IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მირონის კურთხევის შესახებ
marine
პოსტი Oct 25 2007, 11:10 AM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მირონის კურთხევის შესახებ


მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე

„თანამედროვე ქართულ მეცნიერებაში დამკვიდრდა აზრი, რომ ქართულმა ეკლესიამ მირონის კურთხევის უფლება მიიღო IX საუკუნეში. მართლაც, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში წერია, რომ მირონის კურთხევის ნება იერუსალიმის პატრიარქს გამოსთხოვა ეფრემმა.

ძველ ქართულ მწერლობაში დამკვიდრებული აზრით, მირონის კურთხევის ნება ქართულმა ეკლესიამ მიიღო ქალკედონის კრების - 451 წლის შემდეგ.

ეკურთხებოდა თუ არა ქართულ ეკლესიაში მირონი V ს-დან, ამ საკითხის გარკვევისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მხრივ მეზობელ სომხეთსა და ალბანეთში არსებულ მდგომარეობას.

სომხურ ისტორიოგრაფიაში შემონახული ცნობების თანახმად, ქართველი ხალხი და სამღვდელოება ქართული ეკლესიის ღირსებას უფრო მაღლა აყენებდა, ვიდრე ალბანურისას. ამიტომაც, როდესაც სომხეთის პატრიარქმა ალბანეთის ეკლესიას ქართულ ეკლესიასთან შედარებით მიანიჭა უპირატესობა და იგი ქართულ ეკლესიაზე წინ დააყენა, ეს ქართველმა მამამთავარმა იუკადრისა და უხტანესის მიერ შეგროვილი ცნობების თანახმად, გაწყვიტა კავშირი სომხურ ეკლესიასთან.

ალბანელი ისტორიკოსი მოსე კალანკატუაცი წერს, რომ სომხეთის „...მთავარმა საეკლესიო მოღვაწეებმა, სომხეთის ამპარტავანი ხასიათის მიხედვით, თვითნებური სურვილით განაწესეს აბრაამი - პატრიარქად, ალბანელი - არქიეპისკოპოსად, ქართველი - მიტროპოლიტად: აღშფოთდა ქართველი, რომელსაც კირიონი ერქვა და საწინააღმდეგო კამათი დაიწყო. ხოლო წმინდა მამათავარი აბრაამი ამბობდა, რომ ალბანელები ქართველებზე ადრე იყვნენ ქრისტიანები და მთავარეპისკოპოსობა მათ შეეფერებათ.“

ალბანეთის ეკლესიაზე უფრო დაბალ საფეხურზე დაყენება ქართულმა ეკლესიამ პატივისა და ღირსების დამცირებად მიიჩნია. ასეთი თვალსაზრისი არა მარტო მოსე კალანტატუელს, არამედ ძველ სომეხ ისტორიკოსებსაც ჰქონდათ. ამას მიიჩნევდნენ ზოგიერთ წრეებში საეკლესიო განხეთქილების მიზეზად. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ქართულ ეკლესიას თავისი ღირსება და პატივი არც ალბანურ და არც სომხურ ეკლესიაზე ნაკლებად არ მიაჩნდა. ამიტომ თუკი სომხურ, ანდა ალბანურ ეკლესიაში აკურთხებდნენ მირონს, მაშინ აუცილებლად ქართული ეკლესია იმავე უფლებით ისარგებლებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობა სრული არ იქნებოდა და იგი ვეღარც შეედრებოდა თავისი პატივითა და ღირსებით იმ ეკლესიებს (ამ შემთხვევაში, ალბანეთისა და სომხეთისას), რომელთაც მირონის კურთხევის უფლება ჰქონდათ მოპოვებული.

ალბანეთის ეკლესიას, მოსე კალანკატუელის თანახმად, მირონის კურთხევის უფლება ჰქონდა არა თუ IX საუკუნემდე, არამედ VI საუკუნეშიც. უფრო მეტიც, ამ დროს ალბანეთის ეკლესია სივნიეთის ეკლესიასაც კი აძლევდა მირონს, მოსე კალანკატუელი თავისი „ალბანეთის ისტორიის“ 48-ე თავს ასათაურებს ასე - „...სივნიელთა მოქცევა სომეხთაგან ალბანელებისაკენ და ხელდასხმისა და ზეთის [მათგან] მიღება.“
უხტანესი ამ მდგომარეობას ასე ხსნის: „...სომხეთი სპარსელებსა და ბერძნებს ჰქონდათ ერთმანეთში გაყოფილი... გაყოფილი საპატრიარქო საყდარი უარყვეს სივნიეთის უფლებმა და წინააღმდეგობის გამო არ დაეთანხმნენ რომელიმეს დამორჩილებოდნენ პეტრე ეპისკოპოსის ბრძანებით, რომელმაც ...უბრძანა თავის სამწყსოს, ხელდასხმა და მირონის კუთხევა ალბანელთაგან მიეღოთ, სანამ წმინდა გრიგორის საპატრიარქო საყდარი გაერთიანდებოდა. ამ დროიდან აქამდე ხელდასხმასა და მირონს სივნიელები ალბანეთაგან იღებდნენ...“

აქედან ჩანს, რომ როგორც ალბანელი მოსე კალანკატუელის, ისე სომეხი უხტანესის მიხედვით, ალბანეთი ეკლესია თვითვე აკურთხებდა მირონს ჯერ კიდევ სოხმეთის საკათალიკოსოს ორად გაყოფამდე, VI საუკუნის დასასრულამდე. იოანე კოგოვიტელი, გაყოფის დროინდელი სომეხი ქალკედონიტი კათალიკოსი, 590-611 წლებში ზეობდა.

ალბანეთის ეკლესია VI საუკუნეში მირონს აკურთხებდა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სხვა ეკლესიასაც კი აწოდებდა მირონს.

ზ. ალექსიძე წერს: „მოსე კალანკატუელის გადმოცემით, როცა სომხეთის საკათალიკოსო ორად გაიყო VI-VII სს-ის მიჯნაზე იოანესა (ქალკედონიტი) და მოსეს (მონოფიზიტი) შორის, სივნიეთის მმართველებმა არც ერთი აღარა სცნეს და ხელდასხმისათვის ალბანელთა კათალიკოსებს მიმართავდნენ ხოლმე. ალბანეთიდანვე იღებდნენ მირონს, სანამ აბრაამ ალბათანელმა არ გააერთიანა ორივე საყდარი.“

აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ თუ ალბანეთის ეკლესიას მირონის კურთხევა შეეძლო VI საუკუნეში, ქართულ ეკლესიასასც ასეთივე უფლება ექნებოდა, რადგანაც ქართულ ეკლესიას ალბანურ ეკლესიაზე ღირსეულად და მეტი პატივის მქონედ მიაჩნდა თავი.

(გაგრძელება იქნება)


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Nov 7 2007, 02:00 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სხვა საკითხია ის ანაქრონიზმები და უხეში ქრონოლოგიური შეცდომები, რომლებმაც ეფრემის ნაშრომი თითქმის გაუგებარი გახდა და ამასთანავე სათავე დაუდო სხვა შეცდომებს საუკუნეთა მანძილზე.

მართალია, ეფრემ მცირე თავისი დროის უდიდესი და უბრწყინვალესი ფილოსოფოსი და მთარგმნელ-კომენტატორი იყო, მაგრამ ეს მას არ ავალდებულებდა ასეთივე მასშტაბის ისტორიკოსი ყოფილიყო, რაც ჩანს მის მიერ დაწერილ ნაშრომში ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის ისტორიის შესახებ.

ეფრემ მცირე IV-V საუკუნეთა შორის მომხდარი ამბების აღწერისას დაეყრდნო ანტიოქიური „ხრონოგრაფის“ ცნობას, რომელიც მან ჩართო თავის შრომაში. სწორედ ამაში მდგომარეობდა ეფრემის შეცდომა. ქრონოგრაფში ნათქვამი იყო იმპერატორ კონსტანტინე სკორის, ანტიოქიის პატრიარქ თეოფილაქტეს, იერუსალიმის პატრიარქ ორესტის, ბასილი მეფის დროს ბიზნატიურ და დასავლურ ქართულ ეკლესიათა შორის დამოკიდებულების შესახებ. თანამედროვე ისოტრიოგრაფიის განვითარების წყალობით ცნობილია, რომ ეს მეფე-პატრიარქები მოღვაწეობდნენ VII-X საუკუნეებში, მაგრამ ეფრემი ფიქრობდა, რომ ისინი იყვნენ IV-V საუკუნეთა მოღვაწენი. ამიტომაც ეფრემმა ანტიოქიური „ხრონოგრაფის“ ცნობა ჩართო თავისი ისტორიის იმ ნაწილში, რომელიც IV-V საუკუნეთა შორის მომხდარ ამბებს შეეხებოდა.

ბასილი მეფე, რომელსაც ეხება ეფრემის მიერ გამოყენებული ცნობა, თითქმის ეფრემის თანამედროვე იყო, მისგან დაახლოებით ნახევარი საუკუნით დაშორებული. მაგრამ ეფრემის შრომიდან აშკარად ჩანს, რომ იგი საუბრობს არა თავის თანამედროვე პირზე, არამედ ძველი დროის ბასილზე.

როგორც ჩანს, X საუკუნის ბოლოსა და XI საუკუნის დასაწყისში სწორედ „არასრული ავტოკეფალიის“ მომხრე ანტიოქიელმა თეორეტიკოსებმა „შეასწორეს“ და დამატებით შეავსეს ანტიოქიური ქრონოგრაფი. ეფრემ მცირემ XI საუკუნის შუა წლებში მოიძია ეს მატიანე, მიიჩნია IV-V საუკუნეთა ქრონიკად და ჩართო თავის ნაშრომში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ძველთაგანვე დამკვიდრებული იყო ტრადიციული გადმოცემა, რომლის თანახმადაც მირონი გადმოედინებოდა სვეტიცხოველიდან ანუ ცხოველმყოფელი ხის გადანაჭერიდან მცხეთაში. ამიტომაც, როცა არსენ იყალთოელი იმეორებს ეფრემის ცნობას „...სასყიდლად ნივთთა წმიდისა მიჰრონისათა ეკლესიასა ანტიოქიისასა... დრაჰკანი ათასი“, იგი, ჩანს, დარწმუნებულია, რომ ქართველები ყიდულობდნენ არა თვით მირონს, არამედ მისი შემზადებისათვის საჭირო სურნელოვან, არომატულ ნივთიერებას; ხოლო თვით მირონის შეზავება-კურთხევა და დამზადება საქართველოშივე ხდებოდა. „ანტიოქური „ხრონოგრაფის“ ძველ სლავურ თარგმანშიც წერია: „წმიდა მირონის არომატის შესაძენად“ და არა წმიდა მირონის შესაძენად.

მირონის კურთხევის წესი ასეთი ყოფილა:

„ოდეს მეფე, ათაბაგი, ქართლისა ერისთავი, სპასალარი და ყოველნი ერისთავნი და ყოველნი მღდელთმოძღუარნი შემოკრბენ მცხეთას, დიდსა ხუთშაბათსა, დიდისა სომხითისა მიტრაპოლიტსა ჰმართებს ნივთთა ზედა დგომად. და ქუაბნი საკურთხეველთად გამოიხუნენ და მიტრაპოლიტსა და ქადაგსა ეტჳრთნეს კეტნი ქუაბთანი. წინათ კეტთა მიტრაპოლიტი შეუდგეს და უკანათა ქადაგი. თუ მწირველი იყოს, თეთრითა შესამოსლითა შემოსილ იყოს. თუ მწირველი არა იყოს, თეთრისა ატლასისა ჩაჩი თავსა ებუროს მოყუნტუზვილი; და მეორეთა ქუაბთა მთვარეფისკოპოსი ქუეშე უდგეს და წინა მივიდოდეს და უკანათა კეტთა მაწყუერელი და უკანა მთავარეფისკოპოსი მიჰყვებოდეს. და რაჟამს განაზავებდენ ტაკუკსა, ტაკუკი მაწყუერელსა ეტჳრთოს და რაჟამს განაზაონ, ტაკუკი ქადაგისა ჴელითა დაიბეჭდვოდეს. და ყოველთა ეფისკოპოსთა თითოჲ კოკაჲ მირონისა ეტჳრთოს...“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   მირონის კურთხევის შესახებ   Oct 25 2007, 11:10 AM
marine   სომხეთის კათალიკო...   Oct 25 2007, 02:44 PM
marine   ქართული წყაროების ...   Oct 29 2007, 04:41 PM
marine   სხვა საკითხია ის ა...   Nov 7 2007, 02:00 PM
marine   ამავე დოკუმენტში მ...   Nov 20 2007, 03:39 PM
sable   ამავე დოკუმენტში ...   Nov 20 2007, 04:29 PM
marine   არსებობს არჩილ II მ...   Nov 22 2007, 01:30 PM
sable   დიდი მადლობა საინ...   Nov 22 2007, 03:02 PM
marine   ჩვენს მეცნიერებაშ...   Nov 26 2007, 01:14 PM
marine   „მირონის კურთხევა ...   Nov 22 2013, 12:05 PM
marine   "...ცოტა მოგვიანებ...   Feb 1 2017, 05:16 PM
marine   "V საუკუნის ბოლოს ...   Mar 23 2017, 11:35 AM
marine   "მიქაელთან ერთად ...   Apr 12 2017, 02:05 PM
marine   "ტრაპეზზე უნდა ეს...   Apr 16 2020, 06:59 PM
marine   "დიდი ხუთშაბათი ე...   Apr 4 2021, 08:25 PM
marine   "მირონს აკურთხებ...   Dec 26 2021, 03:49 PM
marine   "მეექვსე მსოფლიო ...   Feb 10 2022, 08:54 PM
marine   "ჩვეულებრივი მირ...   Aug 4 2022, 08:25 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 03:08 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი