![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
მსურს ვისაუბროთ რამდენიმე საკითხზე თანალოცვასა და არამართლმადიდებლურ დენომინაციებთან დაკავშირებით;
1. როდესაც თანალოცვის აკრძალვის შესახებ წმიდა მამები კანონს/ებს იღებდნენ, რა ედო საფუძვლად კანონის მიღებას? რა მოვლენების ან ეპოქალური ქმედებების შედეგია ის? (გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული კანონი - კონკრეტულ - დროში მომხდარ ფაქტზე იქმნებოდა) 2. რა კრიტერიუმებით დგინდება - არის თუ არა, რომელიმე იერარქის ან მართლმორწმუნის ქმედება თანალოცვაა?... ანუ მაგალითად - ერთად რომელიმე ლოცვის წარმოთქმა ორ ხმაში შეიძლება თუ არა მივიჩნიოთ თანალოცვად და მეორე, მონაცვლეობით წარმოთქმა - არა? არის თუ არა თანალოცვა - მწვალბლებთან თანაზიარება... 3. მწვალებელთა შესაკრებელში შესვლისას, რა უნდა გაითვალისწინოს მართლმორწმუნემ? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა აი თუ გყავს მოძღვარი, შეეკითხე რამხელა დანაშაულია მწვალებლებთან ერთად ლოცვა და ის აგიხსნის. მერე მიხვდები ჩემს საწუხარს. ადამიანო, არც მოძღვართან მაკლია ურთიერთობა, არც ეპისკოპოსთან და არც პატრიარქთან - დიდი ეჭვი მაქვს, რომ თქვენგან განსხვავებით ![]() ვიცი რას ამბობს კანონი, მაგრამ კანონის ცვალებადობაც ვიცი, იკონომიაც და სხვაც... მისი უწმინდესობა და უნეტარესობა აზიარებდა კიდეც კათოლიკეებს თავის დროზე, ლოცვაზე აღარ მაქვს საუბარი.. ისევე როგორც ღვთაებრივი ყოვლადუწმინდესი.. არ ვამბობ რომ ეს სწორია - მე უბრალოდ ვამბობ, რომ არ მაბრკოლებს ხსენებული ფაქტები.. თქვენ როგორ გგონიათ სწორედ მოიქცნენ ის სქიზმატები - ეკლესია რომ დატოვეს ხსენებულ მიზეზთა გამო? ![]() სანამ ჩემთან ისე განაგრძობთ საუბარს - როგორც აბსტრაქტულ მექანიკასთან, მე თქვენს პოსტებს აღარ ვუპასუხებ. მრავალმოწყალე უფალი და მართალი რწმენა გეწეოდეთ. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th July 2025 - 10:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი