტი
#6
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,021 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ეგ არ არის ცინიზმი ხუმრობით ვთქვი, რომ მისი დათარიღება არ არის სწორი და არამარტო მისი დათარიღება, არამედ, მაგალითად სხვა მრავალი რომელიც თქვენ მოიყვანეთ. თუმცა სტატიები საინტერესოა უდაოდ. სამადლობელო არაფერია! მაგ მეფეების არსებობა საერთოდ ეჭვ ქვეშ არის დაყენებული, დღევანდელ ქართულ ისტორიოგრაფიაში იხ. მანანა სანაძე ’’ქართლის ცხოვრება უძველესი დროიდან მირიანამდე’’, თბ., 2003. მე პირადად სახუმაროს ვერაფერს ვხედავ ჩვენი ისტორიკოსების, კერძოდ ინგოროყვას მიმართ. ასეთ ხუმრობას ჯობია, დაასაბუთო რატომ იწვევს მისი დათარიღება შენში იუმორს, იქნებ ჩვენც დავრწმუნეთ რომ ის არაა კარგი ისტორიკოსი და არ ვენდოთ მას. სტატიებს ვიღებ წიგნიდან "საქართველოს მეფეები", რომელიც გამოცემულია 2000 წელს მარიამ ლორთქიფანიძის რედაქტორობით. რაც შეეხება წარმართი მეფეების არსებობის ეჭვ ქვეშ დაყენებას, აქვე განვათავსებ ციტატას წინასიტყვაობიდან: "ქართლის სამეფოს ფარნავაზიანი წარმართი მეფეების შესახებ ცნობების გაანალიზებისას ჩნდება საკმაოდ ღრმა წინააღმდეგობა ქართულენოვან და არაქართულენოვან (განსაკუთრებით ბერძნულ-რომაულ) წყაროთა მონაცემებს შორის. თვით ქართველ მემატიანეთა ცნობებშიც არის წინააღმდეგობები. ამის გამო, წარმართი მეფეების ქრონოლოგიული სია საბოლოოდ დადგენილი არ არის. ვინაიდან წინამდებარე ნაშრომი გამიზნულია ფართო მკითხველისათვის, ამ პერიოდის მეფეთა საკუთარი სახელებისა და მათი გენეალოგიის ნიმუშად ვიღებთ გ. მელიქიშვილის მიერ მოცემულ წარმართ მეფეთა სიას. შეიძლება, აქაც ბევრი რამ საკამათო იყოს, მაგრამ ჩვენ მაინც მასზე შევჩერდით, ვინაიდან აქ შედარებით უფრო სრულყოფილადაა წარმოდგენილი ყველა (ქართული და არა ქართული) წყაროს მიერ დასახელებული მეფეები." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| sable |
Nov 5 2007, 07:36 PM
პოსტი
#7
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
მე პირადად სახუმაროს ვერაფერს ვხედავ ჩვენი ისტორიკოსების, კერძოდ ინგოროყვას მიმართ. ასეთ ხუმრობას ჯობია, დაასაბუთო რატომ იწვევს მისი დათარიღება შენში იუმორს, იქნებ ჩვენც დავრწმუნეთ რომ ის არაა კარგი ისტორიკოსი და არ ვენდოთ მას. ინგოროყვა ჩემო კარგო საერთოდ არ იყო ისტორიკოსი, ის იყო ფილოლოგი და წერდა ძველი ქართველი ლიტერატურის ძეგლების შესახებ. აქედან გამომდინარე დაიწყო ისტორიის შესწავლაც. გააქვს წაკითხული მისი ’’გიორგი მერჩულე’’ წიგნი რომელიც 10 ს. მოღვაწესა(გიორგი მერჩულეს) და მის ნაშრომს, უნდა დათმობოდა და დაეთმო მთელს საქართველოს ისტორიას, როგორც შეიძლება კაცმა ერთ კაცზე წიგნი დაწერო და იქ მთელი საქართველოს ისტორია გადაატრ-გადმოატრიალო, ცოტა უცნაურია ხო?! ეგეთი იყო ინგოროყვა! ის არ იყო სუფთა ისტორიკოსი და მისი დათარიღებები ისტორიულ სიზუზტეს მოკლებულია, მაგ საკითხში ის სუფთა დილეტანტი იყო და მას ქრონოლოგიის საკითხებში სერიოზული კვლევა არ უწარმოებია. სტატიებს ვიღებ წიგნიდან "საქართველოს მეფეები", რომელიც გამოცემულია 2000 წელს მარიამ ლორთქიფანიძის რედაქტორობით. კი დაბალი მეცნიერული ხარისხის მქონე წიგნი, განკუთვნილია ფართო აუდიტორიისთვის, არანაირ ისტორიულ კვლევას არ შეიცავს, და არც უახლესი მასალების კომპარატივიზმს არ წარმოადგენს, ამას კარგად მოანიშნებს ისიც რომ წარმართ მეფეთა ქრონოლოგია მელიქიშვილის წიგნიდან არის გაკეთებული, ეს მაშინ როდესახ მელიქიშვილის მონოგრაფია 1959 წელს დაიბეჭდა. რათქმაუნდა ეს არ ნიშნავს იმას რომ წიგნი არ ვარგა, მაგრამ არის საკითხები რომელიც გადახედვას საჭიროებს. რაც შეეხება წარმართი მეფეების არსებობის ეჭვ ქვეშ დაყენებას, აქვე განვათავსებ ციტატას წინასიტყვაობიდან: "ქართლის სამეფოს ფარნავაზიანი წარმართი მეფეების შესახებ ცნობების გაანალიზებისას ჩნდება საკმაოდ ღრმა წინააღმდეგობა ქართულენოვან და არაქართულენოვან (განსაკუთრებით ბერძნულ-რომაულ) წყაროთა მონაცემებს შორის. თვით ქართველ მემატიანეთა ცნობებშიც არის წინააღმდეგობები. ამის გამო, წარმართი მეფეების ქრონოლოგიული სია საბოლოოდ დადგენილი არ არის. ვინაიდან წინამდებარე ნაშრომი გამიზნულია ფართო მკითხველისათვის, ამ პერიოდის მეფეთა საკუთარი სახელებისა და მათი გენეალოგიის ნიმუშად ვიღებთ გ. მელიქიშვილის მიერ მოცემულ წარმართ მეფეთა სიას. შეიძლება, აქაც ბევრი რამ საკამათო იყოს, მაგრამ ჩვენ მაინც მასზე შევჩერდით, ვინაიდან აქ შედარებით უფრო სრულყოფილადაა წარმოდგენილი ყველა (ქართული და არა ქართული) წყაროს მიერ დასახელებული მეფეები." შესანიშნავია ის რომ ნაშრომში არსებული წინააღმდეგობა იქვე არის განმარტებული ავტორებისვე მიერ. შენ ისე არ გაიგო თითქოს შენი მოტანილი სტატიები ცუდი იყოს, პირიქით ისინი კარგია, თუმცა რიგი ფაქტებისა დაზუსტებას ან კრიტიკულ ანალიზს მოითხოვს. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
| marine |
Nov 6 2007, 11:20 AM
პოსტი
#8
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,021 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ინგოროყვა ჩემო კარგო საერთოდ არ იყო ისტორიკოსი, ის იყო ფილოლოგი და წერდა ძველი ქართველი ლიტერატურის ძეგლების შესახებ. აქედან გამომდინარე დაიწყო ისტორიის შესწავლაც. გააქვს წაკითხული მისი ’’გიორგი მერჩულე’’ წიგნი რომელიც 10 ს. მოღვაწესა(გიორგი მერჩულეს) და მის ნაშრომს, უნდა დათმობოდა და დაეთმო მთელს საქართველოს ისტორიას, როგორც შეიძლება კაცმა ერთ კაცზე წიგნი დაწერო და იქ მთელი საქართველოს ისტორია გადაატრ-გადმოატრიალო, ცოტა უცნაურია ხო?! ეგეთი იყო ინგოროყვა! ის არ იყო სუფთა ისტორიკოსი და მისი დათარიღებები ისტორიულ სიზუზტეს მოკლებულია, მაგ საკითხში ის სუფთა დილეტანტი იყო და მას ქრონოლოგიის საკითხებში სერიოზული კვლევა არ უწარმოებია. კი დაბალი მეცნიერული ხარისხის მქონე წიგნი, განკუთვნილია ფართო აუდიტორიისთვის, არანაირ ისტორიულ კვლევას არ შეიცავს, და არც უახლესი მასალების კომპარატივიზმს არ წარმოადგენს, ამას კარგად მოანიშნებს ისიც რომ წარმართ მეფეთა ქრონოლოგია მელიქიშვილის წიგნიდან არის გაკეთებული, ეს მაშინ როდესახ მელიქიშვილის მონოგრაფია 1959 წელს დაიბეჭდა. რათქმაუნდა ეს არ ნიშნავს იმას რომ წიგნი არ ვარგა, მაგრამ არის საკითხები რომელიც გადახედვას საჭიროებს. შესანიშნავია ის რომ ნაშრომში არსებული წინააღმდეგობა იქვე არის განმარტებული ავტორებისვე მიერ. შენ ისე არ გაიგო თითქოს შენი მოტანილი სტატიები ცუდი იყოს, პირიქით ისინი კარგია, თუმცა რიგი ფაქტებისა დაზუსტებას ან კრიტიკულ ანალიზს მოითხოვს. მე ვიცი რომ ინგოროყვა პირველ რიგში ისტორიკოსი იყო, შემდგომ კი ფილოლოგი, თუმცა მე პატივს ვცემ შენს შეხედულებას და არ გეკამათები. სამწუხაროდ არ მაქვს წაკითხული მისი "გრიგოლ მერჩულე", რომ ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო. მადლობელი ვიქნები, თუ მათხოვებ. რაც შეეხება წიგნს, რომლიდანაც სტატიებს ვანთავსებ, თავადვე ამბობ რომ ისინი კარგია. ის, რომ ფაქტები ითხოვს დაზუსტებას და კრიტიკულ ანალიზს, მოხარული ვიქნები, რომ ფორუმზე ეს წარიმართოს. ამასვე ემსახურება ეს განყოფილება, რათა უფრო მეტი გავიგოთ და ვიცოდეთ. თუკი ამას შენ გააკეთებ, მე და სხვა ფორუმელებიც მადლობლები დაგრჩებით. შესაბამისად მე გავაგრძელებ მასალის დადებას, რადგან, შენს სიტყვებს რომ დავესესხო, ფორუმი ფართო აუდიტორიაა და მისთვისაა ეს წიგნი განკუთვნილი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ნათია საქართველოს ყველა მეფე Sep 5 2007, 05:34 PM
k@the ფარნავაზი
ძვ.წ.356 - 264
... Sep 5 2007, 07:26 PM
ნათია [color=#FF9900][size=3][b]მეფე ფარ... Sep 5 2007, 07:35 PM
marine ნათია
ნათი, დიდი მა... Sep 14 2007, 12:20 PM
marine კოლხთა მეფეები
აე... Sep 17 2007, 02:12 PM
marine კოლხეთის (ეგრისის) ... Sep 24 2007, 02:19 PM
marine ლაზთა მეფეები
მალ... Sep 27 2007, 05:13 PM
marine ქართლის მმართველნ... Oct 1 2007, 11:40 AM
marine ფარნავაზიანი წარმ... Oct 4 2007, 02:49 PM
marine ფარნაჯობი
ქართლის... Oct 9 2007, 11:03 AM
m16
ფარსმან I სადღაა? Oct 11 2007, 11:54 PM
solomony
ამ მეფეებს მეც დავ... Oct 12 2007, 12:20 AM
marine ბრატმანი
ქართლის (... Oct 12 2007, 12:46 PM
m16 ქრონოლოგია და დემო... Oct 12 2007, 09:37 PM
Lenus
მეგობარო,
ამდენ მი... Oct 12 2007, 11:38 PM
marine არსოკი
ქართლის (იბ... Oct 15 2007, 10:28 AM
marine მითრიდატე II
ქართლი... Oct 23 2007, 01:43 PM
t.d ნათ წლებიც ხო არ მი... Oct 23 2007, 08:06 PM
ნათია
ნათ წლებიც ხო არ მი... Oct 23 2007, 08:15 PM
marine ფარსმან II (ქველი)
ქა... Oct 25 2007, 12:04 PM
sable
მე ვიცი რომ ინგორო... Nov 6 2007, 06:21 PM
უჩა
ისა ფარსმან ქველი ... Oct 27 2007, 01:30 AM
sable
ისა ფარსმან ქველი ... Oct 27 2007, 10:54 AM
marine ფარსმან III
ქართლის (... Oct 29 2007, 03:52 PM
marine ვაჩე
ქართლის (იბერ... Nov 2 2007, 03:47 PM
marine რევ II
ქართლის (იბერ... Nov 5 2007, 02:36 PM
k@the
მაგ მეფეების არსე... Nov 5 2007, 08:06 PM
marine ფარნავაზიანი ქრის... Nov 6 2007, 04:33 PM
marine მირდატ* ბაქარის ძე
... Nov 13 2007, 01:52 PM
sable
[color=#990000]მირდატ* ბაქა... Nov 14 2007, 06:58 PM
marine
საინტერესო დათარი... Nov 15 2007, 02:46 PM
marine ვარაზ-ბაქარი მირდა... Nov 19 2007, 02:05 PM
marine თრდატ რევის ძე
ქარ... Nov 26 2007, 03:08 PM
marine ფარსმან ვარაზ-ბაქა... Nov 29 2007, 04:19 PM
marine არჩილ* მირდატის ძე
... Nov 30 2007, 03:31 PM
ketusa marine
ალბათ ამის შემდ... Dec 1 2007, 12:00 AM
marine
marine
ალბათ ამის შემდ... Dec 3 2007, 11:14 AM
ketusa
ketusa, ძალიან გამიხარ... Dec 6 2007, 12:02 AM
marine
კაი ჩემო კარგო აუც... Dec 6 2007, 03:10 PM
ketusa marine
შეიძლება რო დავ... Dec 6 2007, 11:19 PM
marine
marine
შეიძლება რო დავ... Dec 7 2007, 12:25 PM
ketusa ვახტანგ გორგასლის ... Dec 7 2007, 09:06 PM
ketusa ბიზანტიით შეწუხებ... Dec 7 2007, 09:16 PM
marine დაჩი ვახტანგის ძე
... Dec 17 2007, 01:44 PM
marine * * *
"მოქცევაჲ ქართ... Jan 10 2008, 02:18 PM
marine ქართლის ერისმთავრ... Jan 21 2008, 03:12 PM
marine ჯუანშერი
ქართლის ... Jan 23 2008, 05:19 PM
q-e-T-i საქართველოს და მის... Jan 24 2008, 01:13 PM
marine
საქართველოს და მი... Jan 24 2008, 01:14 PM
marine სტეფანოზ I
ქართლის ... Jan 29 2008, 01:53 PM
Amuza ერეკლე II ჩემთვის ერ... Feb 1 2008, 12:25 AM
Lenus ........... Feb 1 2008, 08:51 AM
marine ადარნასე
ქართლის ... Feb 1 2008, 04:14 PM
marine სტეფანოზი II
ქართლი... Feb 19 2008, 03:52 PM
marine მირი და არჩილი*
არ... Feb 26 2008, 06:31 PM
marine ნერსე
ქართლის ერი... Feb 28 2008, 05:59 PM
marine სტეფანოზ III
ქართლი... Mar 4 2008, 04:38 PM
marine ჯუანშერი
ქართლის ... Mar 6 2008, 11:25 AM
marine ადარნასე
ქართლის ... Mar 13 2008, 02:52 PM
marine გუბაზ მეფის ვერაგუ... Mar 20 2008, 02:54 PM
sable ისე თემა აუცილებლა... Jul 27 2008, 12:52 AM
mapalu k@the
ძალიან დიდი ბოდ... Oct 10 2008, 09:07 PM
marisha 92 დემეტრე II თავდადებ... Nov 27 2008, 09:50 PM
korinteli თუ წაიკითხეთ სტატი... Nov 30 2008, 01:54 AM
Belief ვინმეს თუ სმენია ა... Feb 27 2009, 06:07 PM
ქევანა Belief
დავუშვათ და მემ... Feb 27 2009, 06:33 PM
Belief არა მაგას არ ვიტყვ... Feb 27 2009, 10:21 PM
dilaadriano ეზეკიელ წინასწარმ... Jul 26 2010, 08:48 PM
dilaadriano ტექსტს კარგად თუ წ... Jul 26 2010, 10:02 PM
ქევანა dilaadriano
ლუდის ქვეყანა ... Jul 27 2010, 01:17 AM
dilaadriano
dilaadriano
ლუდის ქვეყანა... Jul 27 2010, 08:26 AM
ქევანა dilaadriano
კაი, მაშინ მით... Jul 27 2010, 07:38 PM
dilaadriano
dilaadriano
კაი, მაშინ მით... Jul 29 2010, 01:55 PM
ქევანა dilaadriano
აჰა, ნუ მაშინ მ... Jul 29 2010, 11:30 PM
აკაკი არსოკი და არსუკი, ა... Nov 25 2011, 11:17 PM
marine "თემურლენგის მიე... Mar 4 2014, 11:19 AM
marine http://s017.radikal.ru/i419/1507/68/9ea3664564d5.j... Jul 13 2015, 12:32 PM
marine "იდგა 442 წელი. მცხე... Aug 18 2016, 09:01 PM
marine "მარტყოფის დასავ... Aug 27 2016, 09:37 AM
marine "1765 წელს თურქებმა ... Sep 13 2016, 12:08 PM
marine "დავათრეთ ხრმალი ... Sep 13 2016, 12:31 PM
marine "ათასგვარ ხერხს ხ... Sep 13 2016, 12:58 PM
marine "ხატოვნად უთქვამ... Sep 13 2016, 01:10 PM
marine "წმინდა მეფე სოლო... Sep 15 2016, 10:46 AM
marine "ვახტანგი [გორგას... Sep 26 2016, 11:51 AM
marine "ვახტანგის სიკვდ... Oct 10 2016, 02:59 PM
marine "ლაშარის ჯვარს მრ... Nov 1 2016, 11:25 AM
marine "აბაშიძეები იყვნ... Nov 3 2016, 11:28 AM
marine [წმინდა მეფე სოლომ... Nov 17 2016, 01:41 PM
marine "აქვე უნდა გავიხს... Nov 21 2016, 06:06 PM
marine "სვეტიცხოველში, ს... Feb 1 2017, 05:24 PM
marine "წმინდა პეტრე [ქა... Oct 11 2017, 10:59 AM
marine "საქართველოს ისტ... Oct 27 2017, 08:53 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd November 2025 - 05:32 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი