ქართული ენა, ''რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!'' |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ენა, ''რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!'' |
თამარი_ცქნაფო |
Nov 18 2006, 09:22 PM
პოსტი
#21
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ამ თემის გახსნა კარგა ხანია მინდოდა. დიდი არც არაფერი, მაგრამ ეს ცოტათი მაინც დაგვეხმარება, ვწეროთ ასე თუ ისე გამართულად. დავსვათ კითხვები, ვუპასუხოთ, რატომ არის ერთი ფორმა მართებული და მეორე - გაუმართავი.... ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვისაუბროთ გამართული ქართულით, თუნდაც სულ მცირედით შევეცადოთ....
და რადგანაც თემა მე გავხსენი, თავს უფელბას მივცემ, აქ შემჩნეული რამდენიმე მაგალითი გავასწორო 1. ხშირად იწერება რამოდენიმე, სინამდვილეში ო აქ არაფერ შუაშია: ფუძეა რამდენი+მე ნაწილაკი. ასე რომ, სწორი ფორმაა: რამდენიმე. 2. არასწორია: საქმე იმაშია. ეს რუსულის კალკია. ნუთუ შეიძლება, რომ საქმე რამე-ში იყოს? თუ საქმის არსის გაგება გვსურს, უნდა ვთქვათ: საქმე ისაა, რომ... 3. თითოეული ჩვენთაგანი, თქვენთაგანი, მათთაგანი. ეს ნაცვალსახელები გან თანდებულის დართვისას აღარ ინარჩუნებს ბრუნვის ნიშანს და ვიღებთ მართებულ ფორმებს: ჩვენგანი, თქვენგანი, მათგანი. ადრე მათთაგანი და მათგანი პარალელურ ფორმებად მიიჩნეოდა, დღეს ეს ფორმაც თა-ს გარეშე იხმარება. 4. საპატრიარქოში და სამღვდელოებაში გავრცელებულია ფორმა: მონოზონი და მიიჩნევენ, რომ ეს მოდის სიტყვა მონო-დან. თუმცა როგორც ძველი ტექსტების საკმაოდ ნორმალურმა მცოდნემ, შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი რამ არსად გვხდება, არც ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის ძველი და ახალი გამოცემები იზიარებენ ამ სიტყვის მართებულობას, ენათმეცნიერთა ვარაუდით, შეცდომა დიალექტური ფორმის აღრევით არის გამოწვეული. დიალექტური ფორმაა მოლოზონი, მოლაზონი. მოკლედ, მართებულია მონაზონი. თუ არ გჯერათ, სულ ცოტა, ხანძთელის ტექსტს ჩახედეთ. 5. ბერ-მონაზონი იწერება ერთად, დეფისის გარეშე: ბერმონაზონი, ბერმონაზვნური, ბერმონაზვნები. დეფისით იწერება მღვდელ-მონაზონი. დანარჩენს შემდეგ გავაგრძელებ. თქვენც დამეხმარეთ, დაწერეთ მართებული და გაუმართავი ფორმები. ან დავსავთ კითხვები და თუ ვიცით, ვუპასუხოთ. -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
kato_Bato |
Nov 19 2006, 07:47 PM
პოსტი
#22
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
[quote name='glaxa' date='Nov 19 2006, 01:52 PM' post='20444']
თამარი დიდი მადლობა თამარ ამ თემისათვის... შეკითხვა მაქვს: უწინ ტელევიზორში რომ იყო გახსოვს ასეთი გადაცემა...სწორია/შეცდომაა...(თუ რაღაც მსგავსი)? მგონი ღვინჯილიას მიყავდა... ხო და ..იქიდან მახსოვს, რომ მან ასეთი რამ თქვა: სწორი ფრაზაა: რამდენიმე წლის უკან და არა რამდენიმე წლის წინ... ზუსტად არ ვიცი მე დავიმახსოვრე შეცდომით თუ მართლაც ასე? პასუხისათვის წინასწარ მადლობა... მართალია თამარი არა ვარ, მე დავწერ პასუხს იმედი მაქვს, კადნიერებაში არ ჩამომერთმევა) ადრინდელი წინა ვითრების აღსანიშნავად, ძველიდან მოკიდებული დღევანდლამდე, მუდამ იხმარებოდა და ამჟამადაც იხმარება სიტყვაწინ(ამ სიტყვისგან მიივიღეთ მსგავსი დანიშნულიების მქონე სხვა სიტყვები: წინათ, უწინ, წინანდელი,უწინდელი, წინასწარ, გუშინწინ, შარშანწინ, წინარე(წინარეისტორიული, წინარექრისტიანული), წინასაახალწლო..) რაც შეეხება უკან სიტყვას, ტრადიციულად იგი შემდგომი, მომდევნო, გვიანდელი ვითარების აღსანიშნავად გამოიყენებოდა. ამაზე მეტყველებს მისგანვე მიღებული სიტყვა უკანასკნელიც (ე.ი. ყველაზე ბოლო). მაგალითად შევადაროთ ერთმანეთს მყარი გამოთქმები: ამას წინათ და მას უკან ყოველი ჩვენგანისთვის აშკარაა, რომ პირველი გამოთქმა (ამას წინათ) ადრინდელ ვითარებას მიუთითებს, ხოლო მეორე (მას უკან) იგივეა რაც: მას შემდეგ. ამ "წინ" და "უკან"- სიტყვების აღრევის წყაროა რუსული გამოთქმები:два часа (тому) назад, три года (тому) назад. და სხ.ვა მართალია, ცალკე აღებული назад ქართულად ითარგმნება როგორც უკან , მაგრამ ეს _მხოლოდ ადგილის მნიშვნელობით! დროის გაგებით კი ამგვარი გამოთქმები პირდაპირ, სიტყვასიტყვით არ ითარგმნება. ასე რომ: სწორია (ეგ გადაცემა გოგი გეგეჭკორს მიყავდა) [b] მრავალი საუკუნის წინ// წინათ ოთხი წლის წინ // წინათ; ერთი თვის წინ// წინათ; ორი კვირის წინ// წინათ; რამდენიმე დღის წინ(ათ); ნახევარი საათის წინ; ხუთი წუთს წინ...;[b][i] ) ბევრი რომ არ ვილაპარაკო, გეტყვი: სწორია - რამდენიმე წლის წინ. შეცდომაა: რამდენიმე წლის უკან. (ალბათ, უკვე მიხვდით, რომ სწორ ფორმებს ლურჯი ფერის შრიფტით ვწერ, გაუმართავს - წითლით) ვაი!! თამარის პასუხი არ მინახავს ისე დავწერე( თამარ, მიიღეთ ჩემი დიიიიდი და თვალბფახულა ბოდიში) -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 04:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი