მწვალებლებთან თანალოცვის მსაზღვრელი კრიტერიუმები, მწვალებელთა შესაკრებელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მწვალებლებთან თანალოცვის მსაზღვრელი კრიტერიუმები, მწვალებელთა შესაკრებელი |
მნათე |
Oct 23 2007, 04:01 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მსურს ვისაუბროთ რამდენიმე საკითხზე თანალოცვასა და არამართლმადიდებლურ დენომინაციებთან დაკავშირებით;
1. როდესაც თანალოცვის აკრძალვის შესახებ წმიდა მამები კანონს/ებს იღებდნენ, რა ედო საფუძვლად კანონის მიღებას? რა მოვლენების ან ეპოქალური ქმედებების შედეგია ის? (გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული კანონი - კონკრეტულ - დროში მომხდარ ფაქტზე იქმნებოდა) 2. რა კრიტერიუმებით დგინდება - არის თუ არა, რომელიმე იერარქის ან მართლმორწმუნის ქმედება თანალოცვაა?... ანუ მაგალითად - ერთად რომელიმე ლოცვის წარმოთქმა ორ ხმაში შეიძლება თუ არა მივიჩნიოთ თანალოცვად და მეორე, მონაცვლეობით წარმოთქმა - არა? არის თუ არა თანალოცვა - მწვალბლებთან თანაზიარება... 3. მწვალებელთა შესაკრებელში შესვლისას, რა უნდა გაითვალისწინოს მართლმორწმუნემ? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
guest |
Nov 6 2007, 04:59 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
აქ ჩვენ პირადზე არ ვსაუბრობთ. საუბარია მნათეს მიერ გაკეთებულ ძალიან საეჭვო კომენტარებზე. ძალიან ვთხოვ ამიხსნას, რას გულისხმობდა როდესაც ამბობდა, მწვალებლებთან ლოცვას რომ დავებრკოლებინე, დიდი ხანია ეკლესიიდან გავიქცეოდიო! არ გეგონოს ელიკო, რაიმე საწინააღმდეგო გამაჩნია შენს მიმართ. მხოლოდ ერთს მიგანიშნებ: არანაირად არ არის მნათე ვალდებული აგიხსნას ის,რასაც მისგან ითხოვ, რამდენიმე მიზეზის გამო: რომ ის ძალიანაც მორწმუნე ახალგაზრდაა,ამავე დროს ცხადია საკმაოზე მეტად ზნეობრივი, თუ არ ვცდები სტიქაროსანიც უნდა იყოს. მეორე ის, რომ ეს მისი პირადი განწყობილებაა, თუნდაც ლოცულობდეს იმათთან ერთად (თუმცა ესეც არ ხდება). პროპაგანდას არ ეწევა და არ კიცხავს ეკლესიას, დამიჯერე,ნამდვილად ასეა. გარდა ამისა, მე მნათეზე უფროსი შვილები მყავს, და როცა ვუყურებ რომ ასე უყვირის ვინმე, გეფიცები გული მეწურება, წარმომიდგენია ვინმემ ასე რომ უთხრას ჩემს ვაჟებს, რომლებიც ელემენტარული ზრდილობის და უფროს-უმცროსობის დაფასების გამო პასუხს უხეშად ვერ მიაგებენ (როგორც მნათე), მაგრამ იქნებიან უაღრესად დამწუხრებულნი. ნუ განვსჯით სხვისი რწმენის ხარიხს, დავიცვათ ჩვენი იქ სადაც საჭიროა, მაგრამ მნათეს შემტხვევაში ეს ნამდვილად არ არის საჭირო. ნუ მიწყენ ჩემო დაო ამ პოსტს, დიდი სიყვარულით გეუბნები, არ გყვედრი არაფერს. გაიხარე და ღმერთმა კარგი მოგცეს სულ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th June 2024 - 05:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი