საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
ნათია |
Sep 5 2007, 05:34 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
დიდი ქართველი მეფეები:
P.S. თანმიმდევრულად განვიხილოთ ზემოთჩამოთვლილ მეფეთა ბიოგრაფიები, ბრძოლები და ისტორიკოსთა შეფასებები... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
marine |
Nov 6 2007, 04:33 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ფარნავაზიანი ქრისტიანი მეფეები
რევ მირიანის (უფროსი) ძე ქართლის მეფე IV ს. შუა ხანებში - იგი მეფედ მოხსენიებულია ლეონტი მროველთან "ცხოვრება ქართელთა მეფეთა." როგორც მემატიანე წერს რევი მამის სიცოცხლეში გამეფდა და გარდაიცვალა. მის შთამომავლებს ერგოთ კახეთი და კუხეთი. ლიტ.: ვ. გოილაძე, ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია, თბ. 1990 წ. ბაქარ მირიანის (უმცროსი) ძე ქართლის მეფე IV ს. 50-60-იან წლებში - ლეონტი მროველის "ცხოვრება ქართველთა მეფეთა"-ს თანახმად. მემატიანეს ცნობით ბაქარი რომის იმპერატორს კონსტანტინეს მძევლად ჰყავდა წაყვანილი. როდესაც მირიანმა ქრისტიანობა მიიღო და თავისი საბრძანებელი ახალ სარწმუნოებაზე განამტკიცა, იმპერატორმა ქართველი უფლისწული სამშობლოში დააბრუნა. ბაქარი ფრიად მორწმუნე იყო. მან "მოაქცივნა უმრავლესნი კავკასიანნი, რომელნი ვერ მოექცივნეს მამასა მისსა." ბაქარის მშვიდობიანი მოღვაწეობა დიდხანს არ გაგრძელებულა. მისი გამეფებიდან მოკლე დროში ქართლში შინა აშლილობა დაიწყო, რადგან სომხეთის სამეფო კარმა განიზრახა ქართლის ტახტზე რევ მირიანის ძის შთამომავალი დაესვა. რევის ძენი ქართლის ტახტის მემკვიდერეებად თვლიდნენ თავს. ბაქარმა დახმარებისათვის ირანს მიმართა. ირანი დაეხმარა და მოწინააღმდეგეებს სძლია. ბაქარმა რევის შთამომავლებს მირიანისაგან გადაცემული სამფლობელოებიდან მხოლოდ კუხეთი დაუტოვა, ხოლო საერისთავოს ცენტრი იყო რუსთავი. აგრეთვე ჩამოართვა პირობა, რომ ისინი ტახტისათვის ბრძოლას თავს დაანებებდნენ. სამეფო საქმეების მოწესრიგების შემდეგ ბაქარმა კვლავ საქვეყნო საქმეებს მიხედა. ააშენა წილკნის ეკლესია, "განამრავლა მღდელნი და დიაკონნი." ბაკურ რევის ძე - ქართლის მეფე "მოქცევაჲ ქართლისაჲ"- ს მიხედვით. (ბაქარ მირიანის ძის მეფობის დათარიღება: ვახუშტი ბატონიშვილი 342-364 წ., გ. მელიქიშვილის IV ს 40-60 წ. ვ. გოილაძე 334-356 წ. ა. ბოგვერაძე ეყრდნობა "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს ცნობას და ბაკურ რევის ძის მეფობას განსაზღვრავს IV ს. მე-2 ნახევარით). ლიტ.: ვახუშტი ბატონიშვილი, "აღწერა სამეფოსა საქართველოსა." ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმ. ყაუხჩიშვილის მიერ. "ქართლის ცხოვრება". ტ. IV თბ. 1973. გ. მელიქიშვილი, ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის, საქ. მეც. აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის შრომები. ტ. IV, ნაკ. I. 1958. ვ. გოილაძე, ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია, თბ. 1990. ლ. ჯანაშია, აღმოსავლეთ საქართველო (ქართლი) IV-V ს. სინ. ტ. II. თბ. 1973. ა. ბოგვერაძე. სტ. ბაკური. ქსე. ტ. 2 -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 02:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი