![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ქავთარაძე |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
ხშირად მსმენია თუნდაც ეკლესიაში-ეგ სატანისტი როკერია, FუF როკერი, რას გვანან ეშმაკებივით არიან, მაგათთან როგორ უნდა ვიმეგობრო და ასე შემდეგ.
რა დამოკიდებულება გაქვთ ამ ხალხის მიმართ. ბევრმა შეიძლება თქვას გვეცოდებაო, მაგრამ ჩემი აზრით ამ ხალხს ჩვენს სიბრალულზე მეტად აი ეს ბარიერი აღიზიანებს. მე ბევრ "ეკლესიურ" ადამიანზე მეტად კეთილ "როკერს" ვიცნობ . ეგება რამენაირად გვეცადა დავახლოებოდით ამ ხალხს? |
![]() ![]() |
დათიკო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
M.M.
ციტატა უუბრალოდ, აქ არც ის ადგილია და არც ის დრო, სადაც და როდესაც როკის ფილოსოფია ჩამოყალიბდა, ამიტომ ისე ვეღარ ვლინდება. მაგრამ ამ მუსიკაში მაინც დევს პროტესტის სული (ეს ყველაზე ნაკლები უბედურებაა, სხვაც ბევრი რამე დევს, ხომ იცი), რომელიც ადამიანზე გავლენას ახდენს. თვითჩაღრმავებასთან ბუდისტი ბერები რომ არიან ახლოს, იმათთან როკერები ვერ მივლენ, მაგრამ ისინი სადაც მიდიან, კი ვიცით. ბუდას სახეზე შეყინული ღიმილი რომ მახსენდება, კაიფში ჩარჩენილს რომ უგავს, თმები ყალყზე მიდგება ხოლმე. მასეთი მარტო როკში არ დევს, არამედ ყველგფან და ყველაფერში. კლასიკურ მუსიკას მოგასმიენინებ რამდენსაც გინდა, სადაც როკზე გაცილებით "საშინელი" რამეებია ჩადებული. რაც შეეხება ბუდას, მისი დონის სულიერების მესამედს მივაღწიოთ და მერე ვილაპარაკოთ თმების ყალყზე დადგომაზე ![]() nuciko-22 ციტატა დათიკო გენაცვალე რამდენი წლის ხარ???????ალბათ შენი მშობლები არიან იმ ....პერიოდის,ასე მოკლედ , ლაკონურად გაცემული პასუხი დიდი ხანია არ წამიკითხავს. გაიხარე პატივისცემით ნინო დედიკო არც ისეთი პატარა ვარ, რომ კარგად არ მახსოვდეს ნამდვილი როკის კორიფეები და მათი სულისკვეთება. პრინციპში ერთ დროს მეც "ვხმაურობდი" გრძელი თმებითა და დახეული ჯინსებით ![]() ეს იყო დაუმორჩილებლობის, თავისუფლების წყურვილის, ჭეშმარიტების ძიებისა და პროტესტის პერიოდი. ბრძლოა თვითდამკვიდრებისთვის. სწორედ ამ პერიოდში წავიკითხე ყველაზე მეტი სასულიერო ლიტერატურა (არა ქრისტიანული) სწორედ ამ პერიოდში ვეძებდი ღმერთს ყველაზე მეტად, თუმცა ეს ლტოლვა იყო მეტად იმპულსური, ქაოტური... როკი იყო ერთ-ერთი ატრიბუტი და განუყოფელი ნაწილი ამ ძიებისა. როკის საშუალებით გამოიხატებოდა პროტესტი ტრადიციების, მშობლების, რელიგიის, დოგმების, დოგმატების და ყველაფრის წინააღმდეგ, რაც ჩემს "თავისუფალ ნებას" თრგუნავდა. მეგონა რომ გზას, რომელსაც ღმერთამდე უნდა მივეყვანე ამ "ბორკილებისგან" გათავისუფლების შემდეგ ვიპოვიდი. როკი კი წააგავდა ამ ძიების "ლიტურგიკულ ნაწილს". ყველასთვის ცხადია რა გზაც იყო ეს, მაგრამ დამერწმუნეთ ეს სჯობდა იმ დაკონსერვებულ, ნელთბილ და უგერგილო ცხოვრებას, სადაც ღმერთის ადგილი არ რჩება. სადრაც წამიკითხავს, ჯობია ადამიანი ან ძალიან ცივი იყოს, ან ძალიან ცხელიო. ნელ-თბილად ყოფნა ყველაზე დამღუპველიაო. იმედია სწორად გამიგებთ. მე არ ვქადაგებ როკის სიყვარულს. მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ "კაი როკერს" უფრო მეტი შანსი აქვს მოქცევის, ვიდრე თბილ ბალიშზე მიწებებულ, უდარდელ და კვლავაც განვმეორდები გოგლი-მოგლზე გაზრდილ ადამიანს. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 11:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი