სულიერება და სწავლა, . |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სულიერება და სწავლა, . |
Iona |
Feb 23 2007, 06:02 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 |
რატომ არ ასწავლიან სახარებას სკოლებში?
ერთი შეხედვით ქრისტიანული სახესმწიფოა საქართველო, კომუნიზმიც კაი ხანია წარსულს ჩაბარდა. მაგრამ ამაზე არვინ არ საუბრობს. ვფიქრობ ყველა სკოლაში უნდა იყოს აჩევითი კურსი (საგანი) სადაც მსურველები შეისწავლიან სახარებასა და ქრისტიანული რელიგიას, [u]კომპეტენტური პიროვნებებიდან. რა აზრისა ხართ? -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
guest |
Nov 6 2007, 09:06 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
Iona მერე სხვა ბავშვებს სად უშვებ? ანუ როცა გეკვეთილი მიდის რელიგიის, სხვა ბავშვები სად წავიდნენ? ნინ, ჩემი შვილები გერმანიაში დაიზარდნენ და შესაბამისად აქ დადიან სკოლაში. დაწყებითი კლასებიდან ისწავლება რელიგია, კათოლიკური და ევანგელისტური. შესაბამისად დასწრება არის სურვილისამებრ, ანუ არაა სავალდებულო. ჩემები ცხადია არ დადიოდნენ. მაგრამ თუ ვინმე არის პროტესტანტი ან სურვილი არ აქვს რელიგიას დაესწროს, ისინი ესწრებიან საგანს "ეთიკა". რელიგიის გაკვეთილები, იმ მოტივით, რომ ბავშვებმა, რომლებიც არ ესწრებიან ამ გაკვეთილს, არ იბოდიალონ გაკვეთილებს შორის უაზროდ, ყოველთვის არის ან პირველი ან ბოლო გაკვეთილი, შესაბამისად მიდიან სკოლაში ან ერთი საათით გვიან ან ერთი საათით ადრე ამთავრებენ. ეს გერმანიაში. სერბიაში კი ასევე დაწყებითი კლასებიდან ისწავლება ე.წ. веронаука, ძირითადად ყველა ბავშვი ესწრება, მაღალ კლასებში კი აქვთ არჩევანი, ან საესწრონ веронаука-ს ან ე.წ. "საზოგადოებაში მოქცევის წესები"-ს გაკვეთილს, ანუ კლასის გარეთ არ რჩებიან ის ბავშვები, ვინც რელიგიას არ ესწრება. ჩემი ალექსანდრეს კლასში 26 მოსწავლეა, აქედან 22 რელიგიაზეა და 4 ს.წ.-ს გაკვეთილს ესწრება. ასე რომ, ეს ხელისშემშლელი არგუმენტი არ არის, სხვა აღმსარებლობის ბავშვების "ბოდიალის" პრობლემა. ანუ სკოლებს აქვთ ასეთი გამოცდილებანი. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 06:16 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი